სასაცილო

საინტერესო

სხვა

ჩათი

წესები

დახმარება

კონტაქტი

ავტორი: DATO კომენტარი: 5 ნახვა: 7370
+9


* თ * 
თათია, თათული (ქართული).

თამაზ (ძველი ირანული)"ძლიერი ცხენი"ან"ძლიერი ცხენოსანი". აქედანაა გვარი თამაზაშვილი,რომელიც დოკუმენტებში დასტურდებაXV ს-დან.გვხვდება აგრეთვე პარალელური ფრომა თამაზიშვილი.



თამარ 


ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე (მეფობდა 1184-1213 წლებში). ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში. წარმოშობით თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს, კერძოდ ებრაულს, სადაც იგი "ფინიკის პალმას" ნიშნავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარ-ისაგან არის ნაწარმოები გვარები თამარაშვილი, თამარაძე, თამარაული, გეოგრაფიული სახელები თამარისი, თამარაშენი და სხვანი.



თამთა 

მიღებული ჩანს თაჰამთა-საგან, რომელიც გვხვდება როსტომის და ზოგი სხვა ირანელი გმირის ეპითეტად და ნიშნავს "ღონიერს", "გოლიათს", " ძლიერს ", "მამაცს", "გმირს". სპარსეთში და ძველ საქართველოშიც ვაჟის სახელი იყო.


თამრიკო

ქართული სახელია, მიღებული თამარ-ის კნინობითი ფორმისაგან: თამრიკო_თალიკო.


თეა (ბერძნული) "ღვთაება" 


თედო

ამჟამად თეოდორეს კნინობით ფორმად ითვლება,მაგრამ დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს.ამ ფორმით იხმარება რამდენიმე ცნობილი პირის სახელად(თედო რაზიკაშვილი,თედო ჟორდანია, თედო სახოკია).ანალოგიური ფორმებია(თედო, თედუა)დასტურდება ხურიტულ წარწერებში 


თეიმურაზ

(ირანული)"სხეულით ძილერი".როგორც ფიქრობენ, მისი უძველესი ფორმაა ინდური თაჰმაურუპა("ძლიერი მელა"),მაგრამ შემდეგ ხელახლა იქნა გააზრიანებული და სახეცვლილი ირანულში.ეს სახელი ჰქვია"შაჰ-ნამეს"ერთ-ერთ გმირს,ირანის ლეგენდარულ მეფეს.საქართველოში ამ სახელით ცნობილია ორი მეფე-პოეტი.თეიმურაზის მოფერებითი ფორმებია:თემო,თემუკა,თემუკო,თემიკო.


თეკლე 


ბერძნული) "ღვთის დიდება". მისივე ვარიანტებია თეკლა (ერეკლე მეფის უმცროს ქალიშვილს ხუმრობით თეკლე-ბიჭს ეძახდნენ). ამ სახელის პირველ ნაწილს შეადგენს თეოს - "ღმერთი", რომელიც შედის აგრეთვე მრავალ სხვა საკუთარ სახელში (იხ. თედორე), მეორე ნაწილია კლეოს - "დიდება", რომელსაც შეიცავს აგრეთვე ევროპაში გავრცელებული ქალის სახელი კლეოპატრა - "მამის დიდება".



თემურ 

(თურქულ-მონღოლური)"რკინა".ეს სახელი ერქვა მონღოლთა ურდოების წინამძღოლს თემურლენგს(ე.ი."კოჭლ თემურს"),რომელსაც რუსები ტამერლანს ეძახიან,სახელი თემური მონღოლურიდან გადასულა თურქულში და ამ უკანასკნელის მეშვეობით ჩვენშიაც გავრცელდა.



თენგიზ 

იგივეა რაც ჩინგიზ,რაც მონღოლურად"დიდს","ძლიერს"ნიშნავს.მონღოლთა ძლევანმოსილი სახელმწიფოს დამაარსებელს ჩინგიზხანს სახელად თემუჩინი ერქვა.ჩინგიზხანი("ძლიერი,დიდი ხანი")მისი წოდება იყო,რომელიც შემდეგ საკუთარ სახელად იქნა გაგებული.ამ სახელმა თურქულში თენგიზ-ის ფორმა მიიღო და აქედან შემოვიდა ქართულში.თურქულის მიხედვით მას ხშირად"ზღვად"თარგმნიან.



თეო 

(ბერძნული) "ღმერთი", "ღვთაება". თეო-ს (ასევე თეკლე-ს) კნინობითია ქართულში თეკო.


თეონა 

(ბერძნული) "ღვთის ფიქრი", "ღვთის გონება". ადრე კაცის სახელი იყო და შემდგომ იქცა ქალის სახელად. 


