|
გამოაქვეყნა: kakozambaxa კომენტარი: 44
რეიტინგი:
|
||||||||||||
|
ნამდვილი ვერსია საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. თავს არ მოიკლავს ქართველი, არა, ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს ერთი იმედით: სიცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს. საქართველოში როცა კვდებოდნენ, უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე: ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე! ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს! ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს. რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
გადაკეთებული ვერსია საქართველოში გოლს ვერ იტანდნენ, და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე, იყო სტვენა და ლანძღვა-გინება: “იდიოტი ხარ, როგორ გამაზე?!” ბურთს ვერ აიღებს მეკარე, ვერა თუ გადაგვარჩენს ჩვენ მხოლოდ ძელი ოპტიმისტი ვარ და მაინც მჯერა, დაგვიბრუნდება დიდება ძველი. ჩვენ გამარჯვება ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, იყო დრო როცა “ვესტ ჰემს” მოვუგეთ და ლივერპულში “მონსტრი” გვიწოდეს. რადგან ფეხბურთი ასე გვანაღვლებს, მწვრთნელო, ნაკრები ისე დარაზმე… რომ ტაშს ვუკრავდეთ ფეხბურთელებს და არა – ფორმიან ქართველ მარაზმებს…
მსგავსი სიახლეები:
|
||||||||||||
|
კატეგორია: კურიოზები / სასაცილო ისტორიები, ლექსები გამოქვეყნების თარიღი: 27-05-2010, 18:08 ამოსაბეჭდი ვერსია |
||||||||||||
Facebook-ის კომენტარები |
|||||
| |||||
ინფორმაცია |
||
|
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება. გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია |
||


