|
|
OXUN.GE-ის წესები
|
|
|
|
OXUN.GE-ის წესები (ვერსია 2.0.2)
კომენტარის გაკეთების წესები
1.00 აკრძალულია კომენტარი, რომელიც შეიცავს ლანძღვა-გინებას, უწმაწურ, უტაქტო, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ ტექსტს; 1.01 აკრძალულია კომენტარი, რომელიც შეიცავს დეზინფორმაციას, რასისტულ და პოლიტიკურ მოწოდებებს; 1.02 აკრძალულია ისეთი კომენტარის დამატება, რომელიც შეიცავს ნებისმიერი პროდუქციის ან მომსახურების რეკლამას ან სხვა საიტის მისამართს; 1.03 აკრძალულია კომენტარებში სპამის მასიური გავრცელება (არ ითვალისწინებს გაფრთხილებას); 1.04 აკრძალულია ისეთი კომენტარის დაწერა, რომელიც არ ეხება კონკრეტულ სიახლეს ან მის შიგთავს; 1.05 აკრძალულია ეგრეთწოდებული "ფლუდი" - ერთი და იგივე კომენტარის რამდენჯერმე ან რამდენიმე ადგილას დაწერა; 1.06 აკრძალულია ძალიან პატარა კომენტარის დატოვება (მაგალითად მხოლოდ ერთი სმაილი); 1.07 აკრძალულია კომენტარები: "ვიცოდი ეს", "უკვე იდო", "რამდენჯერ უნდა დადოთ", "ცოტა სურათებია", "აღწერა რატომ არ აქვს?" და ასე შემდეგ... (თუ თქვენ თვლით რომ სიახლე გამოქვეყნდა წესების დარღვევით, გთხოვთ ამის შესახებ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას!); 1.08 აკრძალულია კომენტარი, რომელიც პასუხ სცემს წესების დარღვევით გაკეთებულ კომენტარს, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დარღვევის შესახებ შეატყობინოს ადმინისტრაციას (თუ წესების დაცვის გარეშე გაკეთებული კომენტარი გეხებათ პირადად თქვენ და პასუხის გაცემას აუცილებლობად მიიჩნევთ, მიწერეთ მას პირადი მესიჯი და ნუ გასცემთ პასუხს კომენტარებში, რადგან თქვენი კომენტარები მაინც წაიშლება);
1.09 მომხმარებელს, რომელსაც აქვს საკუთარი კომენტარის შეცვლის უფლება, აკრძალული აქვს მნიშვნელოვნად შეცვალოს კომენტარის შინაარსი, ისე რომ ამან გამოიწვიოს რაიმე სახის დაბნეულობა (მას აქვს უფლება თავის კომენტარში შეასწოროს მხოლოდ გრამატიკული შეცდომები); 1.10 მომხმარებელს რომელსაც აქვს საკუთარი კომენტარის შეცვლის ან წაშლის უფლება, არ აქვს უფლება შეცვალოს ან წაშალოს კომენტარი ისე, რომ ამან გამოიწვიოს სხვისი კომენტარ(ებ)ის კონტექსტიდან ამოვარდნა. მაგალითად არ შეიძლება წაიშალოს კომენტარი, რომელსაც სხვა მომხმარებელმა გასცა პასუხი, მის შინაარსზე დაყრდნობით გააკეთა თავისი კომენტარი, გაუკეთა ციტირება ამ კომენტარს და ასე შემდეგ; 1.11 არ შეიძლება სიახლეების კომენტარებში მიმართოთ საიტის ადმინისტრაციას (მაგალითად "ვიპ როდის გავხდები?", "ჩემი სიახლეები გამოაქვეყნეთ", "სკაიპში დამამატეთ" და ასე შემდეგ, ოხუნჯის ადმინისტრაციასთან დაკავშირება უმარტივესია, ამიტომ გთხოვთ, ჩვენთან დასაკავშირებლად გამოიყენოთ სპეციალური საკონტაქტო გვერდი);
