სასაცილო

საინტერესო

სხვა

ფილმები

წესები

დახმარება

კონტაქტი

გამოაქვეყნა: Fabulous Killjoy კომენტარი: 59
რეიტინგი:
ასწორებს (+) +48 ტეხავს (-)


საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია – მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.



ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია  წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. ,,ბასილას კვერები.”   წმინდა ბასილი დიდს ახალ წელთან ერთი საინტერესო სადღესასწაულო ატრიბუტი – ,,ქართული ნაძვის ხე”  – ჩიჩილაკი აკავშირებდა. ჩიჩილაკი  თხილის ტოტისგან ითლება და თავისივე ნათალი ჩამოუყვება ვერტიკალურად. ხალხში ჩიჩილაკს ,,ბასილას წვერს” ეძახიან. ჩირითა და სუროს ფოთლებით მორთულ ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა დღეს კი ,,ბასილას წვერებს” აუცილებლად წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს.



თუშეთი

ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ „წელწდობას“ მოწიწებით ეგებებიან.        საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს „ქრისტეს საგძალს“, კაცზე „ბაცუკაცს“ და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას – ძუძუები, ცხვრისას – დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და „კერის კვერს.“ საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!


ხევსურეთი
 

ხევსურები ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო. ახალწელიწადს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.



ფშავი
 

მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან „ნაყრს“ – ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: „წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო.“ ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს, „დააბერებს“ და ერთმანეთს ეტყვიან: „ეგრემც ტკბილად დამიბერდიო“. გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან.

 

 

მესხეთ-ჯავახეთი 

საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ აცხობდნენ: „ხარის ქედის“ მრგვალ კვერებს, ცხვრის „ბუჟუნას“, რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, „ბედის პური“ ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს. შემდეგ დიასახლისი აცხობდა „ბანის პურებს“ და „ქათამ-წიწილას“ პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტებს უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებსაც.: ცელს, გუთანს, ძროხის ძუძუებს, პურის ორმოს, ქერისას და დიკისას. ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა. მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; „ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი.“

 

საახალწლო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

საინგილო
(ჰერეთი) 

საინგილოში საახალწლოდ დაამზადებენ ხონჩას; დააწყობენ ზედ პურებს, ლავაშს, დადგამენ ჯამით თაფლს, ერბოს, არაწით ღვინოს, ბამბის წითელ და თეთრ ძაფებს და სახლის-დიდთან ერთად წავლენ ვენახის საკვლევად. მივლენ ერთ კარგ მოსავლის მომცემ ვაზთან. სახლის უფალი ჯერ გასხლავს ვაზს, მერე ააგებს, ჭიგოების ჩარჭობის დროს ნიადაგს ღვინით მოალბობენ; იგივე უფროსი ვაზის ძირში დაკლავს წითელ ფრთოსან მამალს, წითელ ფრთებს მოაგლეჯს და ბამბის ძაფით ამ ფრთებს ჭიგოსა და ვაზზე მიაკრავს და თან იტყვის: „ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა.“ თითო ლუკმა პურს ამოაწებენ თაფლსა და ერბოში, შეჭამენ, ცოტა ღვინოს მოსვამენ და შინ დაბრუნდებიან. ახალი წლის დღეს ინგილოებმა სადილი იციან ადრე. უფრო ქათმის წვენსა და ფლავს აკეთებენ. სადილად მოელიან გარეშე მეკვლესაც, რომელიც უნდა იყოს ვინმე ბედისგან დაუჩაგრავი, ან ნათესავი, ან ნაცნობი. მანამ მეკვლე არ ეწვევათ, არავის მიიღებენ სახლში.


საახალწლო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

გურია
-სამეგრელო 

გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.

სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებს.“ საუზმის შემდეგ კი დაიწყება თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.

ახალწელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ბოლოს ღორის თავს აიღებს, საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის: „აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელი“-ო. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს ულოცავენ.



რაჭა 

ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს „კერია-ბერია“-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას „მაკვრიელი“ ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით „შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის“, შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს „კერია-ბერია“-ს უნაწილებენ.