თინათინ 

(ქართული) "მზის სხივის ანარეკლი", "მოციმციმე სხივი". "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი მთავარი გმირი ქალის სახელია და ამ პოემის წყალობით ძალზე გავრცელდა ქართულში. მისი მოფერებითი ფორმებია თინა, თიკო, თინიკო, თინუკა, თინანო.თინათინ (ქართული) "მზის სხივის ანარეკლი", "მოციმციმე სხივი". "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი მთავარი გმირი ქალის სახელია და ამ პოემის წყალობით ძალზე გავრცელდა ქართულში. მისი მოფერებითი ფორმებია თინა, თიკო, თინიკო, თინუკა, თინანო.


თომა

(ძველი ებრაული)"მარჩბივი"ანუ"ტყუპის ცალი(ტყუპთაგან ერთ-ერთი)".თომა ერქვა ქრისტეს ერთ-ერთ მოციქულს:" მოციქულთა სახელები ესე არს:...თომა და მათეოზ მეზუერე "(მათე10,3).თომა-საგან წარმოქმნილი გვარებია: თომაძე,თომაშვილი,თომიაშვილი,თომაია,თომავა.ამათგან თომიაშვილი გვხვდება 1523 წლის სიგელში,თომაძე–1544 წ.,დანარჩენები–XVIIს-დან.


თორნიკე 

(ბერძნული)კომპოზიტია,რომლის პირველი ნაწილის(თორ-)მნიშვნელობა ბუნდოვანია,მეორე ნაწილს კი წარმოადგენს ნიკე-"გამარჯვება"(შდრ.ანდრონიკე,კალენიკე,ნიკანდრო,ნიკოლოზ და სხვ.).ეს სახელი ერქვა სახელოვან ქართველ მხედართმთავარს თორნიკე ერისთავს,რომლის სარდლობითაც ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებული სკლიაროსი(979 წ.) ამ გამარჯვებით მოპოვებული ნადავლის უდიდესი ნაწილი თორნიკემ მოახმარა ქართველთა მონასტრის მშენებლობას ათონის მთაზე,სადაც ის ბერად იყო აღკვეცილი იოანეს სახელით. 
* ი * 
ია 

ადრეული გაზაფხულის ყვავილის ასხელია, ბერძნულად მას ჰქვია იონ. მისი მრავლობითი რიცხვის ფორმაა ია, რომელიც ქალის სახელად არის ქცეული და შესულია ევროპულ ენებშიც. მაგალითად, რუსულში, ფრანგულში (იხ. ვიოლა, ვიოლეტა). იგივე სიტყვა ნასესხებია ყვავილის სახელადაც (შეადარეთ რუსული фиалка - "ია", фиолетовый - "იისფერი"). ასევე ქართულშიც ია შემოსულია ყვავილის აღსანიშნავადაც და ქალის სახელადაც. ია ქალის სახელად გვხვდება ბორჯომის ხეობაში მარიამწმინდის ეკლესიის ფრესკაზე (XII-XIII სს.), რომელზეც გამოსახული არიან ქალი და ვაჟი (ჩანს, დედა-შვილი) იაი და შოთა. შესაძლებლად არის მიჩნეული, რომ ესენი შოთა რუსთაველი და დედამისი იყვნენ.



იაგო 

ესპანური ფორმაა იაკობ-ისა,ანდა მიღებულია იაგორ-ის შემოკლებით.


იაკობ 

(ძველი ებრაული)"მიმყოლი","მიმდევარი".თავდაპირველად ნიშნავდა ტყუპთაგან მეორეს,მომდევნოს,შემდეგ კი შეიძინა მნიშვნელობა ღვთის მიმყოლის ანუ ღვთის კვალზე მავალისა.ეს სახელი ერქვა ბიბლიური ისაკის ვაჟს,ებრაელთა მამამთავარს.გვხვდება უძველეს ქართულ ტექსტებში:"ხრქუან...იაკობ და იოსებ"(მათე13,55).მოეპოვება მრავალგვარი ფონეტიკური ვარიანტები და კნინობით-საალერსო ფორმები:იაყობ,ყობო(ქართველ ებრაელებში),აკოფ,აკოპ(კათოლიკეებსა და გრიგორიანელებში),იაკოფ,იაკუბ,კობა,იაკო,ია,იაშა...ასევე მრავალფეროვანია მათგან წარმოქმნილი გვარები:იაკობაშვილი,იაკობიშვილი,იაკობაძე,იაკობიძე,იაკოფიშვილი, იაკუბიძე,აკობაშვილი,აკოფაშვილი,აკობიძე,აკობია,აკოფია,კობიაშვილი,კობიძე და სხვ.


იგორ 

წარმოშობით იგივეა,რაც იაგორ.შემოსულია რუსულიდან. 


