|
გამოაქვეყნა: makkaterina კომენტარი: 0
რეიტინგი:
|
||||||||||||
|
შემოდი ჩემში…
იცი, ტყუილში რომ ვერ ვცხოვრობ, ვერ ვსუნთქავ, ვერ ვარ… მინდა მიშველო შენი ყოფნით,
ჩემში გადმოსვლით,
სხვა სიცოცხლეში არ წახვიდე,
იყავი ჩემთთან
იყავი ჩემი თუნდაც წამით,
თუნდაც უხეში…
რომ შენს თვალებში წავიკითხო
ულევი ვნება…
და მარცვალ-მარცვალ ჩამიბნიე
სურვილი შენი,
გამგუდე შენით, რომ არ მოგცე მე წასვლის ნება…
შემოდი ჩემში,
დაიკავე ნაცემი სივრცე,
შემავსე ისევ ცარიელი,
ნუ დამშორდები…
გამითავისე სინამდვილით,
შემინარჩუნე…
უშენოდ იცი, რომ ვინგრევი?
ვერ ვსუნთქავ, ვერ ვარ…
შემოდი…
მინდა დამინახო,
მინდა შემიგრძნო,
რომ მერე აღარ დამენანოს მე წასვლა მზესთან..
სანამ დრო არის, სანამ ვფეთქავ, სანამ გეძახი,
ჯერ ისევ შემრჩა ერთი სუნთქვა,
სურვილთა წყებაც…
და ჩაგისუნთქავ ისე ძლიერ,
იქაც მეყოფი…
შემოდი ჩემში…
თუ შემიყვარდი
დაუკითხავად თუ შემიყვარდი, თუკი შენზე ფიქრში ღამე გავათიე,
მიყვახარო თუკი გამოგიტყდი,
სული აგიშფოთე, მაპატიე...
ვიწრო ბილიკებზე დამიღამდა,
მაგრამ შარაგზაზე გავათიე,
წინ მე შენი სახე მიმიძღვოდა
და თუ აქაც შევცდი, მაპატიე...
ნაზი ოცნება თუ დაგინგრიე,
მშვიდი ცხოვრება თუ დაგინგრიე,
შენთვის რომ ვლოცულობ სევდიანი,
თუ რამეს ვაშავებ, მაპატიე...
შენი სიყვარული თუ მაცოცხლებს,
შენზე დარდი თუ დავარბიე,
რა ვქნა, უბედურად შემიყვარდი,
დამნაშავე ვარ და მაპატიე....
იცი? მიყვარხარ
იცი? მიყვარხარ
-ჰოო? როგორ მიხვდი?! -როგორ დაააა აი...მე ხომ მაქვს ფიქრი?
ოცნებაც ხომ მაქვს?
შენამდე მომაქვს
შენამდე მოდის
ყველაფრად მყოფნის
-იგრძენი როდის?
-რააა, რომ მიყვარხარ?
-ჰო, რომ გიყვარვარ, ვინ ხარ-ვინა ვარ?!
-არ ვიცი როდის, მე მგონი უცებ
ვითვლიდი წამებს დღეებს და წუთებს
და მივხვდი ყოველ გადათვლილ წამში
შენ თრთოდი როგორც ტირიფი ქარში
-ბავშვი ხარ!
-ბავშვი?...არ მითხრა...გავშრი
-ცრემლი გაქვს ხმაში?
-გამიშვი სახლში!
-ჰო, კარგი...კარგი...გიყვარდე მაშინ!!!!
-და შეეენ...არ გინდა ამას უშველო?
-მეეე?
მე შენით ვცოცხლობ ჩემო სულელო!!
მსგავსი სიახლეები:
|
||||||||||||
|
კატეგორია: საინტერესო » ლექსები გამოქვეყნების თარიღი: 5-09-2010, 14:08 ამოსაბეჭდი ვერსია |
||||||||||||
Facebook-ის კომენტარები |
|||||
| |||||
ინფორმაცია |
||
|
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება. გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია |
||