სვანეთი 

ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ).“ სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.

 

ქართლი 

 

ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე „დასაბერებლად“ თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს“ უწოდებენ.



და ბოლოს  ალბათ ყველასთვის უსაყვარლესი ტრადიცია-საჩუქრების გაცემა და მიღება. იგი უკავშირდება მოგვების მიერ ჩვილი ქრისტესთვისთვის საჩუქრების მირთმევას. კომენტარებში დაწერეთ რა საჩუქარი გინდათ რომ თოვლის ბაბუამ მოგიტანოთ smile (ალბათ ვიღაც იფიქრებს, მოცლია ამასო, კომენტარში რომ დავწერო "ძაან" არ ამიხდესო, მაგრამ მაინც დაწერე, რა იცი რა ხდება bigsmile )



წყარო:

www.presage.tv 

www.tbilisi.gov.ge  

 www.google.com





მსგავსი სიახლეები:

ახალი წელია    ახალი წელია
ქართულ-რუსული სასაუბრო    ქართულ-რუსული სასაუბრო
ბარბარიზმები, ჟარგონები    ბარბარიზმები, ჟარგონები
შობა-ახალი წლის რიტუალები საქართველოში    შობა-ახალი წლის რიტუალები საქართველოში
პეპე ერთ კვირაში დაბრუნდება?    პეპე ერთ კვირაში დაბრუნდება?
კატეგორია: საინტერესო ამბები, საქართველო
გამოქვეყნების თარიღი: 30-12-2011, 11:41
ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 
1. Mmarita...♥ (კლუბის წევრი) აქვს 4 სიახლე და 41 კომენტარი
ვაიმე დედა ასე ვერაფერს წავკითხავვ bigsmile

 
2. Fabulous Killjoy (მოდერატორი) აქვს 135 სიახლე და 3479 კომენტარი
Mmarita...♥ შევასწორე smile

 
"საკალელიი" სმაილები inlove , მპუა-მპუები kiss , მოფერებითი "მაარ"-ები bear და ეკაიფეთ ბებიათქვენებს რაა facepalm

ერთი წლის წინ ყველაფერი რა კარგად იყო nod
3. tik-tok (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 273 კომენტარი
მე აღარ მჩუქნის თოვლის პაპა საჩუქრებს :(უპრო სწორად დედაჩემი და მამაჩემი აღარ მყიდულობენ მაგრამ ყოველ წელს მაინც ვიხედები ნაძვისხის ქვეშ მე მინდა ნაგაზის ლეკვი საახალწლოდ smile bear

სიახლე კარგია ბევრი გიშრომია +1 kiss

 
მე ვერთობი ჩემი ერთადერთი სიცოცხლით, რომელიც კაცმა არ იცის რა ჯანდაბად მინდა
4. marRR (კლუბის წევრი) აქვს 8 სიახლე და 382 კომენტარი
yes clapping nod

 
სიკვდილის წინ პესიმისტი ხედავს გვირაბს, ოპტიმისტი სინათლეს გვირაბის ბოლოს, რეალისტი ხედავს გვირაბს, სინათლესა და მატარებელს, მატარებლის მემანქანე - კი რელსებზე მდგარ სამ იდიოტს...
5. Levani (VIP) აქვს 190 სიახლე და 2893 კომენტარი
+1

 
ნამდვილია ის ირემი, რომელსაც ბორჯომის ბოთლი ახატია...
6. irmako... (კლუბის წევრი) აქვს 20 სიახლე და 144 კომენტარი
გაიხარე დიდი მადლობაა ჩემი სკოლის პროექტი მზადაა :D:D:D ისე კაი იყო მომეწონაა bigsmile

 
შუქი ქრებოდა,დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა,მთავარი გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა,დარბაზში ტაში ხრიალებდა აღარ წყდებოდა..!და ყველა გმირის წამოდგომას ელოდებოდა...მაყურებელი ფეხზე იდგა ვერც კი ხვდებოდა,რომ სცენაზე მსახიობი მართლა კვდებოდა!
7. Tammuna (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 70 კომენტარი
კახეთი რატომ არ არის? რა დავაშავეთ კახელებმა? მე ძალიან მიყვარს ახალი წელი და ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს kiss kiss ხვალ 00:00 საათზე უკვე ყველას კარებს 2012 წელი შემოაღებს და გისურვებთ ეს წელი თქვენთვის სიკეთის. სიყვარულის, ბედნიერების და ყველაფერი კარგის მომტანი ყოფილიყოს party party kiss kiss

 
8. bleach (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 32 კომენტარი
იმერეთი რატომ არააა? ტუ სამეგრელოსა და გურიაში შედის?