ივანე 

(ძველი ებრაული იეჰოხანან,იოჰანან-"ღმერთმა შეიწყალა")"ვისაც ღმერთი სწყალობს","ღვთის მიერ შეწყალებული".ნათლისმცემლის სახელია,რომელიც ებრაულიდან ნასესხები აქვს ბერძნულს,აქედან კი სხვადასხვა სახეცვლილებით შესულია მსოფლიოს მრავალ ენაში.ქართულში შემოსულია ბერძნული ვოკატივის(წოდებითი ბრუნვის)ფორმით და ხანმეტ-ჰაემეტ ტექსტებში(უფრო გვიანაც)გვხვდება იოჰანე, შემდეგ_იოანე და იოვანე,ბოლოს–ივანე,შემოკლებით_ვანო. ორიოდე მაგალითი:"არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი ხუფროის იოჰანეს ნათლისმცემელისა"(მათე11,11),"ეწოდენ მაგას იოჰანე"(ლუკა1,60ჩ,შდრ.DE–იოვანე).
ცნობილი მწიგნობარი იოვანე-ბერა,ინიციატორი და რედაქტორი შატბერდის კრებულისა(Xს.60-70-იან წლებში) და გადამწერი პარხლის ოთხთავისა(973წ.)ამ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერში ხან იოვანე-ს ფორმით იხსენიებს თავის სახელს,ხან კი ივანე-ს ფორმით.სახელდობრ,პარხლის ოთხთავის ანდერძში ერთგან იკითხება:"ღირს ვიქმენ მე,გლახაკი იოვანე,ნართაულად ბერაი,აღსრულებად წმიდასა ამას სახარებასა ოთხთავსა",მეორეგან:"მე,ივანებერამან,მწერალმან შატბერდელმან,შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად ყოველთა ძმათა შატბერდელთა".ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა შატბერდის კრებულის ანდერძი,სადაც მწერალს ჯერ დაუწერია იოვანე,მაგრამ შემდეგ ო ამოუშლია.აქედან ჩანს,რომ Xს.მეორე ნახევარში ქართულ მეტყველებაში უკვე ივანე იყო დამკვიდრებული,მაგრამ წერისას,ლიტერატურული ტრადიციის გავლენით,ჯერ კიდევ იოვანე სჭარბობდა.შემოკლებული ფორმა ვანო(ვანა)წერილობით დადასტურებულიაXVIს-დან(1568 წ.გიორგი მეფის შეწირულობის სიგელში შდ-2901 იხსენიება ვანაძე მამისაი).შემოკლებული ფორმიდან ასევე ნაწარმოებია გვარები:ვანიძე,ვანიშვილი,ვანეშვილი.სხვა ვარიანტებიდან წარმოქმნილი გვარებია:ივანეიშვილი,ივანიშვილი,ივანიძე,ივანაური,ივანაშვილი,ივანაძე,ჟვანია(_იოვანია).

ივერი 

ქართველთა აღმნიშვნელი ეთნონიმია(ძველი ფორმაა იბერი).აქედანაა ქვეყნის სახელწოდება ივერია(იბერია).ასე იხსენიება ქართველები და საქართველო ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში.მოგვიანო ხანებში ეთნონიმი ივერი გამოყენებული იქნა პიროვნულ სახელად(ანთროპონიმად),ივერია-საგან კი წარმოიქმნა სადაურობის სახელი ივერიელი.ცნობილია რუმინეთის განმანათლებელი,მწერალი და საზოგადო მოღვაწე,ვლახეთის მიტროპოლიტი ანთიმოზ ივერიელი(დაახლოებით 1650-1716 წწ.),წარმოშობით ქართველი,რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებასა და წიგნის ბეჭდვის საქმეში.ივერიელი(რუმინულად–ივერიანუ)მისი ზედწოდებაა და არა გვარი.გვარი ივერიელი გასულ საუკუნეში წარმოიშვა და ჯერჯერობით ძალზე მცირერიცხოვანია.




ილია 


(ძველი ებრაული)"იაჰვე(იეღოვა)–ღმერთი ჩემი".ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია.მისი ძველი ფორმაა ელია,ბერძნული–ელიოზ.ბერძნულ მითოლოგიაში ელია||ილია ამინდისა და ჭექა-ქუხილის ღმერთად ითვლება,მიღებული აქვს მნიშვნელობა"მზიანისა","მზიურისა".ეს სახელი ფართოდ არის გავრცელებული საქართველოშიც.ილია ერქვა მრავალ გამოჩენილ პიროვნებას.აქ საკმარისია გავიხსენოთ მწერალი და უდიდესი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე. ილიას კნინობითი ფორმებია:ილა,ილო,ილიკო.მისგან ნაწარმოებია გვარი ილიაძე.ამ მხრივ გაცილებით დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა ელია(იხ.).



ინგა 

(სკანდინავიური) უკავშირდება ძველი ისლანდიელების ღმერთის სახელს ინგვე-ს ქართულში ახალი ნასესხებია.


ინა

ახალი ნასესხებია ევროპულიდან, სადაც ადრე გავრცელებული ყოფილა კაცის სახელადაც. უკავშირდება ლათინურს და თარგმნიან როგორც "ნიაღვარი", მაგრამ ზუსტი მნიშვნელობა და წარმომავლობა უცნობია.



