|
|
|
|
|
რეიტინგი:
+18
|
|
|
|
მე რომ წავალ, ალბათ იტყვის დედა, ეს რა კარგი გამიზრდია შვილი და ინატრებს, ის დრო მისცა ნეტავ, პირველად რომ დამიკერა ღილი … როცა წავალ, გაიხსენებს მამა, პირველად რომ მნახა უკვე დიდი .. კარგია, რომ არ გამათამამა, კარგია, რომ ასე კარგად მსჯიდი … წავალ, მჯერა, მერე იტყვის ქალი, შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად, ეცოცხლაო, ყოფილიყო მთვრალი, მთავარია, ვიქნებოდით ერთად. მე არ ვიცი, რას იფიქრებს შვილი, ალბათ, ცუდს და ალბათ, ცოტა კარგსაც, თვითონ ვიცი, მოვაკელი ხილი და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც. რას იტყვიან ძმები წავალ როცა, ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას, ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა, ჩემს გარეშე აჰყვებიან გრძნობას .. იქ კი ვიცი, ვინც დამხვდება იტყვის: მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას, კარგი არ უკეთებია თითქმის, თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას …. მე მინდა, რომ ვუპასუხო ყველას: ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას - მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას, არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას!
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს, აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია… აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი, აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი… აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში, აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”… აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები… ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა *** არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა… და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა… *** გადის ცხოვრება, გადის… მაისი თრთოდა სხვადასხვა ფერად, მოხვედი, ჰოდა: ვიყოთო ერთად…
უსიტყვოდ გენდე (ნეტავ ვინ მთხოვა?) და იმის შემდეგ არ წყდება თოვა… ცხოვრება გადიიიის… *** ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს, იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?! მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო -ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო. იქვე იყო კარი მოპირდაპირე, იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე. ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა) ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა. *** აღარ დამრჩა გული, ღვიძლი, მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი… აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი, მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი.. აღარ დამრჩა ნერვი ღერი, მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი… მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ, რადგან ერთი რაღაც დამრჩა… *** ზღვამ გადაყლაპა მზე, შეიგრძნო მისი ეშხი… როგორც შენ ერთხელ მე, შემომიტყუე შენში… *** დაიღალა მთვარე ღამით, დღემ დაღალა მზე. დაიღალნენ მთები ზვავით, ზღვამ იცვალა ზნე. *** დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები -sol-fa-mi-re-do ერთადერთი, ეს თავხედი, არ იღლება დრო… *** წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს, სანაპიროს რითი აღარ გვივსებს… ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს, -შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს… *** იბრძვიან, ნაღდი ომია (შუაში მსაჯად ვდგევარ), სული და ფიზიონომია. დამნაშავე კი , მე ვარ… *** მე რომ შემეძლოს ჩხუბის ატანა, ქუჩა-ქუჩა კი აღარ ვივლიდი, ჩვენ ვიქნებოდით ერთად პატარავ და როგორც სულთანს შენ მომივლიდი… *** მაგრამ სად არი ბაირამობა -ბედი დაგდევდეს ფეხდაფეხ სულ თან. ეს ალბათ უკვე აღარ გამოვა, სულთანი არის შორი შენს სულთან. *** ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა… ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა… ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა… ჩემი ქვეყანა გულის შეტევა… ჩემი ქვეყანა სულგაშლილია… ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია… ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი… მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი









მსგავსი სიახლეები:
|
|
კატეგორია: ცნობ. ადამიანები, ლექსები
გამოქვეყნების თარიღი: 11-02-2012, 20:25
ამოსაბეჭდი ვერსია
|
|
|
|
|
საიტის მიმდინარე სტატისტიკა
| |
|
ამჟამად საიტზეა 35 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები: hamaki, mr.gio22
ბოლოს შემოსული მომხმარებლები: hamaki, DQAnthony, hefashiomiuse, tradfennisul, madoshka, _upSera, sunsula55, ReepsyRic, chutkera, mr.gio22, lashare, vip gi, buypriligyonline, svanidze1, plurse, Objennanurb, yakuza, gomfolt, zuraboss, deme17, ave777, uchinara, hizwrisicswiz, cicino, ...marikuna..., jiquri, BoY FroM PaRaDiSe, giorgi12, veshapa_84, luka-puka, :P:P:P:P, ibizadreams, GaBOo - Mesut Özil, davitichi, megrela2000, Loveyou, jvanta, ალეკო, lipochka, AlekOOO, toko1, happy dreamer, ბესამე კარო, bebero555, delerami, malaca-malaca95, genadiradze, Reemderarry, anegdoti, maria tania
| |
| | |
|
აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით
| |
|
| |
| | |
|
|