Tammuna

შენც ასევე

 
სინანული გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის.

ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას.

ჭკვიანი კაცი მტრისგანაც სწავლობს.
9. VI AI PI (კომენტატორი) აქვს 20 სიახლე და 1767 კომენტარი
(":good:","smid_14")

 
როცა ქვედაიზიდები ზე მაშინ ზედაიზიდები ქვე
10. rokera (კლუბის წევრი) აქვს 72 სიახლე და 576 კომენტარი
Tammuna ყველაფერი კარგის მომტანი იყოს და როგორც ჩემმა კლასელმა თქვა ,,მიეწიეთ მამათქვენებს'' bigsmile

FabulousВ Killjoy რაც შეეხება სიახლეს... ყოველთვის გამოირჩევი გემრიელი სიახლეებით smile

 
ბაიკერობა მიიიინდაააა = ( ➷❤➹➷❤➹➷❤➹➷❤➹ ➷❤➹ ➷❤➹➷❤➹

➷❤➹Daughtry➷❤➹

ჩემი ზღვის გოწუნიააა :*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*
11. nika27 (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 9 კომენტარი
იმერეტი სადაა?

 
12. rokera (კლუბის წევრი) აქვს 72 სიახლე და 576 კომენტარი
nika27 ან სკლეროზი და ან ვერ დაღეჭა bigsmile

 
ბაიკერობა მიიიინდაააა = ( ➷❤➹➷❤➹➷❤➹➷❤➹ ➷❤➹ ➷❤➹➷❤➹

➷❤➹Daughtry➷❤➹

ჩემი ზღვის გოწუნიააა :*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*
13. emka (კომენტატორი) აქვს 31 სიახლე და 1765 კომენტარი
აუ ხვალ 31 იაა worried ეე punch
imereTi ar iyo dull მაგრამ კაია.. bigsmile bear
bear

sun

 
მშიააააააააააა..

facepalm facepalm
14. Fabulous Killjoy (მოდერატორი) აქვს 135 სიახლე და 3479 კომენტარი
რა ყველა იმერელი ხართ კაცო? belay
წყაროებში არ იყო იმერეთი bigsmile bigsmile

 
"საკალელიი" სმაილები inlove , მპუა-მპუები kiss , მოფერებითი "მაარ"-ები bear და ეკაიფეთ ბებიათქვენებს რაა facepalm

ერთი წლის წინ ყველაფერი რა კარგად იყო nod
15. Levani (VIP) აქვს 190 სიახლე და 2893 კომენტარი
VIВ AIВ PI,
ვა შენ ჯავასკრიპტიც იცი?


მარი კიდევ ერთ +1 თუ გინდა რაჭა ამოიღე და ისე... smile

 
ნამდვილია ის ირემი, რომელსაც ბორჯომის ბოთლი ახატია...
16. ciko (VIP) აქვს 157 სიახლე და 3043 კომენტარი
ჩემთან უკვე მამიკო კლაუსი იყო მოსული და მომიტანა საჩუქრები smile სხვათაშორის მარი ახალი ყურსასმენებიც tongueout kiss ძალან კარგი სიახლე გამოვიდა +1

 
:))
17. eleniko...ele (კომენტატორი) აქვს 0 სიახლე და 1025 კომენტარი
არ წამიკიტხია მაგრამ დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნებოდააააააააა smile

 
18. NuuCii (კლუბის წევრი) აქვს 26 სიახლე და 336 კომენტარი
კაი სიახლე იყო +1 love მე თოვლის პაპამ მომიტანა ყურსასმენები კომპიუტერის love დაა დიიდი დიდი დრაკუშა love feel

