სასაცილო

საინტერესო

სხვა

ჩათი

წესები

დახმარება

კონტაქტი

ავტორი: ciko კომენტარი: 3 ნახვა: 1346
+6


არისტოკრატული, უმშვენიერესი ფრანგული პარფიუმერიისკომპანია კრისტიან დიორი (Christian Dior Perfume) შექმნა ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა კრისტიან დიორმა (1905—1957).


კრისტიან დიორი დაიბადა 1905 წლის 21 იანვარს ნორმანდიის ქალაქ გრანვილში საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. მამამ ქონება დააგროვა ქიმიური სასუქის ვაჭრობით და 1911 წელს გადავიდა საცხოვრებლად პარიზში. კრისტიანი იყო ოჯახში მეორე ბავშვი და საწყისი განათლება მიიღო სახლში. ოჯახი ფიქრობდა მისთვის დიპლომატიური კარიერის აწყობას. აქედან გამომდინარე კრისტიან დიორმა ჩააბარა პოლიტიკური მეცნიერების თავისუფალ სკოლაში, მაგრამ მას ყველაფერზე მეტად აინტერესებდა მხატვრობა.

 

 


1928 წელს დიორმა და მისმა მეგობარმა ჟან ბონჟაკმა გახსნეს გალერეა, რომელშიც გამოფენილი იყო პიკასოს, მატისის და დერენის ნახატები. გალერეას აფინანსებდა მისი მამა.

1931 წელი დიორების ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. გარდაიცვალა კრისტიანის დედა. მამის ბიზნესი კი გაკოტრდა და იგი დაავადდა მძიმე სენით – ტუბერკულიოზით. ყველაფერი ამის გამო კრისტიან დიორი იძულებული ხდება დაკეტოს გალერეა და დაიწყოს თავისი შექმნილი კაბების და ქუდების ესკიზების გაყიდვა. ესკიზები საკმაოდ სწრაფად გახდა იმდენად პოპულარული, რომ მათი სურათების დაბეჭდვა დაიწყო იმ დროისთვის ერთ–ერთმა ცნობილმა  ჟურნალმა Le Figaro Illustre.   

კრისტიან დიორი (Christian Dior), ბრენდის ისტორია


1938  წელს კრისტიანის ნამუშევრები ექცევა იმ დროისთვის ცნობილი დიზაინერის – რობერტ პიკეს (Robert Piguet) მხედველობის არეში. მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა ხელი შეუშალა დიორის სამოდელო ბიზნესს. იგი მიდის სამხედრო სამსახურში და 1941 წლამდე მსახურობს საფრანგეთის სამხრეთით. 

 

 

1941 წელს დიორი ბრუნდება პარიზში და იწყებს მუშაობას სამოდელო სახლ Lucien Lelong – ში.

1942 წელს კრისტიანი ქმნის პარფიუმერიის ლაბორატორიას, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც კომპანია "კრისტიან დიორის პარფიუმერია" (Christian Dior Perfume).

 

კრისტიან დიორი (Christian Dior), ბრენდის ისტორია

 

 

"სუნამო – ეს არის ქალის პიროვნების აუცილებელი ატრიბუტი, ეს არის კაბის დამამთავრებელი აკორდი" – ასე ხსნიდა შემდგომ კრისტიანი თავის ჩანაფიქრს. 


ომის შემდეგ 1946 წელს ტექსტილის ფაბრიკის Marcel Boussac ფინანსური დახმარებით კრისრიანი ხსნის საკუთარ სამოდელო სახლს. 

1947 წელს პირველივე კოლექცია იქმნება აბსოლუტურად ახალი კონცეფციით New Look. ეს იყო კრინოლინის ახალი ვარიანტით შექმნილი ტანზე მომდგარი ტანისამოსის რომანტიული სტილი. 

ტანსაცმლის სილუეტში მან გამოხატა თავისი შეხედულება ქალურობაზე, რომელიც ომის პერიოდში აკლდა ქალის ტანისამოსს. დიდ გაჭირვებას და ომს გამოვლილმა საზოგადოებამ უცბათ აიტაცა დიორის ახალი სტილი. ამავე წელს მას მიანიჭეს მაღალი მოდის ოსკარის პრემია.
1957 წლამდე დიორი აგრძელებდა წელიწადში ორჯერ ახალი კოლექციების და მიმართულებების შექმნას სხვადასხვა დასახელებით.  ყველა მის კოლექციას, ისევე როგორც თითოეულ კაბას ჰქონდა მინიჭებული კონკრეტული თემის სახელი. დიორის მოდების ყველა ჩვენება წარმოადგენდა დაუვიწყარ მოვლენას, რომელშიც ყველა კაბა იყო შექმნილი გარკვეული პერსონაჟისთვის.