1.20 ზემოთ ხსენებული პუნქტები შეიძლება გახდეს გაფრთხილების, დროებით კომენტარის გაკეთების აკრძალვის ან ბანის მიზეზი;
ხელმოწერის (სტატუსის) წესები
2.00 აკრძალულია ხელმოწერა, რომელიც შეიცავს ლანძღვა-გინებას, უწმაწურ, უტაქტო, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ ტექსტს; 2.01 აკრძალულია ხელმოწერა, რომელიც შეიცავს დეზინფორმაციას, რასისტულ და პოლიტიკურ მოწოდებებს; 2.02 აკრძალულია ისეთი ხელმოწერის გაკეთება, რომელიც შეიცავს ნებისმიერი პროდუქციის ან მომსახურების რეკლამას ან სხვა საიტის მისამართს; 2.03 ხელმოწერაში დასაშვებია უცხოური სიტყვები; 2.04 აკრძალულია ქართული სიტყვების არაქართული ასოებით დაწერა; 2.05 ხელმოწერაში გამოყენებული სურათი უნდა იყოს ატვირთული მხოლოდ ოხუნჯიზე; 2.06 სურათის დასაშვები სიგანეა მაქსიმუმ 550 პიქსელი;
ბანის დადების და მოხსნის წესები 3.00 წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება მომხმარებელს მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში გაუფრთხილებლად დაედება დროებითი ან სამუდამო ბანი, ასევე შესაძლოა მას შეეზღუდოს კომენტარების ან სიახლეების დამატების უფლება (ბანის მოსახსნელად მიმართეთ ადმინისტრაციას); 3.01 ბანის დადების უფლება აქვს მხოლოდ ადმინისტრატორს, ის ადგენს სასჯელის ზომას და ვადებს; 3.02 ოხუნჯიზე არცერთი წესის დარღვევა არ ითვალისწინებს სამუდამო ბანს (თუმცა, ადმინისტრაცია იტოვებს სამუდამო ბანის გამოყენების უფლებას, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში); სიახლის დამატების წესები
მოკლე და სრული სიახლის განმარტება 4.00 ოხუნჯის სიახლეები შედგება ორი ნაწილისაგან, ესენია მოკლე და სრული სიახლე; 4.01 „მოკლე სიახლე“ უნდა შეიცავდეს სიახლის შესაბამის მხოლოდ ერთ სურათს და ტექსტს: სიახლის აღწერას, ერთ ანეკდოტს, ერთ სტატუსს, ლექსის ერთ სტრიქონს და ა.შ. სიახლე, რომელსაც არ ექნება სურათი ან განმარტება არ გამოქვეყნდება ან დროებით გაითიშება საიტიდან და მისი გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ "პროფილიდან" რედაქტირების შემდეგ. (განმარტება: მოკლე სიახლე ჩანს მთავარ გვერდზე, სანამ მომხმარებელი დააჭერს ღილაკს „გაგრძელება“); 4.02 „სრული სიახლე“ შეიცავს სიახლის მთავარ მასალას: ტექსტს, სურათებს, ვიდეოებს, თამაშებს და ასე შემდეგ. (განმარტება: სრული სიახლე ჩანს მას შემდეგ რაც მომხმარებელი დააჭერს ღილაკს „გაგრძელება“);