 
ნამდვილი მეგობარი ხედავს შენს პირველ ცრემლს.. იჭერს მეორეს და აჩერებს მესამეს ♥

იწყება ახალი კარნავალი და ძველი ზღაპარი ქრება ♥ ჩემი ბავშვობის უფლისწული სხვისი უფლისწული ხდება ♥


ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ..
ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია..
ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები
ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია..
ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,
ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,
ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,
მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია..
ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში
ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,
მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა
თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია..
ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი,
თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია,
არ მინდა..გეყოფა..გთხოვ ნუ დამაბერებ,
ბავშვად მიმიჩნიონ-ასე მირჩევნია..
სხვა დროს აღარ მკითხო რატომ ვარ ასეთი,
ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია..
მოდი შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ,
ბავშვური გრძნობები ხომ უფრო წრფელია.

19. Levani (VIP) აქვს 190 სიახლე და 2893 კომენტარი
ciko,
ვიფიქრე, ვიფიქრე და ვერაფერი მოვიფიქრე, რომ ცუდი დამეწერა bigsmile

 
ნამდვილია ის ირემი, რომელსაც ბორჯომის ბოთლი ახატია...
20. kaku (კლუბის წევრი) აქვს 1 სიახლე და 62 კომენტარი
კარგი სიახლეა smile ახალი წელიიი party heart

 
21. Fabulous Killjoy (მოდერატორი) აქვს 135 სიახლე და 3479 კომენტარი
Levani "რა გიხარია, მაინც კიბო გაქვსო" უნდა დაგეწერა bigsmile
მაგრამ ახალი წელია და თავი შეიკავე ალბათ bigsmile

 
"საკალელიი" სმაილები inlove , მპუა-მპუები kiss , მოფერებითი "მაარ"-ები bear და ეკაიფეთ ბებიათქვენებს რაა facepalm

ერთი წლის წინ ყველაფერი რა კარგად იყო nod
22. ალეკო (ადმინისტრატორი) აქვს 142 სიახლე და 1267 კომენტარი
ძალიან საინტერესოა მიყვარს ახალი წელი party

 
დაიკო მენატრები

23. VI AI PI (კომენტატორი) აქვს 20 სიახლე და 1767 კომენტარი

ციტატა: Levani

VIВ AIВ PI,
ვა შენ ჯავასკრიპტიც იცი?

რა ეჭვი გეპარებოდა ? cool1 bigsmile

გილოცავთ ახალ წელს და ახალ ოხუნ.ჯის kissing1 kiss

 
როცა ქვედაიზიდები ზე მაშინ ზედაიზიდები ქვე
24. TweeKeX (კლუბის წევრი) აქვს 78 სიახლე და 1353 კომენტარი
ახალ წელს გილოცავთ და ახალ ოხუნჯის!!!

კაია რომ ის ფერები შეინარჩუნეთ და დიზაინი ნამდვილად შეეფერება ამ საიტს

 
ფასფას
25. Levani (VIP) აქვს 190 სიახლე და 2893 კომენტარი
წელს მაინც ბოლო წელია... მეც გილოცავთ... smile

 
ნამდვილია ის ირემი, რომელსაც ბორჯომის ბოთლი ახატია...
26. papiashvili (მოდერატორი) აქვს 123 სიახლე და 4308 კომენტარი
კარგია ზააან happy

 

27. AVA3A (მოდერატორი) აქვს 95 სიახლე და 453 კომენტარი
ძალიან საინეტერესო იყო +1 happy3

 
naaaaizzzz.....
28. TweeKeX (კლუბის წევრი) აქვს 78 სიახლე და 1353 კომენტარი
Levani,
გჯერა მაგის?

