სასაცილო

საინტერესო

სხვა

ფილმები

წესები

დახმარება

კონტაქტი

გამოაქვეყნა: ioJica კომენტარი: 4
რეიტინგი:
ასწორებს (+) +10 ტეხავს (-)



იმ ფიქრს გაუმარჯოს და ცრემლიან თვალებს, 
რომელიც აჩრდილად სულ სხვას დაჰყვება, 
ყველას გაუმარჯოს,ჩვენს სიმპატიებს
რომელთა გულებიც ჩვენთვის დადნება. 
მაშ,მოდით ამ ჩიქით მათ გაუმარჯოს 
ვისი გულებიც დაკარგულია, 
ვისაც ერთი უყვარს ამ ქვეყანაზე, 
ვინც რომ გულწრფელი შეყვარებულია. 
ნეტას გაუმარჯოს ჩვენ–ჩვენი გაგებით, 
ის სულ ერთია ვინც გვინატრია, 
სანთლებს გაუმარჯოს ოქროს თასებით, 
რომლებიც უთქმელად იწვან. 
მაშ მოდით სუყველამ ფეხზე წამოდგომით, 
შევსვათ საყვარელი გულის სადღეგრძელო, 
შევსვათ პირველი სიყვარულისა და 
ყველას ტანჯული გული ვადღეგრძელოთ.


****

მოდით იმ ოცნებას გაუმარჯოს, როდესაც
ტკბილად ჩაფიქრებულს შეგეკითხებიან, 
"რაზე ფიქრობ?" და უპასუხებ "არაფერზე". 
იმ არაფერს გაუმარჯოს რომელიც სხვისთვის არაფერია, 
შენთვის კი ყველაფერი.

****

ამ ჭიქით
ყველა იმ გულგატეხილ ქალს გაუმარჯოს
ვისზედაც ცხოვრებას მწარედ დაუთოვია
გულში უტირია არ დაუმჩნევია
ტკივილის წამალიც არვისთვის უთხოვია

ამჭიქით
ყველა იმ ბედნიერ ქალს გაუმარჯოს
ვინც დღეს ნამდვილად ბედნიერია
ვისაც არ ტკივა სული ღუღუნებს
და სიყვარულით დაუმღერია

ამ ჭიქით
ყველა იმ ქალს გაუმარჯოს
ნაღდი სიყვარული ვისაც შეუძლია
გულში ჩაგახუტებს ოჯახს შეგიქმნის
და სიკვდილამდე შენი ერთგულია

ამ ჭიქით
ყველა იმ გოგოცუნას გაუმარჯოს
ვინც საქალბატონოდ გასაზრდელია
მადლი უფლისა აღარ მოშლოდეს
აშოროს ყველა განსაცდელია!"
 

****

ჩვენს ლამაზ სამშობლოს 
საქართველოს გაუმარჯოს. 
საქართველოში სალოცავებს 
გაუმარჯოს,სალოცავებში ხატებს 
გაუმარჯოს,ხატების წინ ანთებულ 
სანთელს გაუმარჯოს,სანთლის წინ 
დაჩოქილ მუხლებს გაუმარჯოს,მუხლებში 
ჩაღვრილ ცრემლებს გაუმარჯოს,და ამ 
ცრემლებში ჩაქსოვილ ლამაზ და 
წმინდა გრძნობას სიყვარულს, 
სიყვარულს გაუმარჯოს!!!
დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, 
დაკარგულ სევდას და ცრემლს, 
ყველა საცოდავ ხეს გამარჯოს, 
ყველაზე მოწყენილ დღეს, 
თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს 
უფსკრულს,ბილიკსა და გზას, 
ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს, 
ყველა გზააბნეულ მგზავრს, 
ყველა სადღეგრძელის გაუმარჯოს, 
ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს, 
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს, 
ყველაზე დაჩაგრულ გულს, 
ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს, 
ფოთოლს გზადაკარგულს ერთს, 
ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის 
მადლი მოვახსენოთ ღმერთს.
 
****
მინდა რომ შევსვა, სასმისი ერთი,
როგორც ყოველთვის, ვახსენო ღმერთი.
ის ხომ ერთია, ამ ქვეყნად ერთი,
მუდამ გფარავდეთ, მაღალი ღმერთი.
ეს ბილიკები, საით წაგვიყვანს???
სალოცავისკენ ნეტავ მიგვიყვანს???
თუ გულით გვწამს და გონებაც ილტვის,
ყველა ბილიკი, უფლისკენ მიდის.
კვლავ ვადღეგრძელოთ სალოცავები,
სულ გვიფარავდეს, ჩვენ წმინდანები,
დიდება სამშობლოს, დიდება გენს,
დიდება ქარტველებს და მაღალ ღმერთს...

****
მზერომ დახატო თბილი უნდა იყო,
თბილი რომ იყო ვიღაცამ უნდა გაგათბოს,
რომგაგათბოს უნდა უყვარდე
რომ უყვარდე უნდა დაიმსახურო
მოდით ამ სითბოს სიყვარულს
დამსახურებას და ღირსებას გაუმარჯოს.
 