წესები სიახლეში განთავსებული ტექსტის შესახებ 4.12 სიახლე და მისი სათაური უნდა შეიცავდეს ტექსტს ქართულ ენაზე ან უცხო სათაურთან ერთად უნდა იყოს თანდართული ქართული თარგმანიც. სათაურის ნიმუშები: 1. სასაცილო სურათების კრებული; 2. Funny Pictures Collection - სასაცილო სურათების კრებული; 3. სასაცილო სურათების კრებული / Funny Pictures Collection. (სათაურში ყველა უცხოური სიტყვა უნდა იწყებოდეს დიდი ასოთი, ხოლო ქართულ და უცხოურ ენაზე დაწერილი წინადადებები უნდა გამოიყოს რაიმე სიმბოლოთი); 4.13 აკრძალულია სიახლის სათაურში სმაილების გამოყენება; 4.14 არ შეიძლება სიახლის ტექსტი შეიცავდეს ლანძღვა-გინებას, უწმაწურ, უტაქტო, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს (მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ "არასაბავშვო ანეკდოტების" კატეგორიაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ასეთი სიტყვა ან მისი ნაწილი შეცვლილია სპეციალური სიმბოლოებით); 4.15 არ შეიძლება სიახლის ტექსტი შეიცავდეს დეზინფორმაციას, რასისტულ და პოლიტიკურ მოწოდებებს; 4.16 სიახლის ტექსტი უნდა იყოს ძირითადად ქართულ ენაზე ან უნდა შეიცავდეს უცხოურ ტექსტს ქართულ თარგმანთან ერთად; 4.17 ქართული ტექსტი უნდა ეწეროს მხოლოდ ქართული შრიფტით; 4.18 ინგლისური შრიფტი გამონაკლისის სახით დასაშვებია მხოლოდ სტატუსების კატეგორიაში;
წესები სურათების შემცველი სიახლის შესახებ 4.20 მოკლე სიახლე უნდა შეიცავდეს მხოლოდ ერთ (jpg/jpeg, gif ან png ფორმატის) სურათს (და ტექსტს). 4.21 სრულ სიახლეში აუცილებელია მინიმუმ 10 სურათი, თუ სიახლე შეიცავს მხოლოდ სურათებს; 4.22 სრულ სიახლეში სურათების დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის. 4.24 სურათის ორიგინალი ვერსიის ზომები (სიგრძე, სიგანე...) შეზღუდული არ არის; 4.25 სურათის შემცირებული ვერსია უნდა იყოს მაქსიმუმ 550 პიქსელი სიგანეში (წინააღმდეგ შემთხვევაში ის არასწორად გამოჩნდება საიხლეში. საიტზე ატვირთული სურათის ზომა მცირდება ავტომატურად, შემცირებულ ზომასთან ერთად სერვერზე მუდმივად ინახება სურათის ორიგინალიც, რომლის ნახვაც შესაძლებელია შემცირებულ სურათზე დაჭერით); 4.26 სურათს არ უნდა ეწეროს სხვა საიტის მისამართი; 4.27 სურათები უნდა იყოს ატვირთული მხოლოდ ოხუნჯის სერვერზე (საიტზე);
წესები ვიდეოების შემცველი სიახლის შესახებ 4.30 მოკლე სიახლე უნდა შეიცავდეს ვიდეოს (ვიდეოების) შესაბამის სურათს (და ტექსტს); 4.31 მოკლე სიახლეში ვიდეოს ჩასმა დაუშვებელია; 4.32 სრულ სიახლეში ვიდეოების დასაშვები მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის; 4.34 ვიდეოს არ უნდა ეწეროს სხვა საიტის მისამართი; 4.35 ვიდეოები უნდა იყოს ატვირთული მხოლოდ ოხუნჯის სერვერზე (საიტზე), გარდა ვიდეოებისა, რომლებიც მიმაგრებულია სხვა ვიდეო პორტალებიდან. მაგ.: youtube.com, rutube.ru, myvideo.ge, tvali.ge, megavideo.ge და ა. შ.
