|
გამოაქვეყნა: nmdi1997 კომენტარი: 17
რეიტინგი:
|
||||||||||||
|
1) როგორ გავავსოთ ჭიქა (ცილინდრული ფორმის) წყლით ზუსტად ნახევრამდე, თუ არავითარი საზომი ხელსაწყო არა გვაქვს ?
2) პირატმა გიორგის და ნიკას 100 ოქრო წლიური ხელფასი დაუნიშნა თითოეულს. ნიკამ მოითხოვა ხელფასის ყოველწლიური ზრდა 3 ოქროთი. გიორგიმ მოითხოვა მხოლოდ 1 ოქროთი ზრდა ხელფასის, ოღონდ ყოველ ნახევარ წელიწადში. რომელი წინადადება უფრო მომგებიანია ბიჭებისათვის 3) გიორგის აქვს ოქროს ჯაჭვი, რომელსაც 7 რგოლი აქვს. პირატი ითხოვს, გიორგიმ მას თითო რგოლი გადაუხადოს თითო თამაშზე. შეუძლია თუ არა გიორგის ეს გააკეთოს ისე, რომ ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლი გაიხსნას ? 4) მაგიდაზეა ასანთის ღერების რამდენიმე გროვა (ვთქვათ სამი გროვა). გიორგი ეთამაშება პირატს ასეთ თამაშს : პირველ სვლაზე გიორგი იღებს რამდენიმე ღერს ერთ-ერთი გროვიდან, რამდენ ღერსაც უნდა იმდენს, ოღონდ მხოლოდ ერთი გროვიდან. შემდეგ სვლაზე პირატი იღებს რამდენიმე ღერს ერთ-ერთი გროვიდან. შემდეგ ისევ გიორგის სვლაა და ასე გრძელდება თამაში. იგებს ის , ვინც ბოლოს აიღებს ასანთის ღერებს მაგიდიდან და არაფერს დაუტოვებს მეტოქეს. ვინ არის მოსალოდნელი, რომ გაიმარჯვებს ამ თამაშში, თუ ორივე სწორად ითამაშებს ? 5) n-ის რა მნიშვნელობისთვის არის მთელი: (n*n+6n+34)/n+3 v 6) მოცემულია 2011 კარტი, რომლებსაც აქვთ ორი მხარე, ერთი მხარე თეთრია, ხოლო მეორე შავი. თავიდან ყველა კარტი გადმობრუნებულია შავი მხრით. თუ გვინდა კარტები ამოვაბრუნოთ, მაშინ უნდა ავიღოთ ნებისმიერი შავი მხრის კარტი და მის მარკ=ჯვნივ მასთან ერთად კიდევ 49 კარტის ამობრუნების უფლება გვაქვს. შსეიძლება თუ არა საბოლოოდ ყველა კარტი თეთრი მხრით ამობრუნებულად დავტოვოთ, თუ თავიდან ყველა კარტი შავი მხრით გვიდევს. 7)დაამტკიცეთ, რომ თუ სამნიშნა რიცხვს გვერდზე იმავე რიცხვს მივუწერთ, მაშინ მიღებული 6 ნიშნა რიცხვი 1001-ის ჯერადი იქნება. 8) მოცემულია 2011 ცალი ნატურალური რიცხვი, რომელთაგანაც ნებისმიერი ორის ჟამი იყოფა 2011-ზე. დაამტკიცეთ, რომ თითოეული რიცხვი იყოფა 2011-ზე.
9)მთასვლელი არის 100 მეტრიან მთაზე და უნდა ჩამოსვლა ამისთვის მას აქვს: 75 მეტრის თოკი, დანა, სახაზავი, ჩაქუჩი და 2 ცალი პალო რომელიც შეუძლია ჩაამაგროს მიწაში საზედ დაახვიოს თოკი. ასევე ვიცით რომ ქვემოდან 75 მეტრზე არის შვერილი რომელზედაც შეუძლია მთასვლელს დადგომა. როგორ უნდა ჩამოვიყვანოთ მთასვლელი? 10)დაამტკიცეთ, რომ მრავალკუთხედის გარე კუთხეების ჯამი 360º-ია. 11)დაამტკიცეთ რომ ფიბონაჩის მიმდევნობაში არ მოიძებნება 2 მომდევნო ისეთი რიცხვი რომ ორივე მათგანი იყოფოდეს 101-ზე. 12)დაამტკიცეთ, რომ თუ ორი ნატურალური რიცხვიდან თითოეული ორი ნატურალური რიცხვის კვადრატების ჯამია, მაშინ მათი ნამრავლი ორი მთელი რიცხვის კვადრატების ჯამი იქნება . 13)არსებობს თუ არა 1000 მომდევნო შედგენილი რიცხვი? 14)დაამტკიცეთ, რომ 4 მომდევნო ნატურალური რიცხვის ნამრავლს დამატებული 1 არის სრული კვადრატი. 15)ამოხსენით განტოლებები: 1) b²+4ac=2010 2) b²+4ac=2011 თუ ვიცით, რომ a,b და c მთელი რიცხვებია. 16) ერთი და იმავე ნივთიერების მავთულის ორ ნაჭერს ერთნაირი მასა აქვს,ერთის სიგრძე 10-ჯერ მეტია მეორისაზე. რომელ ნაჭერს აქვს მეტი წინაღობა და რამდენჯერ
17)აჩვენეთ, რომ ყოველი ნატურალური n რიცხვისთვის, n²+n+1 რიცხვი კენტია და არ წარმოადგენს ნატურალური რიცხვის კვადრატს 18)დაამკიცეთ რომ 10000 მომდევნო რიცხვში მოიძებნება 4000 მარტივი რიცხვი 19)იპოვეთ ორი ისეთი მომდევნო ნატურალური რიცხვი, რომელთა ციფრების ჯამი (თითოეულის) იყოფა 7-ზე. 20)იპოვეთ გამოსახულების მნიშვნელობა : (2+4+6+8+10+...2004+2006+2008)-(1+3+5+7+9+11+...+2003+2005+2007). 21)შეიძლება თუ არა 19 გრადუსიანი კუთხის 19 ტოლ ნაწილად გაყოფა სახაზავისა და ფარგლის გამოყენებით? 22)როგორი n-ისთვის? როგორი ნატურალური n-ისთვის იყოფა n5-n 120-ზე ? 23)დაამტკიცეთ რომ მარტივი რიცხვი რომელიც მეტია 30–ზე, 30–ზე გაყოფისას ნაშთში მოგვცემს მარტივ რიცხვს. წყარო: ნიკა სალიას წრე კომაროვში მსგავსი სიახლეები:
|
||||||||||||
|
კატეგორია: სხვა სიახლეები » ამოცანები გამოქვეყნების თარიღი: 9-06-2011, 01:41 ამოსაბეჭდი ვერსია |
||||||||||||
Facebook-ის კომენტარები |
|||||
| |||||
ინფორმაცია |
||
|
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება. გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია |
||