იოსებ 


(ძველი ებრაული)"გამრავლება","მატება",სიტყვა-სიტყვით:"ის(ე.ი.ღმერთი)გაამრავლებს","შეჰმატებს".ებრაელთა მამამთავრის,ბიბილიური იაკობის,ვაჟის სახელია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ქართულ უძველეს ძეგლებშივე გვხვდება პარალელური ფორმები–იოსებ/იოსეფ:"რომელი საგონებელ ხიყო ძედ იოსებისა"(ლუკა,3,23),შდრ."...ძედ იოსეფისა"(ლუკა3,30).მისი კნინობითი ფორმებია:სოსო,სოსია,სოსოია,სოსიკო, ოსიკო.იოსებისა და მისი ვარიანტული ფორმებისაგან წარმოქმნილია მრავალი ქართული გვარი:იოსებაშვილი,იოსებიძე,იოსებაძე,იოსეფაშვილი,იოსეფაიშვილი,ოსიპაშვილი და სხვ.


ირაკლი

(ბერძნული)"ჰერას დიდება(ჰერა-ზევსის მეუღლე,ქორწინებისა და ცოლქმრული სიყვარულის ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში).ეს სახელი ერქვა მითიურ გმირს –ჰერას და ზევსის შვილს–ჰერკულესს ანუ ჰერაკლეს(იხ.აგრეთვე ერეკლე).


ირინე 


(ბერძნული) "მშვიდობა". მისი შემოკლებული ფორმაა ირა (ეს უკანასკნელი შეიძლება მიღებული იყოს ირაიდა-ს შემოკლებითაც, რომელიც აგრეთვე ბერძნული სახელია და ნიშნავს "გმირ ქალს" ან "ჰერას ასულს").



ირმა 

ქართული სახელია, გარეგნულად ემთხვევა გერმანულ სახელს, რომელსაც სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და " ირმინისადმი (ომის ღმერთისადმი) შეწირულს " ნიშნავს. 
* კ * 
კარლო 

იტალიური ფორმაა ძველი გერმანული სახელისა, რომელიც " მამაკაცს " ნიშნავს. გერმანულად გამოითქმის კარლ, ფრანგულად - შარლ, ინგლისურად - ჩარლზ (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ქართული კაცია, მეგრული კოჩია, ბერძნული არსენი და სხვ.). კარლ-ისაგან ნაწარმოებია ქალის სახელიც კაროლინა ( " კარლისა ", ე.ი. " მამაცისა ").


კატო ქართული სახელია, მიღებული ეკატერინე-ს შემოკლებით.


კახა, კახი 

(ქართული) პიროვნულ სახელად ქცეულია ქართველთა ერთ-ერთი სატომო სახელი (ეთნონიმი), რომელიც საკუთარ სახელად ცნობილია VIII ს-დან. ამდროინდელი მოღვაწეა ქართველი წმინდანი კოსტანტი კახი, რომლის შესახებაც მისი ბიოგრაფი გვამცნობს: " მას ჟამსა ოდენ იყო ვინმე ქუეყანასა ქართლისასა, სანახებსა ზენა სოფლისასა, კაცი, რომელსა სახელი ერქუა კოსტანტი, რომელსა ეწოდა კახაი სახელად მამულისა მის ქვეყნისა " (აგიოგრაფიული ძეგლები, I, 165). როგორც ვხედავთ, კახა კოსტანტის ზედწოდებაა, დამატებითი სახელია, შერქმეული " მამული ქვეყნის " მიხედვით. სხვაგან, ატენის სიონის წარწერაში (853 წ.), იგივე პირი მხოლოდ კახას სახელით იხსენიება: " და მასვე თთუესა აგუსტოსსა კვ-სა, დღესა შაბათსავე, ზირაქ შეიპყრა კახაი და ძეც მისი თარკუჯი ". ამ წყაროთა მიხედვით უნდა დავასკვნათ, რომ კახა მეტსახელი კი არაა, ნამდვილად სახელია, ოღონდ ის ოფიციალურ სახელს არ წარმოადგენდა (ამ ფუნქციას კოსტანტი ასრულებდა). როცა ქრისტესთვის წამებული კოსტანტი ეკლესიამ წმინდანად აღიარა, ამის შემდეგ კახი (კახა) უკვე ქრისტინულ კალენდარულ სახელად იქცა. კოსტანტი კახი არაბებმა სიკვდილით დასაჯეს 853 წელს, როცა ის 85 წლის მოხუცი იყო. ამრიგად, ის დაბადებული ყოფილა 768 წელს და ამ დროისათვის სახელი კახა (კახი) უკვე არსებობდა, ოფიცილურ სახელად კი IX ს-დან იქცა. კახი და მისი ვარიანტები კახა, კახო, კახუა საფუძვლად უდევს გვარებს: კახიძე, კახიშვილი, კახიანი, კახაშვილი, კახაძე, კახაია, კახოიძე, კახოიანი, კახოშვილი, კახიაშვილი, კახუაშვილი. იმავე სახელიასაგან ‘ბერ’ ბოლოსართით ნაწარმოებია კახაბერი, რომელიც გვხვდება როგორც გვარად, ისე სახელად. კახაბერ-ისაგან შემდგომში ხელახლა ნაწარმოებია გვარებია: კახაბრიშვილი, კახაბერიძე, კახბერიძე. ზემოხსენებული გვარებიდან ყველაზე ადრე (XIVს.) გვხვდება კახაბერიძე და კახიანი.