წესები თამაშების შემცველი სიახლის შესახებ 4.40 მოკლე სიახლე უნდა შეიცავდეს თამაშის (თამაშების) შესაბამის სურათს (და ტექსტს); 4.41 მოკლე სიახლეში თამაშის ჩასმა დაუშვებელია; 4.42 სრულ სიახლეში დაშვებულია მაქსიმუმ ხუთი თამაშის ჩასმა; 4.43 თამაშები უნდა იყოს ატვირთული მხოლოდ ოხუნჯის სერვერზე (საიტზე), გარდა თამაშებისა, რომლებიც მიმაგრებულია სხვა საიტებიდან. 4.44 დაშვებულია მხოლოდ Flash ფორმატის თამაშის ატვირთვა: .swf (ფაილის ნიმუში: flashgame.swf);
საერთო წესები ყველა სახის სიახლისთვის 4.50 სიახლე უნდა იყოს ლამაზად გაფორმებული, შეცდომების გარეშე; 4.51 აუცილებელია სიახლეში გამოყენებული ნებისმიერი მასალა უკავშირდებოდეს ამ სიახლეს; 4.52 სიახლეში გამოყენებული ნებისმიერი მასალა: ტექსტი, სურათი, ვიდეო, თამაში და ასე შემდეგ, უნდა განთავსდეს სიახლის ცენტრში; 4.53 საიტის ფორმატიდან და შინაარსიდან გამომდინარე პრიორიტეტულია სასაცილო და სახალისო სიახლეები (საიტის მოდერატორები და ადმინისტრატორები თავისი შეხედულებისამებრ წყვეტენ, თუ რომელი სიახლე გამოქვეყდეს მთავარ გვერდზე და რომელი არა, დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ადმინისტრაციას); 4.54 საიტზე დასაშვებია რელიგიური შინაარსის მქონე სიახლეების გამოქვეყნება (მათ შორის დღესასწაულების მილოცვა), მხოლოდ ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; 4.60 აკრძალულია საიტზე +18 მასალის გამოქვეყნება; 4.61 აკრძალულია საიტზე ვარეზ მასალის გამოქვეყნება; 4.62 აკრძალულია სიახლის გამოქვეყნება, რომელიც არღვევს საავტორო უფლებებს; 4.63 აკრძალულია სარეკლამო შინაარსის მქონე სიახლის გამოქვეყნება; 4.64 აკრძალულია სიახლის თვითრეკლამირება (ავტორის მიერ სიახლეში ან სიახლის კომენტარებში მსგავსი ფრაზების გამოყენება: „ყველანი სრულიადში!“, „ძალიან მაგარია!“, „ყველამ ნახეთ!“, ასევე "მე მომწონს", "იმედია მოგეწონებათ" და ა. შ.); 4.65 აკრძალულია სიახლის ვინმეზე მიძღვნა ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე; 4.66 აკრძალულია სიახლეში გამოკითხვის გაკეთება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე; 4.70 აკრძალულია ისეთი სიახლის გამოქვეყნება, რომელიც უკვე დევს საიტზე; 4.71 აკრძალულია ერთი სიახლის რამდენიმე სიახლედ "გახლეჩა" და მათი ცალ-ცალკე გამოქვეყნება; 4.72 აკრძალულია სიახლეში უხარისხო მასალის გამოყენება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა კარგი ხარისხის ალტერნატიული მასალის მოპოვება შეუძლებელია. მაგალითად ვიდეო, რომელიც გადაღებულია მობილურით); 4.73 აკრძალულია ფოტო ჰოსტინგებზე (მაგ. radikal.ru, pix.ge, და ა.შ.) სურათების ატვირთვა და მათი სიახლეში გამოყენება; 4.74 აკრძალულია ფაილ ჰოსტინგებზე (მაგ. allshares.ge, files.ge, და ა.შ.) ფაილების ატვირთვა და საიტზე ამ ფაილის გადმოსაწერი ლინკის გაკეთება.
4.80 აუცილებელია წყაროს მითითება მხოლოდ სხვა საიტებიდან ან ნებისმიერი საინფორმაციო წყაროდან პირდაპირ ("კოპირებით") გადმოტანილ სიახლეებზე (არ შეიძლება მომხმარებლის მიერ ქართულ წყაროებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული სიახლეები შეადგენდეს მის მიერ გამოქვეყნებული სიახლეების დიდ ნაწილს); 4.81 სიახლეში წყაროს მითითება არ არის აუცილებელი, თუ ეს სიახლე გადმოთარგმინილია მომხმარებლის მიერ უცხოური საიტიდან, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი თავად ხდება სიახლის გადმოთარგმნილი ვერსიის ავტორი. 4.82 სიახლეს წყარო არ ეთითება, თუ მომხმარებელი თავად არის სიახლეში გამოქვეყნებული მასალის ავტორი.
