|
გამოაქვეყნა: makkaterina კომენტარი: 3
რეიტინგი:
|
||||||||||||
|
ღმერთო,რა ქალია!
ცამდე ატოტილი, ვნებით გაპოხილი, შენი ნაზი ტანის
ჩუმი ნარნარია.
შენი სილამაზე,
წვივიდან წარბამდის,
ლურჯი სილაჟვარდის
და მზის სადარია.
ტოტებდახუნძლული,
ნაყოფგადამსკდარი,
შენი მკლავების და
მკერდის ხანძარია.
შენი გაღიმება,
წითელ ტუჩთა ბზარი,
ქვაზე დამსხვრეული
ლალის სადარია.
ქარით დაზნექილი
ხეთა განაბწკარი,
შენი წაბლისფერი
წამწამთა ჯარია.
გვერდი ჩამიარე,
ლექსი მოგიძღვენი,
გულმა დაიკვნესა:
ღმერთო,რა ქალია! * * * საკინძე შეხსნოდა, ვერც კი შეემჩნია გულის პირს შევნიშნე ხალი, ჟინმა დამიარა, ჟინმა შლეგიანმა მოვფერებოდი წამით. თვალი გავაპარე ქათქათა მკერდისკენ, შვენოდა პატარა ხალი, სულში ჩამეღვარა ალერსის სურვილი, თავი დავიღუპე ლამის ... სურვილმა დამძლია ხელით შევხებოდი , ამბორით დამესვა დაღი ხალზე მეოცნება, ხალზე მეფიქრა და ხალზე ჩამომეხრჩო თავი. მაცდურად მიხმობდა შეხსნილი საკინძე ნუთუ ვერ ავიხდენ წადილს ? - გეყოს ვაჟკაცობა! მოდი მომეფერე! ჯიუტად მიხმობდა ხალი ... სურვილი მოვთოკე, ჟინი შლეგიანი ვცადე არ გამეცა თავი. საფიცრად გამიხდა მის მკერდზე ამაყად წამოსკუპებული ხალი...
მსგავსი სიახლეები:
|
||||||||||||
|
კატეგორია: საინტერესო » ლექსები გამოქვეყნების თარიღი: 3-09-2010, 17:41 სიახლე დაარედაქტირა: DATO ამოსაბეჭდი ვერსია |
||||||||||||
Facebook-ის კომენტარები |
|||||
| |||||
ინფორმაცია |
||
|
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება. გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია |
||




