სასაცილო

საინტერესო

სხვა

ფილმები

წესები

დახმარება

კონტაქტი

გამოაქვეყნა: LaLuLa კომენტარი: 14
რეიტინგი:
ასწორებს (+) +77 ტეხავს (-)


თუ გსურთ, იყოთ ლამაზი, მომხიბვლელი და ასაკმა ნაკლებად დაატყოს კვალი თქვენს გარეგნობას, ამისთვის განუწყვეტლივ უნდა იზრუნოთ. ნუ იფიქრებთ, რომ სილამაზე თანდაყოლილი თვისებაა, რომ მისი შეძენა შეუძლებელია. ყოველი ქალი თავისებურად ლამაზი და განუმეორებელია. მთავარია, ამ სილამაზეს მოვუაროთ და შევინარჩუნოთ.

 

გოგონებისთვის

 

 

ყოველ დილით გააკეთეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიში. შეგიძლიათ, ინდივიდუალურად შეარჩიოთ ვარჯიშების სისტემა. შემდეგ მიიღეთ ცივი შხაპი ან დაიზილეთ ტანი ცივი ტილოთი. კარგი იქნება, 1 საათი სუფთა ჰაერზე ისეირნოთ.


საღამოობით პირი დაიბანეთ გადადუღებული წყლით, სახესა და ყელზე წაისვით მკვებავი, ხოლო ხელებზე - დამარბილებელი კრემი. 


გარდა ამისა, დილა-საღამოს აუცილებლად გაიხეხეთ კბილები. ხეხვა ხდება როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური მიმართულებით.


კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მანიკიური. ძვირიან სალონებში სიარული აუცილებელი არ არის - გამონახეთ მცირე ხანი ამ პროცედურისთვის. როცა ხელები მოვლილია, ქალი თავს კომფორტულად გრძნობს.


მოუარეთ თმას - ლამაზი თმა ხომ ქალის სიამაყეა, რომელსაც მამაკაცები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და ყოველთვის ამჩნევენ. შეარჩიეთ შამპუნი თქვენი თმისა და კანის თვისებების გათვალისწინებით, ბალზამი. თუ ყოველ დაბანაზე არა, თვეში ერთხელ მაინც გაიკეთეთ თმის მკვებავი ნიღაბი.

ყელის კანი მეტისმეტად ნაზია, ამიტომ სახეზე ადრე ჭკნება და ბერდება. გარდა ამისა, 30 წელს გადაცილებული მრავალი ქალისთვის პრობლემას წარმოადგენს ღაბაბი. მის თავიდან ასაცილებლად უარი უნდა ვთქვათ მაღალ სასთუმალზე, ვისწავლოთ თავის სწორად დაჭერა. კარგი იქნება, თუ ხშირად ივლით თავზე წიგნდადებული, გამოიყენებთ ვიტამინებით მდიდარ მკვებავ კრემებს და კვირაში ორჯერ მაინც გაიკეთებთ ზეთის კომპრესს.

გოგონებისთვის

 


სრულყოფილ სხეულზე ყველა ქალი ოცნებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამით ყველა ვერ დაიკვეხნის. დიდი ნებისყოფისა და მონდომების შედეგად შეგიძლიათ თავი ასე თუ ისე "შეილამაზოთ", მაგრამ, სამწუხაროდ, არც ამის საშუალება აქვს ყველას, ამიტომ სცადეთ, გემოვნებითა და სწორად შერჩეული ტანსაცმლის მეშვეობით დაფაროთ ან ნაკლებად შესამჩნევი გახადოთ თქვენი ნაკლი. ჩაიხედეთ სარკეში და კრიტიკულად დააკვირდით საკუთარ თავს. აღიარეთ, რა ნაკლი გაქვთ და რას შეიძლება გაუსვათ ხაზი, რისი დაფარვა ან გამოჩენაა საჭირო.


გოგონებისთვის

 


თუ მსხვილი და მოკლე კისერი გაქვთ, ერიდეთ მძივებსა და ყელსახვევებს, ფართო და მაღალყელიან ტანსაცმელს, ჩაიცვით გულამოჭრილი სამოსი. გარდა ამისა, მოკლედ შეჭრილი ან მაღლა აწეული თმა ყელ-კისერს "დააგრძელებს", ხოლო მხრებზე ჩამოშლილი კიდევ უფრო "დაადაბლებს".


თუ გრძელი და გამხდარი კისერი გაქვთ, ატარეთ ლამაზად გამონასკვული ყელსახვევი, ჩაიცვით დახურულყელიანი ტანსაცმელი, ხოლო ღრმად გულამოჭრილ საღამოს კაბებზე გაიკეთეთ მსხვილი მძივი ან ყელსაბამი. ერიდეთ წვრილ მძივებსა და ძეწკვებს. კიდევ უფრო დაგამშვენებთ გრძელი თმა.


სწორსა და მაღალ ყელს ნებისმიერი ფორმისა და ზომის საყურეები უხდება, მაგრამ თუ დიდი ყურები გაქვთ, მსხვილი საყურე უფრო შესამჩნევს გახდის თქვენს ნაკლს. თუ დაბალი და მსხვილი კისერი გაქვთ, არავითარ შემთხვევაში არ ატაროთ გრძელი საყურეები - სადა, პატარა საყურეები გაიკეთეთ.

ამრიგად, თუ ყოველდღე 15-20 წუთს მაინც დაუთმობთ საკუთარ თავს, სიბერე ძალიან გვიან გეწვევათ - ქალი ხომ იმხელაა, რამხელას იერიც აქვს. მაშ, გაიმართეთ, ასწიეთ თავი და ყელმოღერებულმა იარეთ!











