|
გამოაქვეყნა: DATO კომენტარი: 10
რეიტინგი:
|
||||||||||||
|
1) Box Jellyfish (ავსტრალიური მედუზა, იგივე “ზღვის ბზიკი)
მსოფლიოს ყველაზე შხამიანი არსება. მისი შხამი მაშინვე ახორციელებს შეტევას გულზე, სისხლის მიმოქცევაზე, ნერვულ სისტემაზე და კანის უჯრედებზე. ადამიანი კბენისთანავე შოკში ვარდება. კბენიდან 30 წამში აუცილებელია სამედიცონო დახმარების აღმოჩენა. თუ არადა, მაქსიმუმ 3 წუთში გულის პარალიზება სიკვდილს იწვევს. გადარჩენის შემთხვევაში ტკივილი რამდენიმე კვირა გადაბმულად გრძელდება. 2) King Cobra (სამეფო კობრა) მისი მაქსიმალური სიგრძე 5.6 მეტრს აღწევს. ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში ყველაზე გრძელი შხამიანი გველის სახელითაა ცნობილი. სამეფო კობრა თავის თანამოძმეებსაც კი არ ინდობს – საკვებად გველებსაც ეტანება. მისი ნაკბენი ზრდასრულ აზიურ სპილოს 3 საათში კლავს. მისი შხამი სხვა გველებივით ძლიერი არაა, მაგრამ ის 5-ჯერ მეტ შხამს უშვებს კბენისას, ვიდრე შავი მამბა და მასზე გაცილებით სწრაფად კლავს მსხვერპლს. შესაბამისად, მათზე საშიშია. გავრცელებულია ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.3) Marbled Cone Snail (კონუსისებრი ლოკოკინა) მისი შხამი ისევე საშიშია, როგორც ამ სიაში მყოფი ნებისმიერი ცხოველისა. მისი შხამის ერთ წვეთს შეუძლია 20 ადამიანის მოკვლა. მისი შხამი იწვევს ამობურცულობებს, ტკივილს, სიმუნჯეს, ყურებში ხმაურს, კუნთების პარალიზებას, მხედველობის გაუარესებას და სუნთქვის გაძნელებას. მისი ანტიდოტი არ არსებობს. ჯერჯეროით, მისგან მხოლოდ 30-მდე ადამიანია დაღუპული. 4) Blue-Ringed Octopus (ლურჯრგოლებიანი რვაფეხა) ზომით პატარაა, დაახლოებით გოლფის ბურთის ხელა, მაგრამ მისი შხამი ძალიან ძლიერია. მისი ორგანიზმში არსებული შხამი ერთდროულად 26 ზრდასრულ ადამიანს მოკლავს ერთი წუთის განმავლობაში. სხამის ანტიდოტი ჯერჯერობით არ არსებობს. კბენისთანავე ადამიანს ეწყება კუნთოვანი სისტემის პარალიზება, დამუნჯება, სუნთქვის გაძნელება და ბოლოს სიკვდილი. ბინადრობს წყნარ ოკეანეში, იაპონიიდან ავსტრალიამდე. 5) Death Stalker Scorpion (ებრაული უდაბნოს მორიელი, იგივე “მოსიარულე სიკვდილი”) მიჩნეულია რომ მორიელების უმეტესობა მაინცდამაინც საშიში არაა, რადგან მათი ნაკბენი დროებით ტკივილს იწვევს. მათგან მკვეთრად განსხვავდება ეს ჯიში. მისი შხამი წარმოადგენს ნეიროტოქსინების საკმაოდ ძლიერ შენაერთს, რომელიც საწყის ეტაპზე იწვევს აუტანელ ტკივილს, რომელსაც მოსდევს კომა, კრუნჩხვები, აბსოლუტური პარალიზება და საბოლოოდ სიკვდილი. ვარაუდობენ, რომ ძლიერი, ნავარჯიშები ზრდასრული ადამიანები შეიძლება მის შხამს გადაურჩნენ, მაგრამ ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფები უდიდესი რისკის ქვეშ არიან. გავრცელებულია შუა აზიასა და ჩრდილო ამერიკაში.