4.90 სიახლე შესაძლოა არ გამოქვეყნდეს ან წაიშალოს, თუ ეწინააღმდეგება ზემოთ ხსენებული სიახლის დამატების წესებს; 4.91 ასევე „ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს ნებისმიერი ნეგატიური შინაარსის ან უარყოფითი რეიტინგის მქონე სიახლეები და ისეთი სიახლეები, რომლებმაც ადმინისტრაციის მოწონება ვერ დაიმსახურა;
თუ თქვენი სიახლე წაიშალა და გსურთ მიზეზის გარკვევა, დაუკავშირდით საიტის ადმინისტრაციას
თუ სიახლე არ შეესაბამება ზემოთ ხსენებულ წესებს ან რამე ვერ გაიგეთ, ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით და თქვენთან ერთად შევეცდებით მის შესწორებას (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სიახლე არ ეწინააღმდეგება წითლად აღნიშნულ პუნქტებს).
ოხუნჯიზე არსებული ჯგუფები (წოდებები და თანამდებობები) ოხუნჯის სტუმარი 5.00 სტუმარი არის მომხმარებელი, რომელიც საიტზე არ არის რეგისტრირებული (შესაბამისად არ არის საიტის კლუბის ან რომელიმე სხვა ჯგუფის წევრი); 5.01 სტუმარს აქვს საიტის ძირითადი ნაწილის დათვალიერების უფლება; 5.02 სტუმარს შეუძლია კომენტარის დამატება თუ ეს ნებადართულია ადმინისტრაციის მიერ; 5.03 სტუმარს არ აქვს უფლება გამოაქვეყნოს სიახლე (სიახლის გამოქვეყნება შეუძლია ოხუნჯის კლუბის ან რომელიმე სხვა ჯგუფის წევრს);
ოხუნჯის კლუბის წევრი (რეგისტრირებული მომხმარებელი) 5.10 კლუბის წევრს აქვს უფლება დაამატოს საკუთარი კომენტარი დაუყოვნებლივ (მოდერაციის გარეშე); 5.11 კლუბის წევრს აქვს უფლება დაამატოს საკუთარი სიახლე (მის მიერ დამატებული სიახლე იგზავნება მოდერაციაზე, მას ამოწმებს ადმინისტრაცია და მხოლოდ მათი გადაწყვეტილებით ქვეყნდება საიტზე); 5.12 კლუბის წევრს აქვს უფლება დააყენოს საკუთარი ავატარი და ხელმოწერა (სტატუსი); (შენიშვნა: ასევე კლუბის წევრი ოხუნჯიზე სარგებლობს სხვა უამრავი დამატებითი შესაძლებლობებით და პრივილეგიებით);
როგორ გავხდე ოხუნჯის კლუბის წევრი? იმისთვის, რომ გახდეთ ოხუნჯის კლუბის წევრი, საჭიროა უბრალოდ გაიაროთ რეგისტრაცია, საიტზე რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელი ავტომატურად ხდება ოხუნჯის კლუბის წევრი.
