სასაცილო

საინტერესო

სხვა

ჩათი

წესები

დახმარება

კონტაქტი

ავტორი: oxun.boy კომენტარი: 1 ნახვა: 1136
+4



მომენატრე:

მომენატრები!
შემოვიმტვრევ გულზე კაეშანს,
და ქოფაკივით გავილოკავ სულის ჭრილობებს,
მთელს დედამიწას შენი თმების სუნზე დავგეშავ,
და ცუნამივით მივაწყდები სანაპიორებს,
სადაც ოდესმე გაგივლია, სადაც გელიან
მოგონებები, კენჭებივით მზეზე გაშლილი,
დავაწვიმდები გზებს, რომელიც გასავლელია
შენი ტერფებით და სამოთხის შავი ვაშლივით
გავხრავ ბოლომდე არზაყანის ნასროლ დამბაჩებს.
მომენატრები!
გამოვყვები გზაწვრილს ნისლიანს,
უთქვამს მიუსეს: "თუ გინდა, რომ ცოცხლად გადარჩე,
იმაზე მეტი უნდა შეძლო - რაც შეგიძლია."
და თუ არ უთქვამს, მე ვიტყოდი -
მომენატრები!
გამოვცლი შხამით გადავსებულ მიწის ფიალას,
ქარიშხალივით მოგაწყდები და ცის ნამტვრევი
ღრუბელივით აგაფრიალებ!
მომენატრები!
შენ ვერ შეძლებ ამის გაგებას,
მიწიერი ხარ და მიწიერ ცეცხლში იწვები,
სნეულ თვალებში ბოლო ცრემლი აციაგდება
და მომაკვდავი ქოფაკივით პირქვე მივწვები.




სიბრძნე მარტოოდენ სიყვარულშია
როცა ვერ დავმალავ აღელვებას,
როცა სიხარული გამაგიჟებს,
როცა ღელვისაგან ავქაფდები,
როცა გადარეულ თერგსაც გადავუსწრებ,
როცა გაზაფხულის მოსვლას შემადარებ,
როცა ჩემს წაკითხვას გულით მოინდომებ,
როცა დავბრძენდები და შენც დაგაბრძენებ,
ყურში სიო გეტყვის ილიას ამ სიტყვებს:
"სიბრძნე მარტოოდენ სიყვარულშია",- იწამე შენ ეს!




ეს შენი
ეს შენი ლურჯი თვალები
და ყავისფერი თმა
ეს ყველაფერი მაგიჟებს
და უფრო მაყვარებს თავს
ამ შენმა ლურჯმა თვალებმა
სულ დამავიწყეს სხვა
შენი სურნელი თავბრუს დამხვევი
სულ დაგავიწყებს სხვალ
ერთი ნატვრა მაქვს
გვიყვარდეს და რომ
მოვკვდებით დაგვმარხონ ერთად



ჯამს წვეთიც არ ჩამრჩენია
ქალაუ, არ მენახები,
ძალიანაც ნუ მიგანე,
დილით რომ ადრე ავდგები,
გეძებ მომდევნო დილამდე.
ტურფაო, რა დაგიშავე,
ხანდახან თვალი მომკარი,
შენი მშვენების სისავსე
ჯერ ვნახო, მერე მომკალი.
რა იქნა, რაი გაგიხდა,
თუნდ ერთი ჩამორბენაი,
ხელებგაშლილი დაგიხვდე,
მომეცემოდეს ლხენაი.
გაბედე, გულ გამიხარე,
დამატკბე შენი მზერითა,
ჭკუიდან გადამიყვანე,
შენი ნარნარი რხევითა.
წმინდა თვალებში ჩაგხედო,
მიმოვიძიო ნექტარი,
მაგ გულის ნადებს გამენდო,
თუ მოვესწრები ნეტავი.
მოხვალ, მოგითხრობ შენია
კიდევ რა მომწონს რა არა,
რა მომწონს, ძალზედ ბევრია,
რა არ, ვერ ვნახე ვაგლახ, რა.
თვალებ ჩაგასობ, ამოგწოვ,
მაგ ნექტარ მხოლოდ ჩემია,
სხვას აღარაის დაუტოვ,
ჯამს წვეთიც არ ჩამრჩენია.

ახლა შემოგთავაზებთ სხვადასხვა პოეტების მოკლე ბიოგრაფია



აკაკი წერეთელი
 ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
    


ანა კალანდაძე
ანა კალანდაძე დაიბადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს.
1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით.
წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად.
გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.


 
ვაჟა-ფშაველა
ვაჟა-ფშაველა 8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფ. ჩარგალში მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ. ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს" და სახელოვან თანამედროვეთა - ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მანვე ჩაუნეგრა შვილებს სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა იგონებს, როგორ სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როცა იგი საღმრთო ისტორიიდან უამბობდა. დედა კი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახრეხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას.
ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე. რვა წლისა კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მაგრამ აბა რა სიკეთე იქნებოდა იმ სასწავლებლიდან, სადაც ბავშვი საკუთარ მეობას, ეროვნებასა და მშობლიურ ენას ივიწყებდა. თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზით ვეღარ განაგრძო სწავლა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში და გორის საოსტატო სემინარიაში შევიდა. აქ ვაჟა გულმოდგინედ სწავლობდა. უკვე განესაზღვრა თავისი მომავალი - საზოგადოებრივი მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება იქნებოდა მისი საქმიანობა.





მსგავსი სიახლეები:

იაკობ გოგებაშვილი    იაკობ გოგებაშვილი
ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია    ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია
გალაკტიონ ტაბიძე / ბიოგრაფია    გალაკტიონ ტაბიძე / ბიოგრაფია
ნოდარ დუმბაძე    ნოდარ დუმბაძე
ილია ჭავჭავაძე    ილია ჭავჭავაძე
კატეგორია: საინტერესო » ლექსები
გამოქვეყნდა: 3-07-2013, 05:56 ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 
1. Mannoo (კლუბის წევრი)
0
აქვს 40 სიახლე და 279 კომენტარი   
ლექსები ძალიან მომეწონა love

    

 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ავტორიზაცია


ვიმეგობროთ Facebook-ზე!



საიტის მიმდინარე სტატისტიკა

სულ დარეგისტრირებულია 98525 მომხმარებელი.
ამჟამად საიტზეა 22 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
Seftpsype

ადმინისტრატორიმოდერატორიVIP 
 VIPკრიტიკოსიკლუბის წევრი

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    ნოემბერი 2014    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930


OXUN.GE - იუმორით სავსე გვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2010-2014 - ყვე უფება დაცუია!
 
saitebi.ge height=   mcvane.ge

პირადი შეტყობინებები

თქვენი მიმოწერები