6) Stonefish (თევზი-ქვა)
მართალია სხვა თევზებს გარეგნობით ვერ სჯობნის, მაგრამ შხამიანობაში ბადალი არ ჰყავს. მისი ნაკბენი ისეთ საშინელ ტკივილს იწვევს, რომ მსხვერპლი უყოყმანოდ თანხმდება ნაკბენი კიდურის ამპუტაციაზე. მისი შხამისგან გამოწვეული ტკივილი აღიარებულია როგორც მსოფლიოში ყველაზე მწვავე და აუტანელ ტკივილად. მისი თანმხლები სიმპტომებია: ტკივილის შოკი, პარალიზება და ქსოვილების კვდომა. სამედიცინო ჩარევის გარეშე 1-2 საათში ადამიანი იღიუპება. ის შხამს ინახავს ზურგზე ამოსულ ეკლებში და შესაბამისად მისი შეხება მომაკვდინებელია. 7) The Brazilian wandering spider (ბრაზილიური მოხეტიალე ობობა, იგივე ბანანის ობობა) 2007 წელს ეს არსება გინესის წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე შხამიანი ობობა. ადამიანები ობობის ჯიშებიდან ყველაზე ხშირად ბრაზილიური ობობის ნაკბენით იხოცებიან. მისი შხამი მიჩნეულია ყველაზე ნეირიტოქსიკურ შხამად ობობებს შორის. შხამის 0.006 მილიგრამი თაგვს კლავს. ის საშიშია იმის გამოც, რომ ერთ ადგილას არ ჩერდება და მუდმივად მოგზაურობს. ხშირად ჩნდება ხალხმრავალ ადგილებში, სახლებში, ტანსაცმლის კარადებში, ნავებში და მანქანებში. ამ ობობის ნაკბენი ხშირად იწვევს გარდამავალ ერექციას რამდენიმე საათის განმავლობაში და თუ ადამიანი გადარჩა, დიდი შანსია რომ იმპოტენტად დარჩეს.
მსოფლიოში ყველაზე შხამიანი გველი, რომელიც ავსტრალიაში ბინადრობს. მარტო ერთი კბენისას იმდენ შხამს გამოყოფს, რომ თავისუფლად დახოცავს 100 ადამიანს ან 250 000 ვირთხას. მისი შხამი ჩვეულებრივი კობრისაზე 200-400-ჯერ ძლიერია. ადამიანი კბენიდან მაქსიმუმ 45 წუთში იღუპება. საბედნიეროდ, ეს გველი მორცხვია და ძირითადად მიწაში იმალება (სახელიც ამიტომ დაარქვეს). შესაბამისად მისი ნაკბენისგან გამოწვეული უბედური შემთხვევებიც ძალიან მცირეა 9) Poison Dart Frog (შხამიანი ’’შუბის” ბაყაყი) თუკი ოდესმე ცენტრალური ან სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში მოხვდებით, ფერადმა ბაყაყებმა არ მიგიზიდოთ, რადგან ისინი შეიძლება შხამიანები აღმოჩნდნენ 5 სმ სიგრძის ოქროსფერ შხამიან ბაყაყს საკმარისი შხამი აქვს იმისთვის, რომ 10 ადამიანი ან 20 000 ვირთხა დახოცოს. 2 მილიგრამი თავისუფლად მოკლავს ადამიანს ან სხვა დიდი ზომის ძუძუმწოვარს. მისი სახელის წარმოშობა ”შუბის ბაყაყი” დაკავშირებულია ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებ ინდიელებთან. როგორც ცნობილია ინდიელები ხმარობდნენ ამ ბაყაყის შხამში ამოვლებულ ისრებს, რომლებიც საკმაოდ ეფექტური საშუალება იყო როგორც ნადირობის დროს ისე მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. ბაყაყი შხამს კანში ინახავს და ვინც კი შეეხება, ნებისმიერი მოიწამლება ან მოკვდება.
10) Puffer Fish (ფუგუ, იგივე “ბუშტი თევზი”) ფუგუ ხერხემლიან ცხოველებში რიგით მეორეა შხამის საშიშობის მიხედვით. იაპონიასა და კორეაში ფუგუ დელიკატესია და მისი წვნიანის მომზადებას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება. ამიტომ მხოლოდ ლიცენზირებულ და მაღალი დონის შეფმზარეულებს აქვთ უფლება დაამზადონ ეს კერძი. მისი შხამი მტანჯველ სიკვდილს იწვევს. მსხვერპლს აღენიშნება ენისა და ტუჩების დამბლა, თავბრუსხვევა, გულისრევა, აჩქარებული გულისცემა, გაძნელებული სუნთქვა და ბოლოს კუნთოვანი სისტემის მთლიანი პარალიზება. მსხვერპლი 4-24 საათში კვდება. სტატისტიკის მიხედვით 1996-2006 წლებში ყოველ წელს 20-45 ადამიანი იწამლებოდა ფუგუს შხამით. აქედან ყოველ წელს დაახლოებით 6 შემთხვევა სიკვდილით მთავრდებოდა. მისი შხამის ანტიდოტი არ არსებობს. მსგავსი სიახლეები:
|
||||||||||||
|
კატეგორია: საინტერესო ამბები, საინტ. სურათები გამოქვეყნების თარიღი: 9-05-2010, 15:00 ამოსაბეჭდი ვერსია |
||||||||||||
Facebook-ის კომენტარები |
|||||
| |||||
ინფორმაცია |
||
|
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება. გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია |
||