ოხუნჯის VIP ჯგუფი 5.20 VIP ჯგუფის წევრს აქვს სიახლეების მოდერაციის (შემოწმების) გარეშე გამოქვეყნების უფლება; 5.21 VIP ჯგუფის წევრს აქვს უფლება შეასწოროს ან წაშალოს საკუთარი კომენტარები (კომენტარების შესახებ წესების დაცვით); 5.22 VIP ჯგუფის წევრს შეუძლია წაშალოს მხოლოდ საკუთარი სიახლეები (შენიშვნა: კვირის განმავლობაში ორზე მეტი სიახლის წაშლის სურვილის შემთხვევაში, VIP ჯგუფის წევრი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს ადმინისტრაციას უსარფრთხოების მიზნით); 5.23 VIP ჯგუფის წევრს დროებით შეუჩერდება წოდების გამოყენების უფლება, თუ მას ექნება რამდენიმე დარღვევა საკუთარ სიახლეებში; 5.24 VIP ჯგუფის წევრს დაუბრუნდება წოდების გამოყენების უფლება, მხოლოდ მას შემდეგ რაც ადმინისტრაცია დარწმუნდება, რომ VIP წევრს კვლავ შეუძლია სიახლეების წესების დაცვით გამოქვეყნება; 5.25 VIP ჯგუფის წევრი ვალდებულია სხვა მომხმარებლებს გაუწიოს კონსულტაცია სიახლის გაფორმება/გამოქვეყნებასთან დაკავშირებით; 5.26 VIP ჯგუფის წევრს აქვს უფლება რეკომენდაცია გაუწიოს ადმინისტრაციას რომელიმე სხვა მომხმარებლის VIP ჯგუფში გაწევრიანებასთან დაკავშირებით; 5.27 გაუქმებულია; 5.28 გაუქმებულია;
როგორ გავხდე VIP ჯგუფის წევრი? იმისთვის, რომ მოიპოვოთ VIP ჯგუფში გაწევრიანების უფლება: 1. თქვენ უნდა იყოთ ოხუნჯის კლუბის წევრი (რეგისტრირებული მომხმარებელი), თუ თქვენ არ ხართ ოხუნჯის კლუბის წევრი, გაიარეთ რეგისტრაცია; 2. თქვენ კარგად უნდა ფლობდეთ საიტის წესებს, შეგეძლოთ სიახლის ლამაზად გაფორმება და მისი შეცდომების გარეშე გამოქვეყნება; 3. თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ 16 წლის (შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება ადმინისტრაციის უკლებლივ ყველა წევრის თანხმობის შემთხვევაში, გამონაკლისი ითვალისწინებს 15 წელს); 4. თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს და გსურთ ოხუნჯის VIP ჯგუფში გაწევრიანება, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას (თუ თქვენ კარგად არ იცნობთ საიტის წესებს და არ შეგიძლიათ სიახლის სათანადოდ გამოქვეყნება, ადმინისტრაციასთან დაკავშირებას აზრი არ აქვს).
ჯგუფი კომენტატორი 5.30 ჯგუფ კომენტატორის წევრს აქვს საკუთარი კომენტარების შესწორების უფლება; 5.31 კომენტარების შესახებ წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში კომენტატორი დროებით ან სამუდამოდ კარგავს ამ ჯგუფში ყოფნის უფლებას; როგორ გავხდე ჯგუფ კომენტატორის წევრი? კომენტატორის წოდება შეიძლება მოითხოვოს ნებისმიერმა მომხმარებელმა, რომელსაც აქვს 500-ზე მეტი კომენტარი. ჯგუფი ორატორი 5.40 ჯგუფ ორატორის წევრს აქვს საკუთარი კომენტარების როგორც შესწორების, ასევე წაშლის უფლება; 5.41 კომენტარების შესახებ წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში ორატორი დროებით ან სამუდამოდ კარგავს ამ ჯგუფში ყოფნის უფლებას; როგორ გავხდე ჯგუფ ორატორის წევრი? ორატორის წოდება შეიძლება მოითხოვოს ნებისმიერმა მომხმარებელმა, რომელსაც აქვს 2000-ზე მეტი კომენტარი.
