|
|
|
|
|
რეიტინგი:
+4
|
|
|
|
ყოველთვის მეგონა რომ ძლიერი ვიყავი,სულით ძლიერი,ისეთი ძლიერი რომ ყველაფერს გავუძლებდი,ყველაფერს გადავლახავდი რაც არ უნდა გადამღობებოდა წინ და მთელი ცხოვრება ბედნიერი ვიქნებოდი. მაშინ რას ვიფიქრებდი რომ შენ მოხვიდოდი და შენი სახით გავიგებდი თუ რა არის სიყვარული,სიყვარული რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრება. გახსოვს რა ბედნიერი ვიყავი შენთან ერთად, სულ ვიცინოდი შენ კიდევ გიკვირდა,გიკვირდა რომ მხოლოდ შენით ვიყავი მხიარული,მხოლოდ იმით რომ გხედავდა,იმით რომ ჩემ გვერდზე იყავი. ბედნიერი ვიყავი იმით რომ შენ მყავდი,რომ შემეძლო მეთქვა რომ ჩემი იყავი,ჩემი და მეტი არავისი. ყოველ დღე უფალს მადლობას მხოლოდ იმიტომ ვწირავდი რომ შენი თავი მაჩუქა, რომ მეც მაჩვენა თუ რა არის ნამდვილი სიყვარული.იცი? შენი სიტყვები ეხლაც ყურში ჩამესმის, მახსოვს შენი თვალები როცა მეუბნებოდი სიტყვას "მიყვარხარ". გახსოვს გეხვეწებოდი,გთხოვდი არასოდეს მიმატოვო მეთქი....მჯეროდა რომ სულ ჩემთან იქნებოდი... თავი ჩიტი მეგონა,ჩიტი რომელმაც ეხლახან ისწავლა ფრენა და მიწაზე დაშვება არ უნდოდა...ღრუბლებში დავფრიავდი და ეს მომწონდა,იმ საოცრებების მჯეროდა რაც ცხოვრებაში არ ხდება და არც არასოდეს ხდებოდა... შენ დამაჯერე რომ მე ოცნება ამიხდებოდა,რომელზეც ხან მთალი ღამე ვოცნებობდი... ეხლა სად ხარ? სად არის შენი მოცემული პირობა? უბრალოდ გაქრა ისევე როგორც შენ გაქრი ერთ დღეს წახვედი, მაგრამ არა ჩემი გულიდან, მარტო ჩემი ცხოვრებიდან... მე ხომ შენ მხოლოდ სიყვარულს გთხოვდი,ოდნავ სიყვარულის სულ ცოტას... ახლა მთელი ღამე შენი სახე სვეტად მიდგას წინ და მიყურებს,ჩემ ცრემლებს უყურებს რომელიც არასოდეს არ მთავრდება... არ მინდა შენზე ვიფიქრო მაგრამ მეფიქრება, არ მინდა მომენატრო მაგრამ მენატრები, არ მინდა მიყვარდე მაგრამ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ... იცი? შენთვის სულს გავიღებდი, მთელ ჩემს სიცოცხლეს დაუფიქრებლად გაჩუქებდი,გულს ამოვიღებდი და სულ შენ მოგცემდი... მაგრამ შენ წახვედი... იცი? ჩემი სიცოცლის ყველა წელს შენ მოგცემდი ოღონდ ერთხელ კიდევ გამაგონა შენი ნათქვამი სიტყვა "მიყვარხარ" ... აი ,ამის მერე მშვიდად დავხუჭავდი თვალებს და სამუდამოდ წავიდოდი ამ ქვეყნიდან სახეზე ბედნიერი ღიმილით... თურმე არც ისე ძლიერი ვყოფილვარ როგორც მეგონა...