კლარა 

(ლათინური) "ნათელი". ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან. 


კობა

(ქართული) მიჩნეულია იაკობის შემოკლებულ ფორმად, მაგრამ ამგვარი დაკავშირება გვიანდელი ამბავი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში კობა ქართულში დამოუკიდებელ სახელად არის ქცეული. ეს სახელი ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის "მამის მკვლელის" ერთ-ერთ მოქმედ გმირს. კობა იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) ფსევდონიმი იყო. ამ სახელისაგან წარმოქმნილია გვარები: კობაიძე, კობიძე, კობიაშვილი. 

კოკი 

(ქართული) მისი კნინობითი ფორმებია: კოკა, კოკინია, კოკილა. ამათგან მოდის გვარები: კოკაია, კოკაშვილი, კოკილაშვილი. 

კონსტანტინე 

(ლათინური) "მტკიცესი", "ურყევისა", "მედგარისა" (იგლისხმება: შვილი). მისი შემოკლებული ფორმებია: კოტე, კოსტა, კოწია, კოწო. ამათგანაა გვარები: კოტეტიშვილი, კოსტავა. 


კოტე 


კონსტანტინე-ს შემოკლებული ფორმაა ქართულში, აქვს დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენცია (გავიხსენოთ ცნობილი მსახიობი კოტე მესხი, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი, მსახიობი კოტე მახარაძე). მისი კნინობითი ფორმა უნდა იყოს კოტია, კოტუა, კოტეტი, რომლებიც დაცულია გვარებში: კოტაშვილი, კოტიაშვილი, კოტეტიშვილი, კოტუა.



კუკური (ქართული) "კოკობი ვარდი", "ვარდის კოკორი". 
* ლ * 
ლადო

მომდინარეობს ვლადიმერ-ისაგან,ქართულში ქცეულია დამოუკიდებელ სახელად(ლადო აღნიაშვილი,ლადო მესხიშვილი,ლადო გუდიაშვილი,ლადო გრიგოლია,ლადო ასათიანი,ლადო ავალიანი).მისი მოფერებითი ფორმაა ლადიკო.


ლალი 

წარმოშობით ძველი ინდურია, აღნიშნავდა წითელი ფერის ძვირფას თვალს – ლალს, აქედანაა კი საერთოდ წითელ ფერს. როგორც ერთი, ისე მეორე მნიშვნელობით იგი ისესხა არაერთმა აღმოსავლურმა ენამ. სხვადასხვა გზით ამ სიტყვას უკავშირდება სახელები ლალი, ლალა, ლალე, ლოლა. ზოგი მათგანი აღმოსავლეთის ხალხებში გვხვდება კაცის სახელადაც. აქედანაა გვარები: ლალაშვილი, ლალიაშვილი, ლოლაშვილი.



ლამარა 

ახალი წარმოქმნილი ქართული სახელია. სვანეთში, უშგულის თემში, არის წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი, რომელსაც ლამარა ჰქვია ( "მარიამისა"). აქედან არის მიღებული ლამარა. პირველად გვხვდება გრ. რობაქიძის ამავე სახელწოდების პიესაში.


ლანა 

(სლავური) მოფერებითი ფორმაა, მიღებული სვეტლანა, რუსლანა და სხვა მსგავსი სახელების შემოკლების გზით.



ლატავრა 

(სპარსული) "რატის ასული". მისი ადრინდელი ფორმაა ლატავრი, რომელიც მემატიანის ცნობით, ქალის სახელად გვხვდება ჯერ კიდევ VII სუკუნეში: " ხოლო ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი, ნათესავი ბაგრატიონთა, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი " (ქართლის ცხოვრება ", I, 251). ეს სახელი გვხვდება X საუკუნეშიც - " სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში ". ძველად გვხვდებოდა აგრეთვე ანალოგიურად ნაწარმოები ქალის სახელები: გვარამავრი და პეროჟავრი. ლატავრა ჰქვია სანდრო შანშიაშვილის ამავე სახელწოდების დრამისა და ზაქარია ფალიაშვილის ოპერის მთავარ მოქმედ გმირს.


ლაშა 

(ქართული)"ნათელი","შუქი".ლაშარი სალოცავია ფშავ-ხევსურეთში,ალაშარა აფხაზურად"სინათლეს"ნიშნავს.ლაშა კავშირშია ამ სიტყვებთან,იგი მომდინარეობს წარმართული ღვთაების სახელისაგან.ცნობილია საქართველოს მეფე ლაშა-გიორგი,თამარ მეფის ვაჟი(მეფობდა 1213-1222 წლებში). 