 
ფასფას
29. AVA3A (მოდერატორი) აქვს 95 სიახლე და 453 კომენტარი
ალეკო,
მეც თან მაგრააა

 
naaaaizzzz.....
30. TweeKeX (კლუბის წევრი) აქვს 78 სიახლე და 1353 კომენტარი
emka,
არ მოგწონს? ამაზე კარგი დიზაინი რა გინდა სასაცილო საიტისთვის? ის არ იყო სასაცილო საიტის დიზაინი ეს კარგია

 
ფასფას
31. Fabulous Killjoy (მოდერატორი) აქვს 135 სიახლე და 3479 კომენტარი
emka ეგრე ჩემი ლამაზი envy-ც არაა bigsmile

გილოცავთ: 1)ახალ წელს, 2)ახალ ოხუნ.ჯის, 3)ბედობას smile

 
"საკალელიი" სმაილები inlove , მპუა-მპუები kiss , მოფერებითი "მაარ"-ები bear და ეკაიფეთ ბებიათქვენებს რაა facepalm

ერთი წლის წინ ყველაფერი რა კარგად იყო nod
32. qqqqqqqqqq (კლუბის წევრი) აქვს 5 სიახლე და 106 კომენტარი
მომეწონა კაია მარა მთლიანად ვერ წავიკითხე +1

 
რას მელაპარაკები?
33. NINIKO-NINI (კლუბის წევრი) აქვს 43 სიახლე და 323 კომენტარი
მომეწონა კარგი სიახლეა.......

 
ვსაუბრობ იქ, სადაც საჭიროა... მიყვარს ის, ვინც საჭიროა... ვაფასებ იმას,ვისთვისაც საჭირო ვარ... და ჩემზე ცუდის მთქმელს"........."კიდევ რაც საჭიროა"....
34. Mystery Boy (კლუბის წევრი) აქვს 144 სიახლე და 1344 კომენტარი
Levani, bigsmile ბოლო წელია მეც მასე მგონია

 
35. daaat (კომენტატორი) აქვს 25 სიახლე და 516 კომენტარი
ვააა მე ქართლელი ვარ და კი არ ვიცოდი თუ ესეთი ტრადიცია გვქონდა lol

 
წესები იმისთვის არსებობს რომ დაარღვიო
36. nika nikusha (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 6 კომენტარი
მომეწონა ძალიან კარგი სიახლე იყო ასე განაგრძეთ

 
მე ვარ ნიკოლოზ თაყნიაშვილი ვარ 11წლის
37. MARI31 (კომენტატორი) აქვს 32 სიახლე და 1986 კომენტარი
გიოცავთ ახალ წელს inlove1inlove1inlove1inlove1inlove1inlove1inlove1მრავალს დაესწარით..და ახალ ოხუნჯისაც გილოცავთ kissing1

 
38. NuuCii (კლუბის წევრი) აქვს 26 სიახლე და 336 კომენტარი
აა გილოცავთ ახალ წელს inlove1 ახალ ოხუნ.ჯის kiss1 საიტის დიზაინი ძალიან მომეწონა heart4 სიახლეც მომეწონა +1 kiss1

 
ნამდვილი მეგობარი ხედავს შენს პირველ ცრემლს.. იჭერს მეორეს და აჩერებს მესამეს ♥

იწყება ახალი კარნავალი და ძველი ზღაპარი ქრება ♥ ჩემი ბავშვობის უფლისწული სხვისი უფლისწული ხდება ♥


ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ..
ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია..
ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები
ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია..
ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,
ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,
ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,
მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია..
ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში
ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,
მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა
თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია..
ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი,
თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია,
არ მინდა..გეყოფა..გთხოვ ნუ დამაბერებ,
ბავშვად მიმიჩნიონ-ასე მირჩევნია..
სხვა დროს აღარ მკითხო რატომ ვარ ასეთი,
ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია..
მოდი შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ,
ბავშვური გრძნობები ხომ უფრო წრფელია.

