სასაცილო

საინტერესო

სხვა

ჩათი

წესები

დახმარება

კონტაქტი

ავტორი: makkaterina კომენტარი: 0 ნახვა: 2656
+3


 

იქ, რიონზე სანაოსთან ბონდის ხიდი ქანაობდა...

გავდიოდი გაღმა მხარეს და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი,
თურმე ბეწვის ხიდი იყო, მე მეგონა ბონდის ხიდი.
ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა
და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს,
მე მეგონა გლეხის ქალი, თურმე ღვთისმშობელი იყო...
ვიღაც შუბლზე ხარს კოცნიდა და მთესვარად ხნულს მისდევდა,
თურმე ქრისტე-ღმერთი იყო, მე მეგონა გუთნისდედა.
იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი, ხათრს არ მიტეხავდა ისიც...
თურმე ამირანი იყო, ძმა ბადრის და უსუპისი.
ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში,
თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ.
კოლხის ქალი მყავდა ძიძად - ამორძალი ენამწარე,
ნიშა ხარის სიყვარულიც ამ მხარეში შემასწავლეს,
დედაჩიტი ბარტყებისთვის ღმერთს უნთებდა თაფლის 
სანთლებს,
ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი და იმ მადლით გავიზარდე.
გზაზე ბერი გადამიდგა... შემომცინა „გიხაროდენ“.
- წადი, შვილო, და რაც ნახე, ქართული ხმით იგალობე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 
- ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო,
ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი.
ბონდის ხიდი მაპოვნინე,
ზღაპრის ხიდი, ოქროს ხიდი.






შოთა ნიშნიანიძე



მსგავსი სიახლეები:

ილუზიური ხიდი    ილუზიური ხიდი
გალაქტიონ ტაბიძის ის მიდიოდა ქუჩაში ერთი    გალაქტიონ ტაბიძის ის მიდიოდა ქუჩაში ერთი
სიყვარულზე    სიყვარულზე
დევდაპატრონებული ხიდი    დევდაპატრონებული ხიდი
მსოფლიოში 1 რკინის ხიდი!!!    მსოფლიოში 1 რკინის ხიდი!!!
კატეგორია: საინტერესო » ლექსები
გამოქვეყნდა: 4-10-2010, 20:12 სიახლე დაარედაქტირა: DATO
ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ავტორიზაცია


ვიმეგობროთ Facebook-ზე!



საიტის მიმდინარე სტატისტიკა

სულ დარეგისტრირებულია 99345 მომხმარებელი.
ამჟამად საიტზეა 32 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
- არ არიან

ადმინისტრატორიმოდერატორიVIP 
 VIPკრიტიკოსიკლუბის წევრი

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    აგვისტო 2015    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კვირის საუკეთესო სიახლეები

სასაცილო სურათები სასაცილო სურათები
(25-08-2015, 11:37)

ავტორი: davra1
დაათვალიერა: 221
კატეგორია: სასაცილო სურათები

ანეკდოტები ანეკდოტები
(26-08-2015, 11:47)

ავტორი: davra1
დაათვალიერა: 378
კატეგორია: ანეკდოტები

ზარმაცების სიახლე ზარმაცების სიახლე
(25-08-2015, 14:01)

ავტორი: LESHKA
დაათვალიერა: 308
კატეგორია: სასაცილო სურათები

სასაცილო სურათები სასაცილო სურათები
(28-08-2015, 18:27)

ავტორი: davra1
დაათვალიერა: 193
კატეგორია: სასაცილო სურათები

GifParty+FailArmy GifParty+FailArmy
(28-08-2015, 16:47)

ავტორი: LESHKA
დაათვალიერა: 107
კატეგორია: ანიმაცია

სასაცილო სურათები სასაცილო სურათები
(29-08-2015, 13:37)

ავტორი: davra1
დაათვალიერა: 153
კატეგორია: სასაცილო სურათები

ანეკდოტები ანეკდოტები
(25-08-2015, 11:20)

ავტორი: adelfos
დაათვალიერა: 326
კატეგორია: ანეკდოტები

შესრულების დრო: 0,037599 წამი.


OXUN.GE - იუმორით სავსე გვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2010-2014 - ყვე უფება დაცუია!
 
saitebi.ge height=   mcvane.ge

პირადი შეტყობინებები

თქვენი მიმოწერები