|
|
|
|
|
რეიტინგი:
+13
|
|
|
|
* * * გავხდები:შენი რიგითი წუთი, ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე, სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი, მტვრიანი ქუჩა-აპრილის მოწმე.
გავხდები:უცხო გამვლელი ძაღლით, შენი ხელ-პირის დაბანა დილას, სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი, სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.
გავხდები:შენი მეზობლის წყევლა, ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი, პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.
გავხდები:შენი ერთგული ჩანთა, სუნამოს ბოთლი,საფულე,მძივი, კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან, ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.
გავხდები:წვიმა,გაშლილი ქოლგა და ქვაფენილის სველი ლაქები, ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა თავზე ხელების შემოლაგებით.
გავხდები:შენი გამოცვლა კაბის, შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა აბაზანაში ღრუბელი ქაფის. და უცხო ზურგის შექცევა ბართან.
გავხდები:შენი ყვავილი ქოთნის, ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა, წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი, ჭურჭელის გროვა,დამწვარი ტაფა.
გავხდები:დილის პირველი ყავა და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო, წარსული,რომელიც გაგიხდა ავად, წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.
გავხდები:შენი მაგიდის წიგნი, რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს, ან თუნდაც შიში,თორმეტი წლის წინ, როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.
გავხდები:ყველა მუსიკის ჰანგი, კლასიკა,ჯაზი,ტანგო და როკი, ტუ გინდა-თეთრი,ტუ გინდა-ზანგი, ტუ გინდა-ჭრელი სარეცხის თოკი.
გავხდები:შენი თამბაქოს სუნი, სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,ნაფაზის რგოლი და შენისლული ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.
გავხდები:თოვა ცისა თუ ნუშის, ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით. გინდა,გავხდები რაც იყო გუშინ? ტკივილი,სევდა,სიბრაზე,ზიზღი...
გიორგი ზანგური
წყარო: google.ge
მსგავსი სიახლეები:
|
|
კატეგორია: ლექსები, სიყვარული
გამოქვეყნების თარიღი: 17-02-2012, 17:23
ამოსაბეჭდი ვერსია
|
|
|
|
|
საიტის მიმდინარე სტატისტიკა
| |
|
ამჟამად საიტზეა 34 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები: - არ არიან
ბოლოს შემოსული მომხმარებლები: _frieva, hamaki, DQAnthony, hefashiomiuse, tradfennisul, madoshka, _upSera, sunsula55, ReepsyRic, chutkera, mr.gio22, lashare, vip gi, buypriligyonline, svanidze1, plurse, Objennanurb, yakuza, gomfolt, zuraboss, deme17, ave777, uchinara, hizwrisicswiz, cicino, ...marikuna..., jiquri, BoY FroM PaRaDiSe, giorgi12, veshapa_84, luka-puka, :P:P:P:P, ibizadreams, GaBOo - Mesut Özil, davitichi, megrela2000, Loveyou, jvanta, ალეკო, lipochka, AlekOOO, toko1, happy dreamer, ბესამე კარო, bebero555, delerami, malaca-malaca95, genadiradze, Reemderarry, anegdoti
| |
| | |
|
აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით
| |
|
| |
| | |
|
|