სასაცილო

საინტერესო

სხვა

ჩათი

წესები

დახმარება

კონტაქტი

ავტორი: Ani :) კომენტარი: 0 ნახვა: 5483
+6


 

ვარდი ხარ?! 
ვარდი ხარ?!ვარდის რტოდ ვიქცე მინდა,

ნამი ხარ?! ვარდად ვიქცევი უცებ,

რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა,

ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.

 

ცა ხარ?! ვარსკვლავად ვიქცევი კენტად.

ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?!

ჩავიდენ ცოდვას,ჩამოვალ შენთან,

რომ სული ჩემი შემოგთავაზო.

       
როგორ მიყვარხარ! 


როგორ მიყვარხარ! გრძნობას ვერ ვმალავ,

მკლავს უნდობლობა შენი ფარული,

რით დაგარწმუნო, არ მყოფნის ძალა,

რით დაგიმტკიცო ეს სიყვარული.

 

ჩემი უბრალო სიტყვის არ გჯერა,

რით გაგიფანტო ეჭვი ტიალი,

მიყვარხარ! თუგინდ გითხრა ასჯერაც,

მაინც არ გჯერა ჩემი ტრფიალი.

 

რატომ ოქროთი მდიდარი არ ვარ,

არ დავზოგავდი შენთვის ათასებს,

შემოგავლებდი ოქროს და ქარვას,

შემოგწირავდი დიდ-დიდ ალმასებს.

 

მეფე რომ ვიყო, ლალებით სავსე

გვირგვინს დავთმობდი, ოღონდ სუროთა,

ოღონდ ყვავილთა გვირგვინი თავზე

შენი ხელებით მე დამხუროდა.

 

რომ ცისარტყელა ვიყო შვიდფერი,

ჩუმად, სიტყვასაც კი არ გეტყოდი,

მე დავტოვებდი ლაჟვარდს სიმღერით

წელზე სარტყელად შემოგერტყმოდი.

 

მზე რატომ არ ვარ, ღრუბლებში სადმემე

დავტოვებდი სამყაროს ფართოს,

თვალს დავხუჭავდი ყველაფრისადმი

რომ შენს თვალებში მეცქირა მარტო. 

   

როცა მოწყენით კაცს ქმნიდა
 

როცა მოწყენით კაცს ქმნიდა ღმერთი, 
მრისხანე იყო, შუბლშეჭმუხვნილი 
ღთის მოწყენისგან ღრუბელი გაჩნდა, 
ღვთის რისხვისაგან - ჭექ ქუხილი. 
ქალს?! ქალს სიხარულის ცრემლებით ქმნიდა, 
ღმერთი არ გრძნობდა ქვეყნის სიმძიმეს 
იმ ცრემლებისგან ვარკსვლავი გაჩნდა 
და ყოველ ღამე ცაზე ციმციმებს!
   

 

 





მსგავსი სიახლეები:

სტატუსები    სტატუსები
მე მეშინია...    მე მეშინია...
სასიყვარულო მესიჯები    სასიყვარულო მესიჯები
ჩუმი სევდა    ჩუმი სევდა
შანდორ პეტეფი    შანდორ პეტეფი
კატეგორია: საინტერესო » ლექსები
გამოქვეყნდა: 9-01-2012, 22:45 ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ავტორიზაცია


ვიმეგობროთ Facebook-ზე!



საიტის მიმდინარე სტატისტიკა

სულ დარეგისტრირებულია 98531 მომხმარებელი.
ამჟამად საიტზეა 92 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
nugonugo1111, Seftpsype, nikonaime, Seftpsype, Sniper5, Seftpsype

ადმინისტრატორიმოდერატორიVIP 
 VIPკრიტიკოსიკლუბის წევრი

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    ნოემბერი 2014    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930


OXUN.GE - იუმორით სავსე გვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2010-2014 - ყვე უფება დაცუია!
 
saitebi.ge height=   mcvane.ge

პირადი შეტყობინებები

თქვენი მიმოწერები