სასაცილო

საინტერესო

სხვა

ფილმები

წესები

დახმარება

კონტაქტი

გამოაქვეყნა: ana17 კომენტარი: 0
რეიტინგი:


 

***

 წარმომავლობით ძველ-ბერძენია.

 სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!

 ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია

 -მე რაც არ ვიცი, ისიც იციან…

***

ვის გაუგია ივლისში თოვა?!

 მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.

 მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,

 რომელიც თოვლის ალერსით ყვავის…

***

მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,

 გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები…

 როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?

 როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

***

მოიწყინა ქვეყანამ,

 უკვე კარგა ხანია .

 სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,

 ვეღარც კარგი ბანია .

***

ირგვლივ იმდენი ყალბია

 და ჩემთან ერთად სვამს.

 ირგვლივ გვამები დარბიან

 სამაგიეროდ მწამს:

 

როგორც არ უნდა გათოვდეთ,

 გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.

 -ყოველთვის არის , გახსოვდეთ,

 ,,მაგრამ” და ,,სამაგიეროდ

***

ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,

 აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…

 აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,

 აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…

 აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,

 აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…

 აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…

 ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა

***

არ ჩერდებაო დრო,

 ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…

 და ეთანხმება ბრბო,

 ასე არ არის განა?!

 -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,

 დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…

 

 





მსგავსი სიახლეები:

გომელაურის ძაან მაგარი ლექსი    გომელაურის ძაან მაგარი ლექსი
ნიკო გომელაურის ლექსები (ნაწილი 1)    ნიკო გომელაურის ლექსები (ნაწილი 1)
ნიკო გომელაურის თბილისი    ნიკო გომელაურის თბილისი
ნიკო გომელაურის ლექსები    ნიკო გომელაურის ლექსები
ნიკო გომელაურის ლექსების კრებული    ნიკო გომელაურის ლექსების კრებული
კატეგორია: საინტერესო » ლექსები
გამოქვეყნების თარიღი: 10-01-2012, 18:17
ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ვიმეგობროთ Facebook-ზე!


საიტის მიმდინარე სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა 39 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
madoshka, mr.gio22

ბოლოს შემოსული მომხმარებლები:
madoshka, _upSera, sunsula55, ReepsyRic, chutkera, mr.gio22, lashare, vip gi, buypriligyonline, svanidze1, plurse, Objennanurb, yakuza, gomfolt, zuraboss, deme17, ave777, uchinara, hizwrisicswiz, cicino, ...marikuna..., jiquri, BoY FroM PaRaDiSe, giorgi12, veshapa_84, luka-puka, :P:P:P:P, ibizadreams, GaBOo - Mesut Özil, davitichi, megrela2000, Loveyou, jvanta, ალეკო, lipochka, AlekOOO, toko1, happy dreamer, ბესამე კარო, tradfennisul, bebero555, delerami, malaca-malaca95, genadiradze, Reemderarry, anegdoti, maria tania, giorgi9191, _frieva, GNRM

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    მაი 2012    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

Ministry of Humor! - იუმორის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2012 - ყვე უფება დაცუია!