ლეილა 

(არაბული) "ღამე", გადატანით - "შავი", "შავგვრემანი". სხვაგვარი ეტიმოლოგიით, არაბულში შესულია ძველი ებრაულიდან, სადაც ლილია, ლილი ნიშნავს "შროშანს". ებრაულიდან ეს სიტყვაც და საკუთარი სახელიც ნასესხებია აგრეთვე ლათინურში და მთელ რიგ ევროპულ ენებში.


ლენა 

(სლავური) მოფერებითი სახელია, მიღებული ელენა, ელეონორა, ვილენა, ლეონინა და სხვა მსგავსი სახელების შემოკლებით გზით. 


ლია 

(ძველი ებრაული) ეტიმოლოგია დაუზუსტებელია, არსებობს რამდენიმეგვარი ვარაუდი, რომელთა მიხედვით შეიძლება ნიშნავდეს "დეკეულს", ან "ანტილოპას", ან კიდევ "დაქანცულს", "დაღლილს".



ლიდა, ლიდია (ბერძნული) "ლიდიელი" (ლიდია მცირე აზიის ერთ-ერთი ქვეყნის სახელწოდებაა).


ლილიანა 

ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც მას უკავშირებენ ყვავილის ლათინურ სახელს: ლილია - "შროშანი" (თავის მხრივ ეს ლათინური სახელწოდება ძველი ებრაულიდან მოდის).



ლომინ 

(ქართული)არაკალენდარული სახელია,საეკლესიიო კალენდრის მიხედვით მას შეეფარდება ლეონ,ლეონტი,არსიანე(მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ აგრეთვე ებრაული არიელ,თურქული არსლან,ასლან და სხვანი).წინათ გვხვდებოდა აგრეთვე ლომ-ისაგან ნაწარმოები ქართული სახელები:ლომია,ლომისა.მათგან ნაწარმოებია მრავალი გვარი:ლომიძე,ლომაძე,ლომიშვილი,
ლომაშვილი,ლომიაშვილი,ლომაური,ლომაია,ლომია,ლომთაძე,ლომთათიძე,ლომინაძე,ლომინაშვილი,ლომინეიშვილი, ლომსაძე და სხვანი. 



ლუარსაბ 

ეს ირანული სახელი ორი სიტყვისაგან შედგება:რუდჰრ"წითელი"და ასპ"ცხენი".მაშასადამე რუდჰრ-ასპ(საიდანაც მიღებულია სპარული ლუჰრასპ),ნიშნავს"წითელ(ქურანა,წაბლა)ცხენს".აღსანიშნავია,რომ ირანელები ცხენს დიდ პატივს სცემდნენ და მასთან დაკავშირებულ სახელებს ხშირად არქმევდნენ ბავშვებს. ამიტომაც იქ ბევრია ასპ("ცხენი")დაბოლოებიანი სახელები,რომელთაგან ზოგი ქართულშიც დასტურდება:გულასპი,გორჯასპი(←გოჯასპირ), ბევრასპი,ხაზარასპი და სხვა.ლუჰრასპი ჰქვია"შაჰ-ნამეს" გმირს,ლეგენდარულ მეფეს.საქართველოში ლუარსაბი ერქვა ორ მეფესXVI-XVII საუკუნეებში.ლუასრაბის შემოკლებული ფორმაა ლუა,ფონეტიკური ვარიანტია ლევარსი.ამ სახელისაგან მიღებულია გვარები:ლუარსაბიშვილი, ლუარსამიძე,ლუაშვილი.


ლუკა

ლათინური ლუქს ( " სინათლე ") სიტყვა ნათესაობით ბრუნვის ფორმით (ლუკის - " სინათლისა ", " ნათლისა ") ქცეულია საკუთარ სახელად ბერძნულში, სადაც გვხვდება ლუკას, აქედან კი იგი სხვადასხვაგვარი ფონეტიკური სახეცვლილებით შედის მრავალი ქრისტიანი ხალხის ანთროპონიმიაში. იმავე ლათინური სიტყვისაგან მომდინარეობს აგრეთვე რამდენიმე სხვა სახელიც: ლუკიანე, ლუკილიანე, ლუკრეციუსი, ლუკიანა, ლუკინა, ლუკია, ლუკრეცია. ქართულში ლუკა-საგან ნაწარმოებია გვარები 
* მ * 
მადონა 

(იტალიური) "ჩემო ქალბატონო". ასე უწოდებენ კათოლიკეები ღვთისმშობელს. ასეთივე იყო ქალისადმი ზრდილობიანი მიმართვის ფორმა, რომელიც შემდგომში პიროვნულ სახელად იქცა.


მათე 

(ძველი ებრაული)"ღვთის კაცი","ღვთის ნაჩუქარი".ფართოდ გავრცელებული ბიბლიური სახელია,ერქვა ერთ-ერთ მახარობელს,ქრისტეს მოციქულს.მნიშვნელობის მხრივ მას შეიძლება შევადაროთ ებრაული ნათან,ბერძნული თევდორე და დოროთე,სლავური ბოგდან...მათე-საგან ნაწარმოებია გვარები:მათეშვილი,მათეიშვილი,მათიაშვილი, მათიკაშვილი 


მაია

ძველი ინდური ღვთაების – ბუდას დედის სახელია. ასევე ეწოდება მერკურის ანუ ჰერმესის დედას ბერძნულ მითოლოგიაში. 



