სასაცილო

საინტერესო

სხვა

ფილმები

წესები

დახმარება

კონტაქტი

გამოაქვეყნა: gusa კომენტარი: 5
რეიტინგი:
ასწორებს (+) +11 ტეხავს (-)



 
* * *
დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს

დაკარგულ სევდას და ცრემლს,

ყველა საცოდავ ხეს გაუმარჯოს,

ყველაზე მოწყენილ დღეს,

თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს

უფსკრულს,ბილიკსა და გზას,

ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს,

ყველა გზააბნეულ მგზავრს,

ყველა სადღეგრძელის გაუმარჯოს,

ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს,

ყველა მწუხარებას გაუმარჯოს,

ყველაზე დაჩაგრულ გულს,

ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს,

ფოთოლს გზადაკარგულს ერთს,

ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის

მადლი მოვახსენოთ ღმერთს.




* * *
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.

მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს უსათუთეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.

რიგში იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები,
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.

სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.

რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო
რომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო.

მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.

სიყვარული დამითმეო ვისთვის მეკადრებინა,
სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა.

სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.

სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.

და როდესაც მივეახლე კითხვიანი თვალებით,
სიყვარულით ხელში ლაჟვარდს შეუერთდნენ ქალები.

შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული,
ციცქნა გოგოს ისიც მისთვის ჰქონდა გადადებული.

მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს,

სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე. 
 


* * *
 ახლა კვნესიან მგლოვარების ალბათ ზარები
ახლა საღამო, დახშულია ამავდროებით.
მე ჩემს ლოცვებში მახსენდება შენი თვალები,
და ეს თვალები მოცულია განმარტოებით...
ზარებს კვნესაში აჰყვებიან ანგელოზები,
მე მოვუხდები შენი სახლის წითელ სახურავს.
შენი საფლავი აღსავსეა რუხი ლოდებით,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს....
..... დღეს დაიხშება... სასუფევლის თეთრი კარები.
შენი შეშვება აუკრძალავს თურმე განგებას.
მე თეთრ ლოცვებში დავინახე შენი თვალები,
და ეს თვალები კვლავ ელიან განმარტოვებას.
გაფერმკრთალდება ზღვის ნეტარი სილურჯეები....
მე დავამშვენებ შენი სახლის ლამაზ სახურავს.
შორს ის მიზნები დარჩებიან მიუღწეველნი,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს.
ახლა კვნესიან... მგლოვარების... ალბათ ზარები.
ახლა საღამო... დახშულია... ამავდროებით.
ჩუმად ლოცვაში გამახსენდა შენი თვალები,,
და ეს თვალები მოცულია, განმარტოვებით


* * *
მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და
სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე...
შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და
როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!
როგორ ვიცოცხლო ამ თვალთა იქეთ,
ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს...
ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ,
ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.
და გაგონილი სახელი შენი
ტუჩს რომ მოწყდება ღამის წყვდიადში,
შენ ჯერ არ იცი მე როგორ მშველი
სულს რომ მიბრუნებ ფერთა წიაღში.
მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი
იქედან როცა დალაგდა არე...
მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი,
დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს!
წარსული დნება ფოთოლთ ცვენაში
შენ შეგიძლია დარდი დახლიჩო...
მომეცი ნება , რომ შენს მზერაში
ჩავიძირო და თავი დავიხრჩო!! 




მსგავსი სიახლეები:

სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში    სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში
ლექსია :*:*    ლექსია :*:*
ლექსები    ლექსები
კარგი ლექსებია    კარგი ლექსებია
ლექსები სიყვარულზე    ლექსები სიყვარულზე
კატეგორია: საინტერესო » ლექსები
გამოქვეყნების თარიღი: 2-09-2010, 11:26
სიახლე დაარედაქტირა: DATO
ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 
1. Kuz1a (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 1414 კომენტარი
crying yes

 
2. Miss_Nicole (კლუბის წევრი) აქვს 3 სიახლე და 128 კომენტარი
პირველი ლექსის კითხვის დროს მეთქი ჭიქა მომეციიით bigsmile არა , ბაზარი არაა მაგარი ლექსია ძააან, მეორეც მაგარიააა და მეოთხე მომეწონა კიდე უძალიანესად smile sad yes საღოლ ავტოოორ wink

 
3. lizi lizi (კომენტატორი) აქვს 0 სიახლე და 651 კომენტარი
ძააან მაგრებია!!! yes

 
4. ultimo (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 648 კომენტარი
მეორე ლექსი ჩემი ფავორიტია??ავტორი ვინაა???ისე ყველა სასიამოვნოააა smile nod

 
5. gusa (კლუბის წევრი) აქვს 12 სიახლე და 19 კომენტარი
სპსთ :)

 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ვიმეგობროთ Facebook-ზე!


საიტის მიმდინარე სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა 224 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
chkuiskolofi, gorgi, Annabell, miss you, balo, toria, pakii, saiatNova, JoKoNdA, Itachi_Uchiha, wik, fgdsghaf, meri: ), Free WeeZy, Nitaly, jup, jbcjsdcbsdkkscgkccc, ალეკო, anushka_ani19, tata10, rasmusa, marikuskusa, Doryan, lapauxa, nelo, oxunji magda, tik-tok, tornike(), MIDNIGHT, jorti, giorga120, crazy :d, thelegend, marixeo, EmOtIon, (f.c.b)tamo(f.c.b), mari kusa, xatia.beridze.xatia

ბოლოს შემოსული მომხმარებლები:
irakl1., fgdsghaf, marixeo, jbcjsdcbsdkkscgkccc, jorti, giorga120, anushka_ani19, MIDNIGHT, pakii, Itachi_Uchiha, irakli78, saiatNova, Nitaly, chkuiskolofi, EmOtIon, tik-tok, Annabell, nelo, toria, crazy :d, miss you, xatia.beridze.xatia, MiNi MaN, aoeeeeeeeeeeeeeeeeee, joy, dsfghsgh, meshoo, teo teo, mtvareula, twilighter, rey2, ra ginda, mari1626, damagrzelebeli, glanda, nikadentoshvili, tokaaaaaa, oxunji magda, paparaci, gvancuka, eleniko...ele, Doryan, ubeduris 1, ალეკო, miranda_mira, Ania.., eka beha, mariami.17, dachi7778, gorgi

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    მაი 2012    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

Ministry of Humor! - იუმორის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2012 - ყვე უფება დაცუია!