ჯგუფი მოდერატორი (ადმინისტრაციის წევრი) 5.50 მოდერატორს აქვს ყველა ის უფლება რაც ვიპ ჯგუფის წევრს; 5.51 მოდერატორს აქვს ნებისმიერი სიახლის შესწორების და წაშლის უფლება; 5.52 მოდერატორი ითვლება ადმინისტრაციის წევრად, მას აქვს ადმინისტრატორებთან ერთად საიტის ორგანიზაციული საკითხების გადაჭრაში მონაწილეობის მიღების უფლება; 5.53 მოდერატორს არ აქვს მომხმარებელზე ბანის ან რაიმე სახის შეზღუდვის დაწესების უფლება; 5.54 მოდერატორის მოვალეობაა საიტზე სიახლეების შესწორება და საიტის განვითარებაზე ზრუნვა; 5.55 მოდერატორი ვალდებულია პასუხი გასცეს მომხმარებლის მიერ დასმულ კითხვებს და დაეხმაროს მათ სიახლის გამოქვეყნებაში; 5.56 მოდერატორის მიერ სიახლის რედაქტირების შემთხვევაში, მან უნდა შეატყობინოს მომხმარებელს სიახლეში დაშვებული შეცდომების შესახებ; 5.57 მოდერატორის მიერ სიახლის წაშლის შემთხვევაში, მან უნდა შეატყობინოს ავტორს სიახლის წაშლის მიზეზი; 5.58 მხოლოდ მოდერატორს შეუძლია გახდეს ადმინისტრატორთა ჯგუფის წევრი;
როგორ გავხდე მოდერატორი? 1. მოდერატორების შესარჩევ კასტინგს აცხადებს ოხუნჯის დამფუძნებელი (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოდერატორთა ჯგუფში თავისუფალია ადგილი); 2. მოდერატორთა ჯგუფში გაწევრიანების პირობები ქვეყნდება ზემოთ ხსენებულ განცხადებაში; 3. მოდერატორს ნიშნავს საიტის დამფუძნებელი ადმინისტრატორებთან შეთანხმებით.
ჯგუფი ადმინისტრატორი (ადმინისტრაციის წევრი) 5.60 ადმინისტრატორთა ჯგუფი არის საიტის მთავარი მმართველი ჯგუფი, საიტის ყველა სხვა წევრი ვალდებულია დაემორჩილოს ადმინისტრატორის სამართლიან (წესების შესაბამის) მითითებებს, შესაბამისად იგი აღჭურვილია ყველა იმ უფლებებით და ბერკეტებით, რომელიც საჭიროა საიტზე წესრიგის დასამყარებლად და ამ გვერდზე განთავსებული წესების სისრულეში მოსაყვანად; 5.61 ადმინისტრატორს შეუძლია მომხმარებელს მიანიჭოს ან ჩამოართვას საიტზე არსებულ ჯგუფებში გაწევრიანების უფლება (ამის შესახებ მან უნდა შეატყობინოს ადმინისტრაციის ყველა წევრს); 5.62 მომხმარებლის მიერ წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრატორს უფლება აქვს მომხმარებელს დაადოს ბანი ან შეუზღუდოს საიხლეების და კომენტარების დამატების უფლება; 5.63 ადმინისტრატორის მოვალეობაა სიახლეების და კომენტარების შესწორება, საიტზე წესრიგის დამყარება და მის განვითარებაზე ზრუნვა; 5.64 ადმინისტრატორი ვალდებულია პასუხი გასცეს მომხმარებლის მიერ დასმულ კითხვებს და დაეხმაროს მათ სიახლის გამოქვეყნებაში; 5.65 ადმინისტრატორის მიერ სიახლის რედაქტირების შემთხვევაში, მან უნდა შეატყობინოს მომხმარებელს სიახლეში დაშვებული შეცდომების შესახებ; 5.66 ადმინისტრატორის მიერ სიახლის წაშლის შემთხვევაში, მან უნდა შეატყობინოს ავტორს სიახლის წაშლის მიზეზი; როგორ გავხდე ადმინისტრაციის წევრი? 1. იმისთვის, რომ გახდეთ ადმინისტრაციის წევრი, თქვენ უნდა იყოთ მოდერატორთა ჯგუფის წევრი და გქონდეთ ოხუნჯის მოდერატორად მუშაობის მინიმუმ ერთ თვიანი გამოცდილება; 2. ადმინისტრატორს ნიშნავს მხოლოდ საიტის დამფუძნებელი. დამფუძნებლები MASTER - დამფუძნებელი PRIME - დამფუძნებელი BOSS - დამფუძნებელი (სისტემის ოპერატორი)
