სასაცილო

საინტერესო

სხვა

ჩათი

წესები

დახმარება

კონტაქტი

მიმდინარეობს საიტის სრული რეორგანიზაცია!!!

ავტორი: dato_messi კომენტარი: 10 ნახვა: 3147
+16


 

 




 

            
ჯეიმზ იუჯინ "ჯიმ" კერი (ინგლ. Jim Carrey; დ. 17 იანვარი1962) არის ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელი კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი.ჯიმ კერი ცნობილი გახდა ფილმებითეის ვენტურა-ცხოველების დეტექტივი (1994) და ეის ვენტურა-როცა ბუნება გიხმობს (1995),ასევე ფილმებით ნიღაბი (1994), მეკაბელე (1996) და მატყუარა,მატყუარა(1997). 1998 და 1999 ჯიმ კერიმ მიიღო ოქროს გლობუსი ფილმებისთვის ტრუმანის შოუ (1998) და ადამიანი მთვარეზე (1999). წარმატებით სარგებლობდა კერის შემდგომი ფილმებიც, ისეთები როგორიცაა: ყოვლისშემძლე ბრიუსი(2003), დიკის და ჯეინის გართობა (2005) და ყოველთვის თქვი დიახ (2008). 



ადრეული ცხოვრება 

ჯიმ კერი კანადის ქალაქ ნიუმარკეტში, ონტარიოს პროვინციაში დაიბადა.მისი მშობლები იყვნენ დიასახლისი კეტლინ კერი დამუსიკოსი და ბუღალტერი პერსი კერი. ჯიმს ჰყავს სამი უფროსი და-ძმა: ჯონი, პატრიცია და რიტა.მისი მშობლები რელიგიური აღმსარებლობით კათოლიკეები იყვნენ. დედამისი შოტლანდიელთა შთამომავალი იყო, მამა კი ფრანგი კანადელი.ჯიმი 14 წლის იყო როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად შტატ ონტარიოს ქალაქ სკარბოროში გადავიდა საცხოვრებლად.1 წლის შემდეგ ჯიმი სასწავლებლად გადავიდა ქალაქ ბერლინგტონში და იქ 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა ელდერშოთის

ფილმები 

ჯიმმა პირველი დიდი როლი მიიღო ფილმში კუპერის მთები90-იან წლებამდე მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფილმში. პირველი დიდი წარმატება კი კერის მოუტანა ფილმმა ეის ვენტურა-ცხოველების დეტექტივი.მიუხედავად კრიტიკოსთა მხრიდან ფილმის დაბალი შეფასებისა, ჯიმ კერი მალე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ახალგახრდა მსახიობად. იმავე წელს გამოვიდა ფილმები ნიღაბი და ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი, რომლებმაც კიდევ უფრო გაზარდა კერის პოპულარობა.კრიტიკოსებმა დაიწუნეს კერის მომდევნო ფილმი მეკაბელე, თუმცა მან მალევე მოახდინა რეაბილიტაცია ფილმით მატყუარა,მატყუარა. ჯიმს კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა ფილმებმა ტრუმანის შოუ და ადამიანი მთვარეზეტრუმანის შოუმ გაიმარჯვა ოსკარის სამ ნომინაციაში, თავად ჯიმ კერიმ კი ამ ფილმისთვის ოქროს გლობუსი მიიღო. 1999 წელს მან შეასრულა კომიკოს ენდი კაუფმანის როლი ფილმში ადამიანი მთვარეზე. მიუხედავად კრიტიკოსთა მაღალი შეფასებისა ფილმი არ იყო ნომინირებული ოსკარზე, სამაგიეროდ ჯიმ კერიმ ზედიზედ მეორედ მიიღო ოქროს გლობუსი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. 2003 წელს ჯიმმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში ყოვლისშემძლე ბრიუსი, რომლის მოგებამაც 485 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით გახდა მეორე ყველაზე მომგებიანი კომედია. კერის ბოლო ფილმია მე შენ მიყვარხარ ფილიპ მორის. მანამდე მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში ყოველთვის თქვი დიახ. მან ასევე გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი ჰორტონი ანიმაციურ ფილმში ჰორტონს ესმის (2008) და რამდენიმე სხვადასხვა პერსონაჟი,მათ შორის მთავარი გმირი სკრუჯი ანიმაციურ ფილმში საშობაო ისტორია (2009). მიუხედავად იმისა რომ ჯიმი ცნობილია თავისი კომიკური როლებით მას ნათამაშები აქვს რამდენიმე სერიოზულ ფილმში, მათ შორისაა ფილმები მაჯესტიკი (2001),ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება (2004), რომელსაც კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისწეს და ტრილერი რიცხვი 23 (2007).

