|
გამოაქვეყნა: ზარმაცი კომენტარი: 3
რეიტინგი:
|
||||||||||||
|
გოგონა : გილოცავ ვალენტინობას !
ბიჭი : მეც ასევე! (გოგონა ბიჭს შოკოლადით სავსე ყუთს აწვდის, ბიჭი კი სანაცვლოდ ძალიან პატარა ყუთს აძლევს. გოგონა გაწბილებულია) ბიჭი : სანამ გახსნიდე მინდა, რომ იცოდე, მე აღარ მინდა ვიყო შენი შეყვარებული... გოგონა ცრემლებს იკავებს, ხსნის ყუთს. ბიჭი : მე მინდა რომ შენი ქმარი ვიყო (ამბობს ბიჭი და ყუთსი მოთავსებულ ბეჭედს გოგონას უკეთებს ხელზე) კაცების 1/3 და ქალების 1/5 ამჯობინებს, ამ დღეს საჩუქარი არ მიიღოს. დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ამ დღეს ყიდულობს საჩუქარს შინაური ცხოველისთვის. ამერიკელი ქალების 15% საკუთარ თავს უგზავნის ყვავილებს. ორსულობის დასადგენი ტესტები ყველაზე მეტი მარტში იყიდება, სხვა თვეებთან შედარებით. პენიცილინი, რომელიც შველის ვენერიულ დაავადება სიფილისს, საზოგადოებას წარუდგინეს 1929 წლის 14 თებერვალს. ვალენტინის მისალოცი ბარათების 50% დღესასწაულამდე 6 დღით ადრე იყიდება. მსოფლიოში ამ დღეს მილიარდამდე ბარათს გზავნიან და ჩუქნიან, რაც შობის შემდეგ რიგით მეორე ყველაზე მასშტაბურ დღესასწაულს ხდის მას. ბარათების დაახლოებით 85%-ს ქალები იღებენ. იაპონიაში ვალენტინის დღეს ქალები კაცებს შოკოლადს ჩუქნიან. ამ ტრადიციის დამკვიდრებაში დიდი წვლილი შოკოლადის მწარმოებელ კომპანიებს მიუძღვით. კაცები სამაგიეროს უბრუნებენ 14 მარტს, რომელსაც თეთრ დღეს ეძახიან. ვალენტინის დღეს დაქორწინდნენ: ელტონ ჯონი და რენატა ბლაუელი, მეგ რაიანი და დენის ქუიდი, პამელა ანდერსონი და ტომი ლი. 1779 წლის 14 თებერვალს ჰავაის აბორიგენებმა დიდი ინგლისელი მკვლევარი და მოგზაური, ჯეიმს კუკი მოკლეს. ვალენტინობის დღესასწაულზე და წინა ორ დღეს დაახლოებით 110 მილიონი ვარდი იყიდება, უმეტესად წითელი ფერის. ვალენტინობის დღესასწაულზე გულის ფორმის 35 მილიონ შოკოლადს გზავნიან საჩუქრად. კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში სამი წმინდანი არსებობს ვალენტინის სახელით, აქედან ნებისმიერი შეიძლება იყოს დღესასწაულთან კავშირში. შუასაუკუნეებში მანდილოსნებს სჯეროდათ, რომ რომელ მამაკაცსაც დაინახავდნენ პირველად ამ დღეს, მომავალში მათი ქმარი გახდებოდა. 14 თებერვალს ბევრი ჩიტი წყვილდება. ამის გამო ზოგი მიიჩნევს, რომ დღესასწაულს სათავე მათგან მიეცა. ძველი ცრურწმენით, თუკი ვალენტინობის დღესასწაულზე გაუთხოვარ ქალს გულწითელა გადაუფრენს თავზე, მეზღვაურს გაჰყვება ცოლად. ბეღურა ღარიბი კაცის, მაგრამ ბედნიერი ცხოვრების ანალოგია, ჩიტბატონა კი მდიდარი ქმრის. ქალაქ ვერონაში ჯულიეტას სახელზე ყოველ წელს 1000-მდე ვალენტინის ბარათი იგზავნება. ![]() ![]() ვალენტინობაც ახლოვდება და საჭიროა თქვენი საყვარელი ადამიანისათვის საჩუქარი მისი გემოვნების გაანებივრეთ საკუთარი თავი. სწორედ ამიტომ, ჟურნალმა ELLE-მ შემოგვთავაზა საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის, რათა თქვენ ბევრი ფიქრი აღარ მოგიწიოთ საჩუქრის შერჩევაზე. გოგობმა ბიჭებს შეგიძლიათ აჩუქოთ ჰალსტუხი, სუნამო მამაკაცისთვის, საათი, ძვირფასი ფეხსაცმელი და ა.შ ![]()
წინასწარ გილოცათ ყველას
მსგავსი სიახლეები:
|
||||||||||||
|
კატეგორია: საინტერესო ამბები, საინტ. სურათები, სიყვარული გამოქვეყნების თარიღი: 10-02-2012, 20:54 ამოსაბეჭდი ვერსია |
||||||||||||
Facebook-ის კომენტარები |
|||||
| |||||
ინფორმაცია |
||
|
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება. გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია |
||