პასუხისმგებლობა 6.00 ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს საიტზე გამოქვეყნებული სიახლეების და კომენტარების შინაარსზე. სიახლეებზე, კომენტარებზე და მათ შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი; 6.01 ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მხრიდან სიახლის წაშლის სამართლიანი მოთხოვნის შემთხვევაში წაშალოს ეს სიახლე. 6.02 საიტის ადმინისტრაცია იღებს პასუხისმგებლობას და იძლევა გარანტიას, რომ დაიცავს მომხმარებლების კონფიდეციალურობას და არ გამოააშკარავებს მათ პირად ინფორმაციას მათივე თანხმობის გარეშე, გარდა შემთხვევებისა როცა ეს ინფორმაცია მოთხოვნილია სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
6.03 საიტის უკლებლივ ყველა წევრი (მათ შორის ადმინისტრაციის წევრებიც) ვალდებულია დაიცვას ამ გვერდზე არსებული წესები; 6.04 ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერი დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საიტის დამფუძნებლებს (ამ წინადადებაზე დაჭერით);
საიტის წესები მუდმივად ახლდება, ამიტომ გთხოვთ, ხშირად გადაავლოთ თვალი ამ გვერდზე განთავსებულ წესებს. ოხუნჯის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებებს და როგორც ყოველთვის ბევრ სიცილს! ;)
|
|
|
|
|
|
საიტის მიმდინარე სტატისტიკა
| |
|
სულ დარეგისტრირებულია 40002 მომხმარებელი.
ამჟამად საიტზეა 36 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები: megafaunaimages
ბოლოს შემოსული მომხმარებლები: _Ponscano, megafaunaimages, No Avatar, ShachespemJes, shihpooimages, ZerriliefsSic, Truntyfitiono, anashyAnnualk, zekNekorase, TRADWAYAVANNY, tradfennisul, Duathmuhmup, FeedIndup, SwisdisashedY, mybellybutto, zazauka, niit_a1, ChIcO, svani.levani, maxo-)), gioshio, BiGGiE, vip gi, kunindza1, chalva51, avtandili93, SSaaLLii, Thelash, mito, MaSk, kola123, shavtvalichi, koro-01, corbisroyalt, ma.., gvanchucha, hamaki, niva-niva, xobo100, nika vs messi, კოხორა, BuuZGuuNaa, printscrnbutton, BicSictdayday, eka beha, plaxo, makruwi, Crazy Killer MeReBa, sali-smiler, yayacho
| |
| | |
|
აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით
| |
|
| |
| | |
|
კვირის საუკეთესო სიახლეები
| |
|
გილოცავთ ყველას ნიკოლოზობას წმინდა ნიკოლოზის მადლი არ მოგკლებოდეთ განსაკუთრებით ნიკოლოზებს გილოცავთ
გამოქვეყნების თარიღი: 22-05-2012
გამოქვეყნების თარიღი: 19-05-2012
ჩემ მიერ გაკეთებული სასაცილო სურათების მეოთხე კრებული
გამოქვეყნების თარიღი: 20-05-2012
ბავშვობა ეს არის ყველაზე კარგი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, ბევრი ბედნიერებით და ასევე ბევრი დასამახსოვრებელი ფაქტით. ..
გამოქვეყნების თარიღი: 23-05-2012
საინტერესო, უცნაური და სახალისო ფაქტების მეათე და ბოლო ნაწილი!! ამჯერად რეკორდებზე და რეკორდსმენებზე =)
გამოქვეყნების თარიღი: 21-05-2012
გამოქვეყნების თარიღი: 19-05-2012
ის მომენტი როდესაც ჭამის შემდეგ შენი მუცელი ასე გამოიყურება
გამოქვეყნების თარიღი: 18-05-2012
გამოქვეყნების თარიღი: 23-05-2012
გამოქვეყნების თარიღი: 23-05-2012
ბაბუ is Every Day Shuffling
გამოქვეყნების თარიღი: 21-05-2012
| |
| | |
|
|