39. MARI31 (კომენტატორი) აქვს 32 სიახლე და 1986 კომენტარი
აუ ყველაზე ძალიან ფლუიდკონტროლის 30 წამამდე შემცირება გამიხარდა thumbsup1 thumbsup1 thumbsup3

 
40. Levani (VIP) აქვს 190 სიახლე და 2893 კომენტარი
TweeKeX,
არა, არ მჯერა... ვიხუმრე...


ბავშვებო, ბავშვებო, თოვლის ბაბუა არ არსებობს weaked4

 
ნამდვილია ის ირემი, რომელსაც ბორჯომის ბოთლი ახატია...
41. eleniko...ele (კომენტატორი) აქვს 0 სიახლე და 1025 კომენტარი
ვაიმე რა კაია ახალი ოხუნჯიიიიიიიი............. სმაილებიც გაუახლებიატ blushing1 inlove1 bighug3

 
42. TweeKeX (კლუბის წევრი) აქვს 78 სიახლე და 1353 კომენტარი
Levani,
მართლა? yelling1

 
ფასფას
43. teek)) (კლუბის წევრი) აქვს 1 სიახლე და 17 კომენტარი
სამარგალო კალოჩე thumbsup4

 
:)
44. emka (კომენტატორი) აქვს 31 სიახლე და 1765 კომენტარი
ციტატა: Fabulous Killjoy

emka ეგრე ჩემი ლამაზი envy-ც არაა

envy არი ფაბ.. nod და facepalmze დამპირდნენ გავაკეtებო cool bigsmile

 
მშიააააააააააა..

facepalm facepalm
45. Fabulous Killjoy (მოდერატორი) აქვს 135 სიახლე და 3479 კომენტარი
emka არ არის კაცო, პირველ რიგში ეგ შევამოწმე bigsmile მიმსგავსებული შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემი envy სულ სხვაა bigsmile

 
"საკალელიი" სმაილები inlove , მპუა-მპუები kiss , მოფერებითი "მაარ"-ები bear და ეკაიფეთ ბებიათქვენებს რაა facepalm

ერთი წლის წინ ყველაფერი რა კარგად იყო nod
46. emka (კომენტატორი) აქვს 31 სიახლე და 1765 კომენტარი
Fabulous Killjoy,
envy აქ ადრეც ეს არ იყო..?;დ shameonyou3

tako1123,
explode1 devil1

Fabulous Killjoy,
აჰა მეორეც angry4 gross2 thinking3 bigsmile

 
მშიააააააააააა..

facepalm facepalm
47. tako1123 (კომენტატორი) აქვს 24 სიახლე და 1042 კომენტარი
emka,
bigsmile bigsmile bigsmile
bigsmile



ოოო რაღა მოკლეააა :@

 
დამხატე მასზე ლამაზად ვიდრე ვიცინი, დახატე მკვეთრად ჩემი სახე, ჩემი სიცილი ♥


საუკეთესო მეგობარი არის ადამიანი რომელიც საუკეთესოდ გაგიგებს, შენთან დასალაპარაკებლად შენს თვალებში რომ დაინახავს სათქმელს. არაფერი გექნებათ ერთმანეთისაგან დამალული. სადაც არ უნდა იყო, იგრძნობ, რომ შენს გვერდითაა სულითა და გულით. საუკეთესოდ დაგამშვიდებს.არ დაეზარება შენი მოსმენა მთელი ცხოვრებაც კი რომ მოგიწიოს მოყოლა.. გაგრძნობინებს რომ შენც მისთვის ისევე ძვირფასი ხარ როგორც ის შენთვის. არასოდეს მოგატყუებს, არასოდეს გიღალატებს. მტყუანიც რომ იყო სხვის თვალში დაგიცავს და გაგამართლებს. როდესაც სულელურ სიტუაციაში დაგინახავს, ეცოდინება რომ ეს შენი რეალური სახე არ არის. მოვა და უბრალოდ ჩაგეხუტება, როცა ეს შენ გჭირდება. და ბოლოს მეგობარი ის ადამიანია რომელთანაც შეგიძლია ხმამაღლა იფიქრო..
48. TweeKeX (კლუბის წევრი) აქვს 78 სიახლე და 1353 კომენტარი
იმერეთი და კახეთი არაა და რა აზრი აქვს :| ჩემი იმერეთი :| ისე კარგი სიახლეა.

