სასაცილო

საინტერესო

სხვა

ჩათი

წესები

დახმარება

კონტაქტი

ავტორი: mariami07 კომენტარი: 1 ნახვა: 13726
+11


საახალწლო სიზმარი
                                        

ახალი წლის ღამეა

და სასწაულს ველი,

მალე დაჰკრავს თორმეტჯერ –

მიდის წელი ძველი.

 

ნაძვის ხესთან ვზივარ და

არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ.

თოვლის პაპას რომ დავხვდე,

არ მსურს, დავიძინო.

 

გარეთ ცივა, სახლში კი

საამურად თბილა...

ჰოდა, შუაღამემდე

ჩამეძინა ტკბილად.

 

თოვლის პაპა მესიზმრა

და სიზმარი ახდა –

როცა გამომეღვიძა,

საჩუქრები დამხვდა.

 

ასე ჩუმად რად მოდის

თოვლის პაპა, ნეტავ?

შუაღამეს რად უცდის,

დღე რატომ ვერ ვხედავ?

 

ნატვრადა მაქვს ქცეული

თოვლის პაპის ნახვა...

კიდევ ერთ წელს მის მოსვლას

სად ვუცადო ახლა?..
                                   ვასილ გულეური

 

 

ციკოს თოვლის პაპა
 

ახლა წლამდე ცოტა დარჩა,

მოადგება აგერა, მთებს.

მუხის ძირას ციყვი ციკო

თოვლის პაპას აკეთებს.

 

 მოაგროვა სამი გუნდა,

არ დასჭირდა წვალება.

ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს

თოვლის პაპას თვალებად.

 

ტანზე კოხტად ჩაურიგა

ყავისფერი ღილები.

განა მართლა ღილებია –

გაკროლილი თხილები.

 

სტაფილო აქვს ცხვირის ნაცვლად –

ციკო მართლა არ ხუმრობს.

მხოლოდ ქუდი ვერ იშოვა,

თავზე რომ დაახუროს.

 

 ფუღუროსკენ გაეშურა,

იქნებ, რამე მოძებნოს...

თოვლის პაპა მარტო დარჩა

და თავისთვის ოცნებობს:

 

 “მალე ქუდსაც დავიხურავ,

ხელში ჯოხსაც დავიჭერ.

სულ პირველი მე გავიგებ

ახალი წლის ნაბიჯებს!..”

 

 უცებ, მართლა ნაბიჯების

ხმა მოისმა შორიდან.

გაუკვირდა თოვლის პაპას –

ნუთუ, უკვე მოვიდა?

 

 მაგრამ, არა, ახალი წლის

ნაბიჯები როდია,

ეს კურდღელი ამბაკო და

თაგვი თენგო მოდიან.

 

დაინახეს თოვლის პაპა...

რა გგონიათ, რა მოხდა?

ცოტა ხანში, როცა ციკო

ხიდან დაბლა ჩამოხტა,

 

 იქ რაც დახვდა, დამშვიდებით

აბა, როგორ უცქიროს –

თოვლის პაპა უღილებოდ,

უთვალებოდ, უცხვიროდ!

                              ვასილ გულეური 

                                   

საახალწლო  სიმღერა
 

თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,

გვირილების ხელაო...

ჩქარა ტაში,

ჩქარა ტაში,

აბა, დელი-დელაო!

ჩვენს ნაძვის ხეს შემოევლოს

წიფელა და თელაო.

ეს რა კარგი,

რა ლამაზი

დილა გაგვითენდაო.

თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,

გვირილების ხელაო...

ჩქარა ტაში,

ჩქარა ტაში,

აბა, დელი-დელაო!

             ჯანსუღ  ჩარკვიანი

 

 

 

თოვლის ბაბუა
 

გადმოლახა ზღვები და

გადმოლახა მთები -

მოდის თოვლის ბაბუა

დათოვლილი მხრებით,

დათოვლილი წარბებით,

დათოვლილი თმებით.

მოჰყავს დათუნიები

მოაქვს საჩუქრები.

გარეთ ცივი ქარია,

ათოვს მთებს და ველებს.

ალბათ სცივა ბაბუას -

ვინ გაუთბობს ხელებს?