მსგავსი სიახლეები:

როგორ მოვუაროთ ქერა თმას...    როგორ მოვუაროთ ქერა თმას...
თმა    თმა
რჩევები    რჩევები
რატომ შეიძლება მამაკაცმა მიატოვოს ქალი    რატომ შეიძლება მამაკაცმა მიატოვოს ქალი
ორიგინალური კომპლიმენტები    ორიგინალური კომპლიმენტები
კატეგორია: სხვა სიახლეები » გოგონებისთვის
გამოქვეყნების თარიღი: 25-02-2011, 23:26
ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 
1. Eka333 (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 7 კომენტარი
გეთანხმებით სრულიად, განსაკუთრებით თმებზე, კბილებზე და ხელებზე... თავი მის მსოფლიო მგონია როდესაც ახალ გაკეთებულ ფრჩხილებს ვუყურებ საკუთარ ხელებზე, ნუ თმებზე აგარ მაქვს საუბარი :D :D საეთოდ ამ რჩევებს გარკვეულ წილად მამაკაცებმაც უნდა მისდიონ :D :D

 
2. LaLuLa (VIP) აქვს 98 სიახლე და 938 კომენტარი
Eka333,
:))) გეთანხმები

: ) თუ ვარჯიში გეზარებათ უბრალოდ შეგიძლიათ მუსიკა ჩართოთ სარკის წინ დადგეთ და იცეკვოთ. : ))) ეს დაგეხმარებათ არამარტო სხეულის კორექციაში არამედ იმაშიც რომ მთელი დღე კარგ ხასიათზე იყოთ. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით რომ ცეკვის მერე ვარჯიშიც აღარ მეზარება იმდენად კარგ ხასიათზე ვდგები : ))))))))

 
ლაა ლუუ ლაა : ))
3. Eka333 (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 7 კომენტარი
Dadulia

მეც გეთანხმებით, თან ცეკვის დროს ყველა კუნთი მუშაობს, ეს ბევრად სასიამოვნოა, კარგ ხასიათზეც გვაყენებს და ტონუს გვმატებს.. მე პირადად ხშირად ვცეკვავ....

 
4. LaLuLa (VIP) აქვს 98 სიახლე და 938 კომენტარი
Eka333,
:)) nod :*

 
ლაა ლუუ ლაა : ))
5. gameover (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 1 კომენტარი
ხოოოოოოო:)


 
6. Kuz1a (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 1414 კომენტარი
ეს არ ვიცი მარა გოგოები კაი იყო smile tongue

 
7. oliko (კლუბის წევრი) აქვს 10 სიახლე და 363 კომენტარი
მე ასაკი ეხლაც არ მეტყობა იმსიმაღლე ვარ რო... rofl

 
8. LaLuLa (VIP) აქვს 98 სიახლე და 938 კომენტარი
oliko,
: ) სიმაღლე ასაკთან რა შუაშია? : )) გრძელფეხება გოგოებიც ბერდებიან : ))))))))))) itwasntme

 
ლაა ლუუ ლაა : ))
9. NIKA=) (კლუბის წევრი) აქვს 19 სიახლე და 749 კომენტარი
გრძელფეხება bigsmile bigsmile bigsmile

 
მე მეზიზღებით და მიჩუქნია ეს ზიზღი თქვენთვის : ))
10. LaLuLa (VIP) აქვს 98 სიახლე და 938 კომენტარი
NIKA=),
:)გმადლობთ

 
ლაა ლუუ ლაა : ))
11. NIKA=) (კლუბის წევრი) აქვს 19 სიახლე და 749 კომენტარი
Dadulia,
გაიხარე ; )

 
მე მეზიზღებით და მიჩუქნია ეს ზიზღი თქვენთვის : ))
12. ellenka =)) (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 2 კომენტარი
heart

 
13. arabela (VIP) აქვს 51 სიახლე და 1303 კომენტარი
დავამრგვალოთ ბარემ 30-მდე bigsmile +

 
კიდევ ერთი წარ(უ)მატებ(ლობ)ა (?)
14. xatia var (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 34 კომენტარი
(tongue)

 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ვიმეგობროთ Facebook-ზე!


საიტის მიმდინარე სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა 267 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
LeEeD..))), wkopi, CraZy_GirL, gonmedagade, WuWuRaQi..., giorgi1000000000, eToOo, idumali99, Odoakr, didgula, :P:P:P:P, gvancuka, Sky Warrior, beruashvili, zarmacuka, eleniko11, korta, barcaboy, tavxedi tamada, MaRi MuFc, sofiiiii, G●I●G●A™, tik-tok, Datotb, atmat02, Papuna23, ibrahimovich, ikacr7, jibijikia, Piazon, mariaam m)), qwertyw, ბესამე კარო

ბოლოს შემოსული მომხმარებლები:
gonmedagade, ikacr7, wkopi, ibrahimovich, korta, CraZy_GirL, tavxedi tamada, barcaboy, eleniko11, papiashvili, G●I●G●A™, its, Sky Warrior, beruashvili, eToOo, zarmacuka, pokerkibo, Columbiana, mäuschen, ikushkebi1, mariaam m)), sophooo, tokobarca, zutra, Anuka...Barca, Niinii )), atmat02, tamotamtam, Dreameer, shako22091996, lasha96, oo kai raa, mate 1, bachia., bassboss, dvdlor, Le: EL, oxung boy, AnZ OrA, Datotb, tusa, blablu, DABI-DUBI, natali16, thresh_gio, marikuna1992, DaLaGeBuLi, WoNDeR, Papuna23, xatka1234

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    მაი 2012    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

Ministry of Humor! - იუმორის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2012 - ყვე უფება დაცუია!