სასაცილო

საინტერესო

სხვა

ფილმები

წესები

დახმარება

კონტაქტი

გამოაქვეყნა: Spamer კომენტარი: 0
რეიტინგი:
ასწორებს (+) +316 ტეხავს (-)


აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.

საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.

მაცხოვრის ამაღლების მნიშვნელობა რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ.

პირველი - მოვლენის ონტოლოგიური მხარეა: ძე ღვთისამ მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც ზეცად აამაღლა და საღმრთო დიდებას აზიარა. იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, ადამიანი შეერთო უხორცოთა დასს, იგი მიწისთვისაც კი უღირსი - ზეცაში დამკვიდრდა. კაცთა ბუნება, რომლისაგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავნდნენ, თვით ქერუბინებზე აღმატებული გახდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება. ამაღლებით რეალურად განცხადდა ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველება: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა“ (ფს. 46, 5); ამაღლების შემდგომ, პავლე მოციქულის თქმით, „ჩუენი მოქალაქეობაი ცათა შინ არს“ (ფილ. 3, 20).

უფლის ამაღლებას აქვს ესქატოლოგიური მნიშვნელობაც, რადგან სწორედ ამაღლება იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული, ხოლო მისი მეორედ მოსვლა კაცობრიობის მიწიერი მყოფობის დასასრული იქნება. ამაღლებას ზნეობრივი მნიშნვნელობაც გააჩნია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მიწას, არამედ ზეცასაც ვეკუთვნით, რომ ჩვენ ვეკუთვნით დროსაც და მარადისობასაც, მატერიასაც და სულსაც და მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველივე მიწიერზე და მდაბალზე.

სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) ვკითხულობთ: „და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა“. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ღმერთი ხომ დროისა და სივრცის მიღმიერია? როგორ უნდა გავიგოთ ეს ანთროპომორფისტული მეტაფორა? როდესაც იმპერატორი თანამმართველს ირჩევდა, ან მისი ვაჟი სრულწლოვანი ხდებოდა - მაშინ განსაკუთრებული რიტუალი - ინტრონიზაცია ტარდებოდა. სასახლის დარბაზში ორ ტახტს დგამდნენ. ერთზე ჯდებოდა იმპერატორი, მეორეზე, მარჯვენა მხარეს თანამმართველი. მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებასა და ძალაუფლებას ნიშნავდა. ამდენად, აღნიშნული სიტყვები მამა ღმერთისა და ძე ღმერთის თანაბარ ძალაუფლებაზე მიუთითებს. ეს სახე-სიმბოლო კიდევ უფრო წარმოაჩენს ამაღლების აქსიოლოგიურ მნიშვნელობას: ღმერთკაცის სახით მთელ კაცობრიობას დაუსრულებელი სულიერი აღმასვლის შესაძლებლობა მიეცა.

ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.




მსგავსი სიახლეები:

ბარბარიზმები, ჟარგონები    ბარბარიზმები, ჟარგონები
მარიამობა    მარიამობა
გილოცავთ ბზობას    გილოცავთ ბზობას
ანდრეა პირველწოდებულის დღე    ანდრეა პირველწოდებულის დღე
ბზობას გილოცავთ!    ბზობას გილოცავთ!
კატეგორია: xaxa.ge » xaxa.ge - სასაცილო სურათები
გამოქვეყნების თარიღი: 14-05-2010, 01:29
ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ვიმეგობროთ Facebook-ზე!


საიტის მიმდინარე სტატისტიკა

სულ დარეგისტრირებულია 39962 მომხმარებელი.
ამჟამად საიტზეა 296 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
FunCry, kalabochiki, gvanchucha, lukaus, madoshka, TeMa-2917, fashion gerl, mavne2001, papunaaa, mmAArI, cikuna, putki-putki, jabela2, beqa.28, princea6, jess, eka1, stolba1994, toka.toko, :D :D :D :D, A.SuLaMaNiDZe, giorgi321, tornika, besomerso, Miss., anegdoti, qqqqqqqqqq, iviko008, Meison, niknika001, saiatNova, BuuZGuuNaa, teona1, happy dreamer, O_o lasha :D, xxxl, Potato, teko8888, InLoVe くる, ninaka_s_v, anuca, pashista, oxunji magda, bidzo_111, mari1626, joniiiiiiii, დიანა

ბოლოს შემოსული მომხმარებლები:
jess, stolba1994, papunaaa, kalabochiki, eka1, pashista, teko8888, bidzo_111, anuca, joniiiiiiii, bedasha, lilichka, iviko008, tornika, qqqqqqqqqq, princea6, niknika001, A.SuLaMaNiDZe, giorgi321, mari1626, G G G, cikuna, cisia, Meison, nodo81, saiatNova, fuk, teona1, tusa, keti67-67, vxxx, sweet duck, miss_you, jabela2, irakli123456, დიანა, tamo:))))), firana, anegdoti, oxunji magda, KURTSIKA C.RONALDO, sali-smiler, twetsWheene, fashion gerl, TeMa-2917, garincha, damagrzelebeli, papiashvili, teeeee, mari_gegu15

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    მაი 2010    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

კვირის საუკეთესო სიახლეები


ნიკოლოზობა (20 კომენტარი)
  გილოცავთ  ყველას ნიკოლოზობას წმინდა ნიკოლოზის მადლი არ მოგკლებოდეთ განსაკუთრებით ნიკოლოზებს გილოცავთ  
გამოქვეყნების თარიღი: 22-05-2012

"ტროლობები" (31 კომენტარი)
 
გამოქვეყნების თარიღი: 19-05-2012

სასაცილო სურათები(4ნაწ) (41 კომენტარი)
ჩემ მიერ გაკეთებული სასაცილო სურათების მეოთხე კრებული
გამოქვეყნების თარიღი: 20-05-2012

ბავშობის ნაცნობი სიტუაციები (47 კომენტარი)
  ბავშვობა ეს არის ყველაზე კარგი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, ბევრი ბედნიერებით და ასევე ბევრი დასამახსოვრებელი ფაქტით. ..       
გამოქვეყნების თარიღი: 23-05-2012

საინტერესო, უცნაური, სახალისო (10) (35 კომენტარი)
        საინტერესო, უცნაური და სახალისო ფაქტების მეათე და ბოლო ნაწილი!! ამჯერად რეკორდებზე და რეკორდსმენებზე =)
გამოქვეყნების თარიღი: 21-05-2012

სასაცილო სურთები (25 კომენტარი)
   
გამოქვეყნების თარიღი: 19-05-2012

ის მომენტი... (23 კომენტარი)
ის მომენტი როდესაც ჭამის შემდეგ შენი მუცელი ასე გამოიყურება
გამოქვეყნების თარიღი: 18-05-2012

სასაცილო სურათები (19 კომენტარი)

გამოქვეყნების თარიღი: 23-05-2012

ცხოვრების ის უცანური წამი.. (26 კომენტარი)
  დილით მასწავლებელს რო ნახავ და გამარჯობას ეუბნები. იგივე დღეს რო ნახავ დაუშვათ როცა ინგლისურზე მიდხარ და არ იცი რა უთხრა( გამარჯობა ხო უკვე ნათქვამი გაქ.. და ნახვამდისაც ხო ვერ ეტყვი.) :))
გამოქვეყნების თარიღი: 17-05-2012

სასაცილო სურათები (28 კომენტარი)

გამოქვეყნების თარიღი: 23-05-2012

Ministry of Humor! - იუმორის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2012 - ყვე უფება დაცუია!