სასაცილო

საინტერესო

სხვა

ჩათი

წესები

დახმარება

კონტაქტი

ავტორი: tornike() კომენტარი: 0 ნახვა: 6730
+1




ქართული დამწერლობის შექმნისა და მწერლობის დასაწყისის პრობლემა ქართული ლიტერატურის კულტურის ისტორიის ერთ-ერთი უმთარესი საკითხთაგანია. დასაბუთებულია აზრი, რომ ჩვენამდე მოღწეული ქართული ანბანი უნდა წარმოშობილიყო ძვ. წ.აღ-ის VII-Vი სს.. აღსანიშნავია ისიც, რომ დამწერლობის ყველა ძირითადი სახე ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩამოყალიბდა და მათ შორის საქართველოში.
ქართული ანბანის რეალური ისტორია V საუკუნის I ნახევრიდან იწყება, მაგრამ არის საბუთები, რომ ძველ კოლხებს დამწერლობა ჰქონდათ (აპოლონიოს როდოსელის `არგონავტიკა"). მოგვეპოვება ლეონტი მროველის ცნობა ქართული დამწერლობის შესახებ (იგი გაერთიანებული საქართველოს მეფის, ფარნავაზის დროს, ძვ. წ. აღ-ის IV-II სს. მიჯნაზე შეიქმნა).
არსებობს სომხური ლეგენდა ქართული ანბანის წარმოშობაზე.
ქართულმა ანბანმა განვითარების სამი საფეხური განვლო:
I. მრგვლოვანი ანუ ასომთავრული (V-IX სს.)
II. ნუსხური ანუ ნუსხა-ხუცური (IX-XI სს.)
III. მხედრული ანუ საერო (XI საუკუნიდან დღემდე)
ქართული შრიფტის სახეობები ერთმანეთის პარალელურად იხმარებოდა IX საუკუნის შემდეგაც, ოღონდ განსაზღვრული იყო მათი გამოყენების არე. მაგ., საეკლესიო წიგნებს ძველი ასოებით წერდნენ (მრგვლოვანით ან მისგან წარმომდგარი კუთხოვანით, რომელშიც მრგვლოვანიც იყო გარეული), ხოლო მეფეთა ბრძანებები, სამართლის დადგენილებები და საერო ხასიათის სხვა დოკუმენტები თუ წიგნები (მხატვრული ნაწარმოებები და სხვ.)იწერებოდა მხედრული ასოებით. მრგვლოვანი ხელით არის დაწერილი IX-X სს.სახარებანი, საქმე მოციქულთა, ეპისტოლენი, დავითნი... ხოლო ნუსხურით _ `მამათა სწავლანი" (943 წ.-მდე), იოანე ოქროპირის ცხოვრება (968 წ.), ოშკის ბიბლია (978 წ.), იერუსალიმური რედაქციის წინასწარმეტყველთა წიგნები (XI ს.), იერუსალიმური ლექციონარი (X-XI სს.), შატბერდის კრებულის (X ს.) ერთი ნაწილი მრგვლოვანით არის დაწერილი, მეორე - კუთხოვანით (ნუსხა-ხუცურით). საეკლესიო წიგნები ნუსხა-ხუცურით იწერებოდა, მრგვლოვანი შენარჩუნებული იქნა სათაურებში, ინიციალებში აბზაცების დასაწყისად.
XI-XII საუკუნის საქართველოს ინტენსიური ლიტერატურული ცხოვრება მოითხოვდა სწრაფ წერას და წერის ეკონომიურობას, რასაც მხედრული წერა უფრო შეეფერებოდა. თვლიან, რომ ნუსხური მრგვლოვანის განვითარებაა, მხედრული კი _ ნუსხურისა.
ჩვენს დრომდე მოღწეული დაწერილობის უძველეს ქართულ ძეგლებში 37 ასო-ნიშანია. ყველა ასო-ნიშანს ანბანური მწკრივი გააჩნია და აქვს რიცხვითი მნიშვნელობა 1-დან 10000-მდე.

ძველი ქართული დამწერლობის ნიმუშები:

 

 

 







მსგავსი სიახლეები:

ქართული შრიფტის წაკითხვა opera ში    ქართული შრიფტის წაკითხვა opera ში
ქართული ფილმების ჰოლივუდური ვერსია    ქართული ფილმების ჰოლივუდური ვერსია
ქართული, ქართული, ქართული    ქართული, ქართული, ქართული
13 ასურელი მამა    13 ასურელი მამა
ქართული ენის ისტორია    ქართული ენის ისტორია
კატეგორია: საინტერესო » საინტერესო ამბები
გამოქვეყნდა: 29-02-2012, 22:34 ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ავტორიზაცია


ვიმეგობროთ Facebook-ზე!



საიტის მიმდინარე სტატისტიკა

სულ დარეგისტრირებულია 98515 მომხმარებელი.
ამჟამად საიტზეა 129 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
Seftpsype, Mrs.Manson, Seftpsype

ადმინისტრატორიმოდერატორიVIP 
 VIPკრიტიკოსიკლუბის წევრი

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    ნოემბერი 2014    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930


OXUN.GE - იუმორით სავსე გვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2010-2014 - ყვე უფება დაცუია!
 
saitebi.ge height=   mcvane.ge

პირადი შეტყობინებები

თქვენი მიმოწერები