როცა მოვა, ვიცეკვებთ

და გულს გავიხარებთ,

გაზაფხულის მოსვლამდე

არ გავუშვებთ გარეთ.

                 მორის ფოცხიშვილი

   

 

საახალწლო

რაც ძველია, ძველია,

ძველია და მიდის.

დღეს ახალი წელია,

ზეიმია დიდი.

დაფიფქული წარბებით,

დათრთვილული ქუდით

თოვლისპაპა მოვიდა

თოვლი მოაქვს გუდით.

აბა, ჩქარა, ბავშვებო,

გავანძრიოთ ხელი,

თორემ დაგვიძველდება

ეს ახალი წელი.

           მორის ფოცხიშვილი
 

     

ნაძვის ხეო

ნაძვის ხეო,

ნატვრის ხეო,

გული ლხენით აგვივსეო.

ნუ დაგვღალე,

თოვლის ბაბუ,

საჩუქრები გვაღირსეო.

                   გივი ჭიჭინაძე

   

ნაძვის ხეო
 

ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,

ლამაზო და მშვენიერო,

როგორ მინდა შენს გარშემო

ვიცეკვო და დავიმღერო!

თბილ ოთახში მოგიწვიეთ,

გაერთო და ჩვენც გაგვართო.

ყინვასა და სიცივეში

რა გინდოდა ტყეში მარტო?

ხედავ, სახე გაგიბრწყინდა,

დაგვიმშვენე ბავშვებს მხარი,

ახალი წლის სტუმარი ხარ,

ჩვენი ზამთრის მეგობარი.

ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,

ლამაზო და მშვენიერო,

როგორ მინდა შენს გარშემო

ვიცეკვო და დავიმღერო!

                      იოსებ გრიშაშვილი     

 

ნაძვის ხის სიმღერა
 

მოვა, როცა მთა და ბარი

თეთრ ნაბადში გაეხვევა.

პატარების საოცნებო

საახალწლო ნაძვის ხე ვარ!

ჩამოვიყვან თოვლის პაპას,

მხარზე ხურჯინგადაკიდულს,

ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,

ჩურჩხელას და შაქარყინულს.

მალხაზებო, მანანებო,

ვარსკვლავების სადარებო,

მოდით ჩემთან, საჩუქრები

დაგირიგოთ, პატარებო! -

სიმღერებით ცა მთოვარი

გაათბეთ და გაადარეთ,

ეს ახალი წელიწადიც

ბედნიერად გაატარეთ!

                     ნოდარ დუმბაძე

 

მრავალ-მრავალ ახალ წელს

ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,

ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,

საქართველოს სადიდებლად

მრავალ, მრავალ ახალ წელს!

ჩემი გული სიხარულით,

რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,

მშვიდობა და სიყვარული,

მრავალ, მრავალ ახალ წელს!

                      მორის ფოცხიშვილი

      






მსგავსი სიახლეები:

საახალწლო სიზმარი/ ლექსი    საახალწლო სიზმარი/ ლექსი
საახალწლო ანიმაციები    საახალწლო ანიმაციები
საახალწლო ლექსები    საახალწლო ლექსები
საახალწლო  ლექსი    საახალწლო ლექსი
...    ...
კატეგორია: საინტერესო » ლექსები
გამოქვეყნდა: 15-01-2011, 21:05 სიახლე დაარედაქტირა: DATO
ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 
1. tdfhjfjkfg (სტუმარი)
0
აქვს 0 სიახლე და 0 კომენტარი   
კარგია +1 yes yes yes მაგარიაააააააააააააააააააააააა



 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ავტორიზაცია


ვიმეგობროთ Facebook-ზე!



საიტის მიმდინარე სტატისტიკა

სულ დარეგისტრირებულია 98611 მომხმარებელი.
ამჟამად საიტზეა 30 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
- არ არიან

ადმინისტრატორიმოდერატორიVIP 
 VIPკრიტიკოსიკლუბის წევრი

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    დეკემბერი 2014    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 


OXUN.GE - იუმორით სავსე გვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2010-2014 - ყვე უფება დაცუია!
 
saitebi.ge height=   mcvane.ge

პირადი შეტყობინებები

თქვენი მიმოწერები