ისე უნდა გიყვარდეს ,მისი ყოველი უჯრედი უნდა იგრძნოო .. კიდე იცი რა არი მაგარი? მთელი ღამის გათენება ,რომ შეგიძლია მარტო იმიტომ,რომ მის სუნთქვას უსმინო და ფრთხილად იყო ,რიტმში რომ არ ჩამორჩე..მთელი ღამე რომ უფრთხილდები ,რომ ერთხელაც არ აგერიოს .. კიდე ისაა სიყვარული ,როცა მისი ყოველი ამოსუნთქვა შეგიძლია განასხვავო ერთმანეთისგან და იცი როცა სუნთქვას აჩქარებს რამე ცუდი ესიზმრება და მოეფერები ,რომ გააღვიძო და მერე მშვიდად ჩაეძინოს..კიდე ისაა სიყვარული,როცა ბედნიერი ხარ ,მარტო იმითი ,რომ მისი სუნთქვა გესმის...

ოდესაც დილით იღვიძებ და შენთან ერთად იღვიძებს ახალი გრძნობა, გრძნობა "არაამქვეყნიური" გრძნობა რომელიც შენშია და მხოლოდ შენია, ის პირველია, პირველიხარ მისთვის, და უკანასკნელი, რადგან ის წავა შენგან მაშინ როდესაც შენ მას ხელს კრავ და შეეცდები გააგდო შენი ცხოვრებიდან, რადგან გგონია უიმისოდ ბედნიერი იქნები და ფიქრობ რეალობა უკეთესია ვიდრე ილუზია, ვიდრე შენი სამყარო და შენს მიერ შექმნილი არსება, რომელიც იცი არ არსებობს ვერ შეეხბი, რადგან ის მხოლოდ შენშია, მხოლოდ შენია, ის შენთვის შეიქმნა და არავინ შეგეცილება მასში, როდესაც იღვიძებ და ხედავ რომ ის შენს თავთან იჯდა და გიყურებდა მძინარეს, ზიხარ და ის შენს გვერდში არამედ შენთან ერთად ზის, ის არასოდეს არ გტოვებს მარტო, მუდამ შენშია, მასთან ერთად შენს ფიქრებში აზრებში ილუზიას იქმნი, თვალებს ხუჭავ და მასთან ერთად მწვანე მდელოზე წევხარ, გისრულებს ყველა ოცნებას "კაპრიზს". გჩუქნის ოცნებებს, ასრულებულს, ყოველთვის შენთანაა, გაძლევს რჩევებს, მას შეუძლია გისმინოს და თავი არ მოაბეზრო. ის არასოდეს არ გტკენს გულს, ეს არ შეუძლია, გიყვარს მთელი არსებით გიყვარს და მხოლოდ ისაა შენში,მისი სიყვარულით ხარ სავსე, და გსურს, ყველაფერს დათმობ იმისათვის რომ თუნდაც ერთი წამით ის შენს წინ დადგეს და თვალი მოკრა,უბრალოდ ჩახედო თვალებში და დაინახო მისი სიყვარული, ამისათვის ალბად მტელ ცხოვრებას დათმობდი.შენ კი გაიძულებენ, გაიძლებენ რეალობას შეხედო და "გამოგათრიონ" შენი სამყაროდან, ცდილობენ მოგწყვიტნ არარეალობას და აგანახონ რეალობა, რომელიც მათ ასეთი ლამაზი ჰგონიათ, შენ გამოდიხარ შენი სამყაროდან, ტოვებ მას მარტო, ის კი გელოდება, გელოდება უსასრულობამდე, იწყებ ახალ ცხოვრებას, რეალობაში, რეალურ არსებებთან, რეალურ გრძნობებთან, მაგრამ გგონიათ ის გრძნობა არარეალური იყო? არა ის ყველაზე რეალური და ლამაზი იყო, დრო გადის და ცდილობ დაივიწყო, ცდილობ შეეშვა მასზე ფიქრს, მაგრამ ეს არ გამოგდის და მის დავიწყებსაც კი გაიძულებენ, გაიძულებენ არ იფიქრო, ცდილობენ ამოშალონ შენი მეხსიერებიდა, ეს კი დროთა განმავლობაში გამოდით, გადის დრო, რეალობაში, რეალურ ადამიანებთან საუბრობ, ცხოვრობ რეალობაშ და გრძნობ იქ შიგნით, შენს სხეულში რაღაც გაკლია, ეს ის არის, იგრძნობ უიმისობას, შენს ხვდები რომ გაკლია რაღაც არსება შიგნით და დაცარიელდი, ამიტომ იხსენებ მას და ცდილობ დაბრუნდე, ნელნელა მიიწევ მისკენ და ისიც იწყებს შენკენ სვლას, მაგრამ შენ მოგათრევენ გექაჩებიან რომ იქ არ დაბრუნდე, შენც წინააღმდეგობას უწევ, უკვე ძალა გეცლება და თითქოს ნებდები, მაგრამ ამ დროს, ფიქრი გვებრძვის, შინაგანად გვებრძვის, რადგან მას შენში სურს შემოჭრა, სურშ შენში დაბრუნება, შენც ჩუმჩუმად მიდიხარ და ამას ვეღარ ამჩნევენ,შენ იწყებ უკუსვლას და გრძნობ ისიც შემოდის შენში, დროდადრო კი რეალობას გაჭვრეტ და ფიქრობ, იქნებ ჯობს რეალობა, იქნებ იქ უკეთესია,ე ს ხომ მუდა ვერ იქნება შენტან, ის კი მელოდება, ელდოება და სურს შემოვიდეს, მე კი უკვე ჩემივე ნებით მას ხელს ვკრავ, ის კი იტანჯება, მაგრამ ამას თითქოს ვეღარ ვამჩნევ, რადგან მე "ბედნიერი" ვარ, ის კი იქ მარტოა ჩემს სამყაროში და მელდოება უსასრულობამდე, ალევე ქრება "ბედნიერება" უკვე მე ვიტანჯები და მსურს ის არსება ჩემში დავიბრუნო, მაგრამ ეხლა ის მიძალიანდება, თითქოს უარს ამბობს ჩემში შემოსვლაზე, მაგრამ ეხლა მე ვთხოვ და ვიბრძვი რომ დავიბრუნო, ის არავისი ყოფილა, მხოლოდ ჩემი იყო, მე კი ხელი ვკარი, ეხლა მარტო ვარ, ცუდად, უბედუი და ეხლა ვთხოვ დაბრუნებას, ის კი ხვდება და მიზალიანდება, მე ვიბრძვი, ვიბრძვი ბოლოწუთამდე ამოსუნთქვამდე და ისიც შემოდის ჩემში, ეს იცით რომელი გრძნობაა? თქვენ რომ სიყვარულს ეძახით და განიცდით რეალური არების მიმართ, მე კი მინდა გითხრათ, არავარ "გიჟი" უბრალოდ მე ის მიყვარდა და სავსე ვიყავი მისით, მაგრამ დრო გავიდა და ხელი ვკარი, რეალობაში ვისურვე დაბრუნება, ეხლა კი ვნანობ და მსურს რომ ის ჩემში დაბრუნდეს, მაგრამ ეხლა ის მიძალიანდება და არ სურს ჩემში დაბრუნდეს, მე კი ის მჭირდება :X






მსგავსი სიახლეები:
|
|
კატეგორია: სხვა სიახლეები » სიყვარული
გამოქვეყნების თარიღი: 17-02-2012, 16:28
ამოსაბეჭდი ვერსია
|
|
|
|
|
საიტის მიმდინარე სტატისტიკა
| |
|
ამჟამად საიტზეა 38 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები: - არ არიან
ბოლოს შემოსული მომხმარებლები: _frieva, hamaki, DQAnthony, hefashiomiuse, tradfennisul, madoshka, _upSera, sunsula55, ReepsyRic, chutkera, mr.gio22, lashare, vip gi, buypriligyonline, svanidze1, plurse, Objennanurb, yakuza, gomfolt, zuraboss, deme17, ave777, uchinara, hizwrisicswiz, cicino, ...marikuna..., jiquri, BoY FroM PaRaDiSe, giorgi12, veshapa_84, luka-puka, :P:P:P:P, ibizadreams, GaBOo - Mesut Özil, davitichi, megrela2000, Loveyou, jvanta, ალეკო, lipochka, AlekOOO, toko1, happy dreamer, ბესამე კარო, bebero555, delerami, malaca-malaca95, genadiradze, Reemderarry, anegdoti
| |
| | |
|
აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით
| |
|
| |
| | |
|
|