სასაცილო

საინტერესო

სხვა

ჩათი

წესები

დახმარება

კონტაქტი

მიმდინარეობს საიტის სრული რეორგანიზაცია!!!

ავტორი: mariami07 კომენტარი: 4 ნახვა: 27640
+60


  1. აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო.
  2. აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
  3. აგურის ნატეხი ლალს შეუდარეს, აქაოდა წითელიაო.
  4. ავადმყოფს ექიმი არჩენს, უბედურს კარგი მეგობარიო.
  5. ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო.
  6. ათას უგულო მეგობარს, ერთი გულადი სჯობიაო.
  7. ალაგო, ვისი ხარო? – და ვინც ზედ მადგასო.
  8. ალვის ხე მაღალია, მაგრამ პატარა ცული წააქცევს.
  9. არ უშლის ხმალსა სიმოკლე, ვაჟკაცსა ტანდაბლობაო.
  10. გამრჯესათვის უსაქმურობა დიდი სასჯელიაო.
  11. გეშინოდეს სირხცვილისა, სიკვდილისა კი არაო.
  12. გზა ვინც იცის, ფეხს არ წაჰკრავსო.
  13. დათვი შინდის ძირში წამოწვა: მალე რომ აყვავდება, ალბათ მალე დამწიფდებაო.
  14. დიდ ჯალაბობას დიდი უფროსიბა უნდაო.
  15. დროზე მთესველი დროზე მოიმკისო.
  16. ერთ ცუდ მოყვარეს ასი მტერი სჯობიაო.
  17. ერთი დამპალი ვაშლი მთელ კალათ ვაშლს დაალპობსო.
  18. ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი ღორი გასვარაო.
  19. ვაჟკაცად ისა სჯობია, ვინც თავმდაბალი და მართალიაო.
  20. ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარეც იქ არის.
  21. ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო.
  22. ვინც ცას ორმოდან უყურებს, ცოტას ხედავსო.
  23. ზღვა ისე არ დაშრება, გუბის ტოლა არ დარჩესო.
  24. თევზი თავიდან ყროლდებაო.
  25. თორმეტ კბილს რომ სიტყვა გამოსცდება, თორმეტ მთას გადაივლისო.
  26. ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.
  27. კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს – არავინო.
  28. კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
  29. კაცი კაცის წამალიო.
  30. კაცს კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში კატასაც აქვსო.
  31. კაცს საქმე გამოსცდის და ცხენს გზაო.
  32. მომხდურს დამხდური უნდაო.
  33. მტერმა მტრის ამბავი თუ იცის, მასთან ბრძოლა არ გაუძნელდებაო.
  34. მტერს მტრულად დაუხვდი და მოყვარეს მოყვრულადო.
  35. ოფოფს თავით იცნობენ, კარგ საქმეს ბოლოთიო.
  36. პატიოსნება უენოდ ლაპარაკობსო.
  37. რაც არ გერგება, არ შეგერგება.
  38. რაც შეშვენის გლახა ბერსა, არ შეშვენის კახაბერსაო.
  39. როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო.
  40. სადაც არ გიხნავს, იქ ვერას მოიმკიო.
  41. სამშობლოს ერთგული უდიდგვაროდაც დიდიაო.
  42. სამშობლოს მოღალატე კალთაზე რომ მოგეკრას, ის კალთა მოიჭერიო.
  43. საცა სიყვარული არ არის, იქ სიხარულს რა უნდაო.
  44. სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო.
  45. სიბრძნე ებრძვის სიბრიყვესა უთოფოდ და უზარბაზნოდ.
  46. სიმართლის ნერგი სიპ ქვაზედაც გაიხარებსო.
  47. სინდისი უკბილოა, მაგრამ იკბინებაო.
  48. სიცრუე დილამდეო და სიმართლე შვილიშვილამდეო.
  49. სოკო ამინდს მოჰყავსო.
  50. სოფელს დიდი თვალი და ყური აქვსო.
  51. სხვისი ხელით ნარის გლეჯა ადვილიაო.
  52. ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.
  53. უნამუსოს აფურთხებდნენ და იფ-იფს იძახდაო.
  54. უსინდისოს უთხრეს: ფურთხის ღირსი ხარო; შემაფურთხეთ რაო, მეც ავიწევ კალთას და ჩამოვიწმენდო.
  55. ფათერაკს თვალი არ უჩანსო.
  56. ფუფუნებაში გაზრდილი არც თავს არგებს, არც სხვასაო.
  57. ქარს დათეს, ქარიშხალს მოიმკი.
  58. ყვავს ბახალა უკვდებოდა და ბუს მიუგდო – დიდი თავი გაქვს და იტირეო.
  59. შეემატოს მღვიძარესო, შემოაკლდეს მძინარესო.
  60. შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდებაო.
  61. ცა და მიწა იქცეოდა, ტურა ქორწილს მართავდაო.
  62. ციხე შიგნიდან ტყდებაო.
  63. ცოდვა კაცს არ მოასვენებსო.
  64. ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო.
  65. ძროხას საწველი მოუტანეს და თქვა: ხარი ვარო; უღელი მოუტანეს და – ძროხა ვარო.
  66. წავიდა შავი მოზვერი, მოვიდა თეთრი მოზვერი.
  67. წყევლამ თქვა: სწორი გზა მაჩვენე, თორემ უკანვე დაგიბრუნდებიო.
  68. ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო – სხვასაო.
  69. ხე ფესვებითა დგას, კაცი მოყვრითაო.
  70. ხელი ხელს ბანს და ორივენი კი - პირსაო.
  71. ხემ თქვაო: „ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო“.




მსგავსი სიახლეები:

ანდაზები    ანდაზები
ქართული ანდაზები    ქართული ანდაზები
ანდაზები ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ    ანდაზები ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ
ანდაზები ვ - ზ - თ - ი - კ    ანდაზები ვ - ზ - თ - ი - კ
ანდაზები ა - ბ - გ - დ - ე    ანდაზები ა - ბ - გ - დ - ე
კატეგორია: საინტერესო » ანდაზები
გამოქვეყნდა: 25-12-2010, 22:20 სიახლე დაარედაქტირა: DATO
ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 
1. batumichaobi (კლუბის წევრი)
-1
აქვს 0 სიახლე და 189 კომენტარი   
მაგარია

 

 
2. beberi_mgeli (კლუბის წევრი)
+1
აქვს 0 სიახლე და 34 კომენტარი   
კარგია yes



 
3. deiko_10 (კლუბის წევრი)
-1
აქვს 8 სიახლე და 58 კომენტარი   
არი რა! არ გეწყინოს



 
4. Anna_Anna (კლუბის წევრი)
0
აქვს 8 სიახლე და 93 კომენტარი   
მაგარია good2 thumbsup4



 
=ნამდვილი მეგობარი ხედავს შენს პირველ ცრემლს,იჭერს მეორეს და აჩერებს მესამეს..

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ავტორიზაცია


ვიმეგობროთ Facebook-ზე!



საიტის მიმდინარე სტატისტიკა

სულ დარეგისტრირებულია 98311 მომხმარებელი.
ამჟამად საიტზეა 41 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
- არ არიან

ადმინისტრატორიმოდერატორიVIP 
 VIPკრიტიკოსიკლუბის წევრი

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    ოქტომბერი 2014    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 


OXUN.GE - იუმორით სავსე გვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2010-2014 - ყვე უფება დაცუია!
 
saitebi.ge height=   mcvane.ge

პირადი შეტყობინებები

თქვენი მიმოწერები