მაიკო 

მაია-ს, მარიამ-ის ან მაკრინე-ს საალერსო ფორმაა. ამ სახით მხოლოდ ქართულში წარმოგვიდგება.


მაკა 

ევროპულ ენებში დამკვიდრებული ფორმაა, მიღებული ისეთი სახელების შემოკლების გზით, როგორიცაა მაკრინე, მარია, მარგარიტა და სხვ.



მამუკა 

(ქართული)წინათ გვხვდებოდა აგრეთვე მისი კნინობითი ფორმა მამუკელა.ამათგან მიღებულია გვარები:მამუკაძე,მამუკაშვილი,მამუკიშვილი,მამუკელაშვილი. 



მანანა

(ძველი ებრაული) ბიბლიური სახელია, ნიშნავს "მცირეს", "ცით მოვლენილს", გადატანით "ზეციურ პურს" (რომელსაც ღმერთი უგზავნიდა სამშობლოდან დევნილ ებრაელებს). ქალის სახელად განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა საქართველოში ბოლო დროს.


მანუჩარ 

(ირანული)"ციური(სამოთხისებური)სახის მქონე".მისი ფონეტიკური ვარიანტია ნანუჩა.მანუჩარის ძველი ფორმაა მანუშჩიტრა,რაც"მანუშის მთაზე დაბადებულს"ნიშნავს,მაგრამ ჯერ კიდევ ფირდოუსის დროს(X ს.)ამ სახელს დაკარგული ჰქონია ძველი მნიშვნელობა და ნიშნავდა"სამოთხისებური სახის მქონეს".მანუჩარი"შაჰ-ნამეს"ერთ-ერთი გმირია.ის შვილიშვილია ირანის ტახტის მემკვიდრის ირეჯისა,რომელიც ძმებმა მოკლეს.მამამისი ფერიდუნი ამის გამო დაბრმავდა.როცა ირეჯის შვილიშვილი დაიბადა,ფერიდუნმა ღმერთს შესთხოვა,წუთით დაებრუნებინა მისთვის მხედველობა,რომ ახალდაბადებული დაენახა,ღმერთმა თხოვნა შეუსრულა და ფერიდუნმა ბავშვს მანუჩარი("სამოთხის სახისა")დაარქვა.


მარი (ძველი ებრაული) "მწარე". 


მარია ბერძნული ფორმაა ძველი ებრაული სახელისა მარიამ (იხ. აქვე, ქვემოთ). ეს ფორმა ქართულისათვის ნაკლებ დამახასიათებელია, თუმცა გვხვდება ჯერ კიდევ XI ს-ში: "ბრძანებისა მიერ მარადის სახსენებელისა დედოფლისა უფალა მარიამისი" (A 52, იოვანეს თავის თარგმანების სათაურში). როგორც აკადემიკოსი ელენე მეტრეველი ფიქრობს, ეს ფორმა უთუოდ ბერძნული დედნიდანაა გადმოსული (ნარკვევები, გვ. 232). 



მარინა, მარინე 


(ლათინური) "ზღვისა". ლათინურად ზღვას ეწოდება მარე, რომელიც საფუძვლად უძევს ვაჟის სახელებს: მარიან, მარინ, მარი, ხოლო ამათგან შემდეგ წარმოქმნილია ქალის სახელები: მარინა||მარინე, მარიანა და სხვანი (შეადარეთ რუსული РјРѕСЂРµ - "ზღვა" , მარინისტი ჰქვია მწერალს ან მხატვარს, რომლის შემოქმედების მთავარი თემაა ზღვა). ხსენებულ პარალელურ ფორმათაგან ქართულში ამჟამად ყველაზე პოპულარულია მარინა (ნასესხები სლავურიდან), თუმცა ისტორიულად უფრო ძველი და ლათინურთან ახლოს მდგომი ფორმაა მარინე. 




მაყვალა 

(ქართული) აღნიშნავს "შავტუხას", "შავგვრემანს". მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მავრა, მელანია. 


მეგი მაგდას ინგლისური ფორმაა. 


მედეა 

ძველი ქართული სახელია, გაურკვეველი მნიშვნელობისა. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს სახელი შეიძლება უკავშირდებოდეს ზმნას ‘მინდა’ (შდრ. ვაჟის სახელი მინდია) ე.ი. ნიშნავდეს " სასურველს ", თავდაპირველად კი - " გრძნეულს " (გ. როგავა). მისი მოფერებითი ფორმაა მედიკო. ცნობილი ბერძნული მითის მიხედვით, მედეა ერქვა კოლხეთის მეფის ასულს, არგონავტების წინამძღოლ იაზონის მეუღლეს (ძვ. წ. VIII ს.). არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ სახელისაგან მომდინარეობდეს მეცნიერების დარგის სახელწოდება – მედიცინა. 