პირადი ცხოვრება 

ჯიმ კერი არის მეტალ ჯგუფის კანიბალ კორპსის ფანი. 2004 წელს კერიმ მიიღო ა.შ.შ.-ს მოქალაქეობა და ამჟამად ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 1990 წლიდან მისი ოჯახი გახდაპრესბიტერიანიზმის აღმსარებელი. ცნობილია რომ ჯიმს არ უყვარს ამა თუ იმ ფილმების გაგრძელებებში თამაში, რადგან მიაჩნია რომ როლს უკეთ ვეღარ შეასრულებს. ერთადერთი ფილმი რომლის გაგრძელებაშიც კერიმ ითამაშა ეის ვენტურაა. ხოლო ფილმების ნიღაბისყოვლისშემძლე ბრიუსის და ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის სიქველებშიმონაწილეობაზე მან უარი განაცხადა.

ოჯახი 

ჯიმ კერის პირველი მეუღლე იყო კომედი სთორის ოფიციანტი მელისა უომერი. ისინი 1987 წელს დაქორწინდნენ და იმავე წელს ეყოლათ შვილი, ჯეინ ერინი კერი. ჯიმი და მელისა ერთმანეთს 1995 წელს ოფიციალურად დაშორდნენ, რისი მიზეზიც გახდა კერის რომანტიული ურთიერთობა მსახიობ ლორენ ჰოლთან.ჯიმმა ლორენი ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის გადაღებებისას გაიცნო. ისინი 1996 წელს დაქორწინდნენ. თუმცა ამ ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გასტანა. მალევე ჯიმმა დაიწყო შეხვედრა მე,ისევ მე და ირენში თანაპარტნიორ რენე ზელვეგერთან. თუმცა მათი ურთიერთობა 2000 წელს დასრულდა. 2005 წლიდან ჯიმი ხვდებოდა მოდელ ჯენი მაკარტის. 2010 წელს წყვილმა ოფიციალურად განაცხადა დაშორების შესახებ.




ეხლა კი მისი ცნობილი ფილმები 



ყოვლის შემძლე ბრუსი


ჯიმ კერი
ტელეჟურნაოლისტია ბუფალოდან. ის პესიმისტია, და მას არაფერი აინტერესებს ამ ცხოვრებაში, თავისი შეყვარებულიც გრეისიც კი, რომელსაც ის უზომოდ უყვარს, მის მძიმე ხასიათის მოუხედავად. ბრიუსის რეპორტაჟები ყველას აინტერესებს, თვითონ ბრიუსის გარდა. ის ოცნებობს გადაცემის წამყვანი გახდეს, თან შესაძლოა სანატვრელი ადგილიც განთავისუფლდეს ცოტა ხანში. მაგრამ ერთხელაც მას იღბალი საბოლოოდ დატოვებს და მას სამსახურიდან გააგდებენ. იმედგაცრუებული ის ღმერთს ადანაშაულებს ყველაფერში, ღმერთი კი მას... პასუხობს. ყოველშემძლე უფალი ბრიუსს სთავაზობს შეცვალოს ის ცოტა ხნით... ანუ ღმერთის ადგილი დაიკავოს... 



