|
გამოაქვეყნა: Mari. კომენტარი: 8
რეიტინგი:
|
||||||||||||
|
*********** ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ, გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო, შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან, რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო. გაცრეცილ წარსულს ვებღაუჭები შიშველი ხელებით, მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ, ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე, განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას? დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ, და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა, მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა. სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები! არ ვიცი სადა ვარ, რატომ ვარ? ვინა ვარ? მინდა ჩემთან იყო, შენს თვალებს ვფიცავარ! არ ვიცი სადა ხარ? რატომ ხარ? ვინა ხარ? მაგრამ გეფიცები რატომღაც მიყვარხარ!
ურცხვად გაათეთრე მოსერო ფიქრები, ვინა ვარ ნაწერზეც ვიცი, რომ მიხვდები... არ ვიცი როგორ და... ხვალ მე სად ვიქნები, უბრალოდ ამწუთას ძალიან მჭირდები...
ნეტავ მეყვარები სულ ასე ძალიან? თუ მონატრებისგან ლექსები დამცლიან? არ ვიცი, ვერ გეტყვი, ხვალ როგორ იქნება... თუმც ახლა მზეა და უშენოდ ბინდდება მსგავსი სიახლეები:
|
||||||||||||
|
კატეგორია: საინტერესო » ლექსები გამოქვეყნების თარიღი: 23-11-2010, 00:47 სიახლე დაარედაქტირა: DATO ამოსაბეჭდი ვერსია |
||||||||||||
Facebook-ის კომენტარები |
|||||
| |||||
ინფორმაცია |
||
|
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება. გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია |
||