მერი 

მარიამ-ის ინგლისური ფორმაა, რომელიც ქართულში ახალი შემოსულია. ეს სახელი ჰქვია გალაკტიონ ტაბიძის პოეტური ოცნების ქალიშვილს, რომელსაც პოეტმა მიუძღვნა რამდენიმე შესანიშნავი ლექსი. 


მირზა 

კომპოზიტია,შედგენილი არაბულ-სპარსული სიტყვებისაგან: ამირ-ზადე-"ამირის შვილი".ამირი შუა აზიაში არაბთა მოსვლის დროიდან ეწოდებოდა მხედართმთავარს,მმართველს.ამირობით ადიწყო თავისი კარიერა თემურ-ლენგმა,რომელმაც შემდგომ თითქმის ნახევარი აზია დაიპყრო,მაგრამ მაინც შეინარჩუნა ამირის ტიტული და არ გაცვალა იგი უფრო საპატიო წოდებაზე–ხანზე(ამ ტიტულს ატარებდნენ მონღოლთა ბელადის ჩინგიზ-ხანის შთამომავლები,თემური კი მათ არ ეკუთვნოდა),ხოლო თემურის შვილებმა მიიღეს წოდება ამირ(ემირ)-ზადე.აქედან თავბოლოს მოკვეცით მიღებულია მირზა,რომელიც გვხვდება როგორც ტიტულად,ისე საკუთარ სახელად.მაშასადამე,მისი თავდაპირველი მნიშვნელობაა"უფლისწული ","ბატონიშვილი".მოგვიანო ხანებში ასე მიმართავდნენ აგრეთვე მდივან-მწიგნობრებს,მწერლებს,ოღონდ ამ შემთხვევაში მირზა სახელის წინ დაისმის,მაშინ როცა"უფლისწულის"მნიშვნელობით ის სახელს მოსდევს.ჩვენში ამ სახელის გავრცელებას მოწმობს გვარი მირზაშვილი და გეოგრაფიული სახელი მირზაანი.ცნობილი ქართველი პოეტი იყო მირზა გელოვანი.



მიხეილ 

(იხ.აქვე ზემოთ მიქელა).მისი კნინობითი ფორმებია:მიხა, მიხო,მიხაკო.


მურმან 

აღმოსავლური სახელის მურვან-ის ფონეტიკური ვარიანტი უნდა იყოს.აქედანაა გვარები მურმანიშვილი,მურვანიშვილი,მურვანიძე.მურმანი ჰქვია ქართული ლეგენდის"აბესალომ და ეთერის"ერთ-ერთ პერსონაჟს.



მუხრან 

(ქართული)"მუხიანი","მუხისა"(მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ბესარიონ,სილოვან,სილიბისტრო,სილვა,სილვინა) 



მსგავსი სიახლეები:

ქალის სახელების ახსნა    ქალის სახელების ახსნა
მამაკაცის სახელების ახსნა    მამაკაცის სახელების ახსნა
სახელების ახსნა  ნაწილი 4    სახელების ახსნა ნაწილი 4
სახელების ახსნა ნაწილი 3    სახელების ახსნა ნაწილი 3
სახელების ახსნა ნაწილი 1    სახელების ახსნა ნაწილი 1
კატეგორია: საინტერესო » იცით თუ არა რომ?
გამოქვეყნდა: 9-03-2010, 22:08 ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 
1. lelaaduashvili (კლუბის წევრი)
0
აქვს 0 სიახლე და 1 კომენტარი   
ratom lela ar aris axsnili ra saxeli ar aris tu leilas agar jobia



 
2. takolile (კლუბის წევრი)
0
აქვს 0 სიახლე და 2 კომენტარი   
dalian gtxovt saxeli l i l e axsenit



 
3. megi megi megi (კლუბის წევრი)
0
აქვს 0 სიახლე და 17 კომენტარი   
dance yes clapping გავიგე როგორც იქნა ჩემი ნაგდი სახელიიიიიიიიიიი sweating rock party

whew



 
4. wamu7ka (კლუბის წევრი)
0
აქვს 0 სიახლე და 66 კომენტარი   
მეთქი რამე ახალს გავიგებ თქო.. :) ეს ისედაც მაქვს წაკითხული წიგნში " რა გქვია შენ " :):)



 
5. marsi (კლუბის წევრი)
0
აქვს 0 სიახლე და 314 კომენტარი   
bigsmile მწარე ვყოპილვარ ვითომ?

   

 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ავტორიზაცია


ვიმეგობროთ Facebook-ზე!



საიტის მიმდინარე სტატისტიკა

სულ დარეგისტრირებულია 98516 მომხმარებელი.
ამჟამად საიტზეა 68 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
Seftpsype

ადმინისტრატორიმოდერატორიVIP 
 VIPკრიტიკოსიკლუბის წევრი

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    ნოემბერი 2014    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930


OXUN.GE - იუმორით სავსე გვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2010-2014 - ყვე უფება დაცუია!
 
saitebi.ge height=   mcvane.ge

პირადი შეტყობინებები

თქვენი მიმოწერები