 
ფასფას
49. mari kusa (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 377 კომენტარი
რაჯა ნახსენებიაა heart

 
50. Fabulous Killjoy (მოდერატორი) აქვს 135 სიახლე და 3479 კომენტარი
emka ესეთი არააა, მე ის შურიკა ენვი მინდაააა bigsmile

 
"საკალელიი" სმაილები inlove , მპუა-მპუები kiss , მოფერებითი "მაარ"-ები bear და ეკაიფეთ ბებიათქვენებს რაა facepalm

ერთი წლის წინ ყველაფერი რა კარგად იყო nod
51. MARI31 (კომენტატორი) აქვს 32 სიახლე და 1986 კომენტარი
ციტატა: TweeKeX

იმერეთი და კახეთი არაა და რა აზრი აქვს :| ჩემი იმერეთი :| ისე კარგი სიახლე

და ჩემი კახეთიი heart
ციტატა: Levani
ბავშვებო, ბავშვებო, თოვლის ბაბუა არ არსებობს

ლატო იტკუები ბიტოოო?? crying ბოლოტო სენააა

 
52. Levani (VIP) აქვს 190 სიახლე და 2893 კომენტარი
MARI31,
არა... თოვლის ბაბუ არ არსებობს... smile

 
ნამდვილია ის ირემი, რომელსაც ბორჯომის ბოთლი ახატია...
53. TweeKeX (კლუბის წევრი) აქვს 78 სიახლე და 1353 კომენტარი
MARI31,
ხო კახეთი და იმერეთI რომ არ იქნება რა მხარეს უნდა გადაავლო თვალი ადამიანმა არ მესმის :D

Levani,
7 წლის რომ ვიყავი ისე მჯეროდა თოვლის ბაბუის მოლანდებები მეწყებოდა. ცაში თოვლის ბაბუას ვხედავდი როგორ მიდიოდა ირმებით.. ანდაც... იქნებ ის მართლა იყო yelling1 bigsmile

 
ფასფას
54. Levani (VIP) აქვს 190 სიახლე და 2893 კომენტარი
TweeKeX,
არ იყო ნამდვილი... თოვლის ბაბუ არ არსებობს smile

 
ნამდვილია ის ირემი, რომელსაც ბორჯომის ბოთლი ახატია...
55. MARI31 (კომენტატორი) აქვს 32 სიახლე და 1986 კომენტარი
Levani,
უუფ ვიცი ეგ 5 წლისამ ვცოდი მაგრამ საჩუქრები ხო უნ და მიმეღო და ვითომ მჯეროდა... bigsmile ეხლაც შეიძლება რო მჯეროდეს მაგრამ ნამუსმა შემაწუხა ცოტა bigsmile

 
56. tamo_ (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 130 კომენტარი
მდა და იმერეთიი????????? belay mad1

 
57. MARI31 (კომენტატორი) აქვს 32 სიახლე და 1986 კომენტარი
ციტატა: TweeKeX
ხო კახეთი და იმერეთI რომ არ იქნება რა მხარეს უნდა გადაავლო თვალი ადამიანმა არ მესმის :D

არც მე მესმის laughing2

 
58. oxun_tako (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 1 კომენტარი
მაგარიააააააააა

 
59. amiko12 (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 5 კომენტარი
clapping clapping clapping მაგარიაააააააააა

 
არსენალის ფანი(ანტი მესი)

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ვიმეგობროთ Facebook-ზე!


საიტის მიმდინარე სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა 50 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
mr.gio22, chutkera, ReepsyRic

ბოლოს შემოსული მომხმარებლები:
sunsula55, ReepsyRic, chutkera, mr.gio22, lashare, vip gi, buypriligyonline, svanidze1, plurse, Objennanurb, yakuza, gomfolt, zuraboss, deme17, ave777, uchinara, hizwrisicswiz, cicino, ...marikuna..., jiquri, BoY FroM PaRaDiSe, giorgi12, veshapa_84, luka-puka, :P:P:P:P, _upSera, ibizadreams, GaBOo - Mesut Özil, davitichi, megrela2000, Loveyou, jvanta, ალეკო, AlekOOO, lipochka, toko1, happy dreamer, ბესამე კარო, tradfennisul, bebero555, delerami, malaca-malaca95, genadiradze, Reemderarry, anegdoti, maria tania, giorgi9191, _frieva, GNRM, GVABERA

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    მაი 2012    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

Ministry of Humor! - იუმორის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2012 - ყვე უფება დაცუია!