|
გამოაქვეყნა: gusa კომენტარი: 1
რეიტინგი:
|
||||||||||||
|
* * * * *
რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო
მე ხომ, უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი.. შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ, მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად. ******* ჭკუიდან შემშლის საქსაფონი, ჭკუიდან შემშლის.
მთელი დღე ვთვალე ჩემი თავი და ორს უდრიდა.
ეს მონატრებაც თავს მოიკლავს ამაღამ ჩემში
და ამოვიღებ გადანახულ "მეებს" უჯრიდან.
****** მინდა უეცრად ქუჩაში შემხვდე, შემთხვევით ბეჭი გამკრა და ყველა კოცნა, რაც კი გაჩუქე- მაგ ტუჩებიდან აგფცქვნა! მინდა წაგართვა ყოველი სიტყვა, შენთვის რომ მითქვამს გრძნობით, მსურს დავითმინო ეს განსაცდელი,- გული გავსილი ბოღმით... **** სიკვდილს სურს, ჭაბუკს სახე დამღადროს,
მითხრას: - დღეიდან ჩემი იქნები. შენ მაშინ მოხვალ, მაგრამ რაღა დროს, - სათქმელი უკვე აღარ ვიქნები. სულითხორცამდე როცა შემიცნობ, როდესაც შეწყვეტს ფეთქვას ეს გული. შენ მაშინ მოხვალ, მაშინ შეიგრძნობ, - რომ ხარ უზომოდ შეყვარებული. ტრფობის მომთმენი აბა ვინ არი?! მეც დავმარცხდი და... უკვე ვეცემი. შენ მაშინ **** წვიმასთან ერთად იბადება შენზე ფიქრები მზისა სხივებზე თამაშობენ მოგონებები თოვლის ფიფქივით ეშვებიან დაბლა გრძნობები და ნიავს მოაქვს შორს წასული შენი სიტყვები შენ დამაფიქრე, შენ მომეცი მე ძალა დიდი რადგან მესწავლა და მეარა სწორი ნაბიჯით მინდა მადლობა მოგიხადო ძალიან დიდი და დავიტოვო იმედები შენი ჩამოსვლის გავივლი თოვლში, რადგან მათგან ვიგრძნო იგივე შევხედავ მზეს და მოგონებებს კვლავ დავიბრუნებ ვივლი წვიმაში, რადგან მხოლოდ მას ესმის ჩემი და ნიავს ჩემსას გამოვატან შენთან ჩემს სიტყვებს **** ვიცი დრო მოვა და მეტყვი შენ ამას, მოდი შენ დარჩი ნუ წახვალ სხვაგან, შენ ჩემ ფიქრებში იყავი მუდამ, მოგონებებში ახლაც ხარ რავქნა, მეგონა თითქოს დაგივიწყებდი, დრო გავიდოდა გავიფიქრებდი: შენ სხვა იყავი და მე არ გიცნობდი და ყოველთვის მეგონა რომ გაგიცნობდი . ასე არ იყო და არც მომხდარა ჩემი ფიქრები იყო სიზმრები დრო მიდიოდა და თან მიჰქონდა წუხილი ,სევდა,დარდი,ფიქრები. ***** ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები…
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები, თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები, როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები. მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო, არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი, არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე, გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი. ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა, სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური, აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს, აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური. უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი, თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა, ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი… ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა. მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით??? მსგავსი სიახლეები:
|
||||||||||||
|
კატეგორია: საინტერესო » ლექსები გამოქვეყნების თარიღი: 3-09-2010, 16:12 სიახლე დაარედაქტირა: DATO ამოსაბეჭდი ვერსია |
||||||||||||
Facebook-ის კომენტარები |
|||||
| |||||
ინფორმაცია |
||
|
ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება. გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია |
||