****

წუხილს გაუმარჯოს,მზერაში დაფარულს,
ფიქრს გაუმარჯოს,ტკივილით დაღალულს,
თვალებს გაუმარჯოს,უსაზღვროდ სევდიანს
იმ მზერით,რომ ყველაფერს გეტყვის.
სიყვარულს გაუმარჯოს,ჩვენს პირველ სიყვარულს,
ბოლოს,რომ შეგხვდება კიდევ იმ სიყვარულს.
დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს.
იმ ფიქრს გაუმარჯოს,ღიმილს და სიკეთეს,
ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს.
ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს,
ნატვრას გაუმარჯოს,ყველასგან დაფარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს,თუნდაც დაკარგულს

 





მსგავსი სიახლეები:

სიყვარულს გაუმარჯოს თუნდაც დაკარგულს    სიყვარულს გაუმარჯოს თუნდაც დაკარგულს
სადღეგრძელო    სადღეგრძელო
ლექსები    ლექსები
სადღეგრძელოები    სადღეგრძელოები
სადღეგრძელოები    სადღეგრძელოები
კატეგორია: საინტერესო » საინტერესო ამბები
გამოქვეყნების თარიღი: 18-05-2011, 00:40
ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 
1. basu (კლუბის წევრი) აქვს 1 სიახლე და 60 კომენტარი
yes yes yes

...............................

მოდი იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
ობლად, უეცრად რომ გაჩენილა,
მოსვლა რომ არავის უთხოვია,
და მაინც ჩვენთვის გაჩენილა.
შევსვათ სიყვარულის სადღეგრძელო,
დარდმა ცოტახნით დაიცადოს,
ჩემი სიყვარულის თამადობით
ყველას სიყვარულს გაუმარჯოს!!!.. inlove
inlove heart inlove heart inlove

..................................

 
2. TEA (VIP) აქვს 7 სიახლე და 1717 კომენტარი
1-ს დავამატებ ხომ მოჟნა? thinking მმმმ იმ ადამიანებს გაუმარჯოს ვისაც ამ ცხოვრებაში ჩვენით ვირჩევთ რომ გვიყვარდეს... ერთმა ციცქნა გოგომ თქვა და ძალიან მომეწონა... happy
ანუ .... დედ-მამა... ნათესავები და ახლობლები ხომ გვინდა არ გვინდა ჩვენიანია და უნდა გვიყვარდეს, მაგრამ იმ ადამიანებს გაუმარჯოს ვისაც ჩვენთან არც სისხლი და არც ჯიში აკავშირებს და მაინც გვიყვარს inlove

და კიდევ... ვინც ჩვენ გვიყვარს და ვისაც ჩვენ ვუყვავართ იმათ გაუმარჯოთ ... sun

 
იქნებ მე მქვია შეცდომა, რომელიც შენ უნდა დაუშვა :)
3. inga (კლუბის წევრი) აქვს 13 სიახლე და 221 კომენტარი
მომეწონა ძააან yes inlove

 
4. sarcho (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 1 კომენტარი
basu,
basu,
basu,
basu,
basu,
basu,
basu,

მაგარია მომეცონა დზალიან, ბასუ მაგარი ხარ,

 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ვიმეგობროთ Facebook-ზე!


საიტის მიმდინარე სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა 243 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
giorgi_jixva, kapanadzeanushki, anuki-ano, balo, tik-tok, qristi dato, InLoVe くる, nini1212, iakoo, ninchp, ddd2, MaRi MuFc, sofiiiii, AnkO-2, oxunji magda, shoki, bidzo_111, mnjackson, teo shengelia, toria, IKER, admin, haimee, ele_elene, anegdoti, Odoakr, paparaci, ciko, beqa-madara, sophooo, yakuza, aqua.ignis, zero99, qeti_qeti, mäuschen, korta, barsa nino, Papuna23, anibani-niniko, CRuSHeR;X, masusa

ბოლოს შემოსული მომხმარებლები:
balo, MaRi MuFc, ele_elene, bidzo_111, anibani-niniko, shoki, admin, aqua.ignis, iakoo, nini1212, IKER, cira197, qeti_qeti, ovoe.ge, Odoakr, anuki-ano, CRuSHeR;X, masusa, fuk, ciko, teo shengelia, lukacha, iRibb0n, blatnoi, N o B o D y, kapanadzeanushki, G G G, pumpula, lashagor, 1122, pasta, giorgi_jixva, g_v_a_n_c_a, barsa nino, qristi dato, ninikkkk, gio_qristesiashvili, gio-barcafan, BARCA-NA, haimee, famfita, mnjackson, el_good, besomerso, ana-anuki14, kvikia, nochariko, akko, Geopurple, PoesteFruttof

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    მაი 2012    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

Ministry of Humor! - იუმორის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2012 - ყვე უფება დაცუია!