სასაცილო

საინტერესო

სხვა

ფილმები

წესები

დახმარება

კონტაქტი

გამოაქვეყნა: ზარმაცი კომენტარი: 3
რეიტინგი:
ასწორებს (+) +13 ტეხავს (-)


 

 


რას დავაბრალო ეს განშორება,
ვის ვკითხო ბედი ან სამართალი.
ნუთუ არასდროს განმეორდება,
ცხადად ქცეული ერთი ზღაპარი?
მონად ვიქეცი მე მოლოდინის,
გაურკვევლობამ მსხვერპლად მაქცია,
თუ სიყვარული იყო ჩვენს შორის
დრომ უცხოებად რატომ გვაქცია?
თუმცა ზაფხულის ცხელმაა დღეებმა,
შენზე ფიქრების ცეცხლში გამხვია,
ვერც დიდმა თოვლმა და ქარბუქებმა
ეს ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ვერ გაგაცია!
ვინ სთქვა რომ წლები კურნავს იარებს?
და დროსთან ერთად გრძნობებიც ქრება,
შუბლზე მოდებულ ბედის იარაღს,
მოლოდინი თუ გაუმკლავდება...
ხშირად ცრემლები თუ მანუგეშებს,
წარსულზე ფიქრით გული მიკვდება,
ღმერთი შენს თვალებს თუ დამავიწყებს,
ფუჭი ლოდინი არ დამჭირდება

 



მე თქვენ არ გიცნობთ,გამარჯობა,სიკვდილის ღმერთო
თქვენ მე გამიცნობთ სიკვდილისას,თქვენ ერთადერთო
აქვე ყოფილხართ,გარიჟრაჟზე მომლოდინე ვარსკვლავი დილის
მე კი მზიან დღეს გიგულებდით სიცოცხლის ხსნისთვის
აჰა,ხომ ხედავ რა შორსა ვართ მე და შენ თითქოს
სურვილი არ გაქვს დავახლოვდეთ,მე ასე ვფიქრობ
მაგრამ სადამდე?პასუხს ველი იცოდე შენგან!
რატომ დამტოვე წუთისოფლის ამაო მტერთან?
ახლა და მხოლოდ ახლა მეთქი!გიბრძანებ კიდეც
მატარო უთელ ბილიკებით,წინდაწინ ვვლიდე
მერე კი როცა დამთავრდება ოცნების ბაღი
შენ მომეგებო,მიმითვისო,გამიღო კარი
ოცნება,როგორც გულუბრყვილო,თავნება ბავშვი
გამომლევია!სხვა გზა აღარ დაგრჩება მაშინ!
ხოდა,რას ელი,მიმოფანტე კოშკები,ხალხი!
ჟამი დადგება,დაველოდები, მოისურვო დავბრუნდე სახლში


ოღონდ ნუ იტყვი,რომ შენ ახლა წასვლას აპირებ,
მთელ ჩემს ოცნებებს და იმედებს ნუ აატირებ.
ოღონდ ნუ იტყვი,რომ ეს გრძნობა სულ არ განაღვლებს,
შენი დუმილი და სიჩუმე სულ არ გამართლებს.
ოღონდ ნუ იტყვი,რომ შენ ახლა სხვასთან მიდიხარ
შენ ხომ არ იცი თუ რაოდენ ძლიერ მინდიხარ...
ოღონდ ნუ იტყვი, რომ შენ მაინც წასვლას აპირებ,
მთელ ჩემს ოცნებებს და იმედებს ნუ აატირებ.


ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს,
მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..
და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას..
მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..
დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში,
როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში..
თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს,
თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ..
ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას..
მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს..
ჩაგეხუტები..და შევიგრძნობ მოხვეულ მკლავებს..

მე ვერასოდეს დავივიწყებ ამ ლამაზ წამებს

ნამდვილ სიყვარულს ღიმილი უხდება,
ნამდვილ სიყვარულს უხდება სევდაც,
ნამდვილ სიყვარულს ორი მხარე აქვს,
ისევე,როგორც მედალს.

ნამდვილ სიყვარულს უხდება ღიმილი,
ნამდვილ სიყვარულს უხდება ფიქრი,
სიყვარულს უხება წრფელი გრძნობები,
სიყვარულს უხდება ფიქრი.

ნამდვილ სიყვარულს სჭირდება ლოდინი,
ნამდვილ სიყვარულს სჭირდება დაცდა,
ნამდვილ სიყვარულს უხდება ტირილი,
ნამდვილ სიყვარულს უხდება განცდა.

ნამდვილ სიყვარულს სჭირდება ოცნება,ოცნება ღამისთევით,
ნამდვილ სიყვარულს უხდება ამბორი,გულის საამო რხევით.

ნამდვილ სიყვარულს დაჰყვება მუსიკა,
ნამდვილ სიყვარულს ლექსი თან ახლავს,
ნამდვილი სიყვარულია ნამდვილად ეს გრძნობა,
მე რომ განვიცდი ახლა..



ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის 
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

 

 

br /

img src=





მსგავსი სიახლეები:

სიყვარულის ლექსი    სიყვარულის ლექსი
ლამაზი ლექსები    ლამაზი ლექსები
მონატრება    მონატრება
კარგი ლექსებია    კარგი ლექსებია
პატარა ლექსები    პატარა ლექსები
კატეგორია: სხვა სიახლეები » სიყვარული
გამოქვეყნების თარიღი: 14-02-2012, 21:36
ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 
1. xatia-13 (კლუბის წევრი) აქვს 11 სიახლე და 161 კომენტარი
inlove მაგრებიააააააააააააააააააააააააააააააა

 
=)
2. lapuchelibilibleki (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 2 კომენტარი
მაგარიაააა

 
3. ვეკო (VIP) აქვს 37 სიახლე და 1509 კომენტარი
smile კარგიიაააააააააა

 
love feel მაინც ))

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ვიმეგობროთ Facebook-ზე!


საიტის მიმდინარე სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა 36 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
hamaki

ბოლოს შემოსული მომხმარებლები:
_frieva, hamaki, DQAnthony, hefashiomiuse, tradfennisul, madoshka, _upSera, sunsula55, ReepsyRic, chutkera, mr.gio22, lashare, vip gi, buypriligyonline, svanidze1, plurse, Objennanurb, yakuza, gomfolt, zuraboss, deme17, ave777, uchinara, hizwrisicswiz, cicino, ...marikuna..., jiquri, BoY FroM PaRaDiSe, giorgi12, veshapa_84, luka-puka, :P:P:P:P, ibizadreams, GaBOo - Mesut Özil, davitichi, megrela2000, Loveyou, jvanta, ალეკო, lipochka, AlekOOO, toko1, happy dreamer, ბესამე კარო, bebero555, delerami, malaca-malaca95, genadiradze, Reemderarry, anegdoti

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    მაი 2012    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

Ministry of Humor! - იუმორის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2012 - ყვე უფება დაცუია!