ფილმის აღწერა:

ბანკის მოხელე სტენლი იპკინსი საოცა ნიღაბს პოულობს, რომლის მეშვეობითაც იგი ყოვლისშემძლე ხდება. ეს ფილმი ყველამ ვიცით ამიტომ ამ აღწერით დავკმაყოფილდები

 

 




მსგავსი სიახლეები:

ანჯელინა ჯოლი/Angelina Jolie    ანჯელინა ჯოლი/Angelina Jolie
კამერონ დიასი    კამერონ დიასი
ჯიმ კერი (ბიოგრაფია)    ჯიმ კერი (ბიოგრაფია)
Jim Carrey/ ჯიმ კერი    Jim Carrey/ ჯიმ კერი
Heath Ledger Biography    Heath Ledger Biography
კატეგორია: საინტერესო » საინტერესო ამბები
გამოქვეყნდა: 7-10-2011, 15:34 ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 
1. Aneira (კლუბის წევრი)
0
აქვს 50 სიახლე და 119 კომენტარი   
ძალიან მიყვარს ეს მსახიობი .......... lol smile

    

 
2. mariko1063 (კლუბის წევრი)
0
აქვს 1 სიახლე და 88 კომენტარი   
მე მატყუარა მატყუარა მიყვარსს... love



 
I love queen!!!!

Quen<-------------------4 ever
3. eleniko...ele (კრიტიკოსი)
0
აქვს 1 სიახლე და 1110 კომენტარი   
ძალიან ნიჭიერი მსახიობიააა.... ძალინ ძალიან heart

     

 
4. papiashvili (კლუბის წევრი)
0
აქვს 130 სიახლე და 4598 კომენტარი   
mariko1063,
მეც

          

 
მომენატრებით... pardon2
5. Jeff Hardy (VIP)
0
აქვს 166 სიახლე და 1966 კომენტარი   
მაგარი კაცია bigsmile

         

 
6. Xashursky (კლუბის წევრი)
0
აქვს 1 სიახლე და 233 კომენტარი   
ჩემი კუმირი blush

  

 
7. TEA (VIP)
0
აქვს 7 სიახლე და 1717 კომენტარი   
მასკა ყველაზე მაგარია ... ყოვლისშემძლე ბრიუსიც bigsmile და ვაფშეტა კარგი ფილმებია ეს სადაც მონაწილეობს inlove

     

 
იქნებ მე მქვია შეცდომა, რომელიც შენ უნდა დაუშვა :)
8. QeeTsooNaa ; )) (VIP)
0
აქვს 187 სიახლე და 992 კომენტარი   
ვაიმე როგორ მიყვარსს იმენა ვგიჟდები <3<3 ჩემი საყვარელი მსახიობიაააა ჯიიიიიიიიიიიიიიიიმ heart heart heart heart

        

 
Guns N Roses & Real-Madrid
9. emka (კრიტიკოსი)
0
აქვს 31 სიახლე და 1841 კომენტარი   
: heart

       

 
მშიააააააააააა..

facepalm facepalm
10. mari kusa (კლუბის წევრი)
0
აქვს 0 სიახლე და 444 კომენტარი   
ნიღაბიიიიიიიიიი ს კინო დაადეთ რააააააააა

   

 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ავტორიზაცია


ვიმეგობროთ Facebook-ზე!



საიტის მიმდინარე სტატისტიკა

სულ დარეგისტრირებულია 98272 მომხმარებელი.
ამჟამად საიტზეა 122 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
Seftpsype

ადმინისტრატორიმოდერატორიVIP 
 VIPკრიტიკოსიკლუბის წევრი

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    სექტემბერი 2014    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 


OXUN.GE - იუმორით სავსე გვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2010-2014 - ყვე უფება დაცუია!
 
saitebi.ge height=   mcvane.ge

პირადი შეტყობინებები

თქვენი მიმოწერები