პარალელურად დიორის სახლი ცნობილი ხდება, როგორც კოსმეტიკის და სუნამოს მწარმოებელი. 1955 წლიდან იწყება დიორის ტუჩსაცხის, ხოლო 1961 წლიდან ფრჩხილების ლაქის წარმოება.

1957 წლის 24 ოქტომბერს უდიდესი დიზაინერი კრისტიან დიორი, რომელიც იმყოფებოდა იტალიაში სამკურნალოდ  52 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

კრისტიანის სიკვდელის შემდეგ, ახალგაზრდა ივ სენ ლორანი (Yves Saint Laurent), რომელიც დიორის კომპანიაში მუშაობდა 1953 წლიდან, ხდება ფირმის წამყვანი მოდელიერი.  

1960 წელს ლორანი მიდის სამხედრო სამსახურში და მის ადგილს 1989  წლამდე იკავებს მარკ ბოანი (Marc Bohan), 

შემდეგ კი ჟიანოფრანკო ფერრე (Gianfranco Ferre), რომელიც განათლებით არქიტექტორია.  

ფერრე დიდი სერიოზულობით მიუდგა დაკისრებულ მოვალეობებს და გადაწყვიტა, რომ დიორის სახლს აუცილებლად სჭირდებოდა "ახალი სიცოცხლე". არჩევანი შეჩერდა ექსცენტრიულ ინგლისელზე ჯონ გალიანოზე. იგი აღმოჩნდა დიორის სახლისთვის საუკეთესო დიზაინერი. მან გასული საუკუნის დიორის მოდელებში შემოიტანა თანამედროვე სტილი, რითაც მოდელები გახადა უფრო მეტად ექსტრავაგანტული და თანამედროვე.
 
დღევანდელ დღეს კრისტიან დიორის სახლი თანაბრად ცნობილია როგორც ტანსაცმლის სტილით, ასევე ერთ–ერთი წაქმყვანია პარფიუმერიის და აქსესუარების სფეროში.



 
იმედია სიახლე მოგეწონათ smile
 




მსგავსი სიახლეები:

სპორტული ბრენდი ადიდასი    სპორტული ბრენდი ადიდასი
ცნობილი ბრენდები    ცნობილი ბრენდები
eminem-ის ბიოგრაფია    eminem-ის ბიოგრაფია
კომპანია Nokia-ს ისტორია    კომპანია Nokia-ს ისტორია
10 ყველაზე გავლენიანი ადამიანი    10 ყველაზე გავლენიანი ადამიანი
კატეგორია: საინტერესო ამბები, საინტ. სურათები, სხვა სიახლეები, გოგონებისთვის
გამოქვეყნდა: 8-02-2012, 16:15 ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 
1. ვეკო (VIP)
0
აქვს 49 სიახლე და 1944 კომენტარი   
kiss ციციი ,,, როგორც ყოველთვის გამართული და მშვენიერი სიახლეეე kiss +1

       

 
2. ciko (VIP)
0
აქვს 9 სიახლე და 3043 კომენტარი   
ციტატა: vekoo
ციციი ,,, როგორც ყოველთვის გამართული და მშვენიერი სიახლეეე +1

მადლობა smile მე უკმაყოფილო ვარ ჩემი სიახლით..მეტი შემიძლია მაგრამ...

          

 
:))
3. niniko_nini (VIP)
0
აქვს 351 სიახლე და 3774 კომენტარი   
smile smile კარგია საინტერესოა +1

            

 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ავტორიზაცია


ვიმეგობროთ Facebook-ზე!



საიტის მიმდინარე სტატისტიკა

სულ დარეგისტრირებულია 98513 მომხმარებელი.
ამჟამად საიტზეა 71 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
Seftpsype

ადმინისტრატორიმოდერატორიVIP 
 VIPკრიტიკოსიკლუბის წევრი

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    ნოემბერი 2014    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930


OXUN.GE - იუმორით სავსე გვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2010-2014 - ყვე უფება დაცუია!
 
saitebi.ge height=   mcvane.ge

პირადი შეტყობინებები

თქვენი მიმოწერები