სასაცილო

საინტერესო

სხვა

ფილმები

წესები

დახმარება

კონტაქტი

გამოაქვეყნა: kagosa.... კომენტარი: 6
რეიტინგი:
ასწორებს (+) +26 ტეხავს (-)


* * *
მე თქვენ მიყვარდით შესაძლოა ამ სიყვარულის

ჩემს გულში ახლა კვლავ ენთოს ოდნავი ალი

მაგრამ არ მინდა ამის გამო გეტკინოთ გული

და თქვენს წუხილში რაიმეთი მე მედოს ბრალი

 

მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ ჩუმად  უთქმელად

ხან კრძალვა მძლევდა ხანაც ეჭვებით ვიყავი სავსე

მე თქვენ მიყვარდით ისე ნაზად ისე გუწრფელად 

ღმერთმა ინებოს რომ თქვენ სხვასაც უყვარდეთ ასე...

 

ა.პუშკინი

(მე ასე მახსოვს ეს ლექსი და მგონი

ყველაზე საუკეთესო თარგმანი ესეა)

 

 

....

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე?!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის.

 

ტერენტი გრანელი

...

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა...

ნიკო გომელაური

...

იმედგაცრუება ტკივილი სევდა 
ასეთი ცხოვრება ვის უნდა ნეტა
ვისაც უნახავს თანაც უგრძვნია
ალბათ მიხვდება რა განმიცდია
გრძნობის ნაკვალევს ვინახავ გულში
ერთხელ ვიწამე ტკივილი სულში
არვის ვუსურვებ ასეთ ცხოვრებას
ყველა მინდა რომ მორჩეს გოდებას
წამით იმედი ჩასახლდა გულში
ჩემი ცხოვრება განახლდა გუშინ
დილა გათენდა თვალს რომ ახელდა
მხოლოდ სიბნელეს იგი ამჩნევდა
დღეა ნათელი ყველას არ ესმის
სინათლის ხილვა ყველას არ ელის
ზოგი სინათლეს სიბნელედ ხედავს
ზოგიც კი მხოლოდ ნათელსა ხედავს
თუმცა სინათლე ბნელსა ჯობია
მე მაინც ასე ასე მგონია
თუმცა კარგია სინათლის ნახვა
მხოლოდ სინათლეც არ ვარგა არა
კაცმა ცხოვრებას ალღო აუღოს 
ტანჯვას სიხარულს გემო გაუგოს
მხოლოდ კი მაშინ ორივეს განცდის
იგი მიხვდება ვინ არის ის.....

 



კახა გოგიჩაშვილი

(ზედმეტია ეს მაგრამ მაინც იყოს)

 

 





მსგავსი სიახლეები:

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,  ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.    მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ნიკო გომელაურის ლექსები (ნაწილი 2)    ნიკო გომელაურის ლექსები (ნაწილი 2)
ლექსები    ლექსები
ნიკო გომელაურის ლექსები    ნიკო გომელაურის ლექსები
ძალიან კარგი ლექსები    ძალიან კარგი ლექსები
კატეგორია: საინტერესო » ლექსები
გამოქვეყნების თარიღი: 26-07-2010, 16:22
სიახლე დაარედაქტირა: DATO
ამოსაბეჭდი ვერსია

Facebook-ის კომენტარები


 
1. N.N. (VIP) აქვს 210 სიახლე და 952 კომენტარი
კაი იყო ბოლო


ბოლო კაი იყო

 
2. anano.557 (VIP) აქვს 77 სიახლე და 1210 კომენტარი
მეც ძაან მომეწონა ბოლოო smile

 
3. cirukela12 (კლუბის წევრი) აქვს 1 სიახლე და 98 კომენტარი
ზედმეტი ყველაზე მაგარი იყოო მაგრამ ნიკო გომელაური შეუდარებელია ;)

 
4. kagosa.... (VIP) აქვს 314 სიახლე და 170 კომენტარი
არ ვიცოდი ჩემი ლექსი ასე თუ მოგეზონებოდათ თორემ (ზედმეტია ეს მაგრამ მაინც იყოს agar davterdi.... bigsmile

 
5. tekla_kavlashvili (კლუბის წევრი) აქვს 5 სიახლე და 473 კომენტარი
ზედმეტი არც ისე ცუდი იყო smile

მაგრამ ტერეტი გრანელი მართლა მაგარი იყო inlove

 
6. noor10 (კლუბის წევრი) აქვს 0 სიახლე და 12 კომენტარი
yes

 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ს წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაიაროთ გამარტივებული რეგისტრაცია

ვიმეგობროთ Facebook-ზე!


საიტის მიმდინარე სტატისტიკა

ამჟამად საიტზეა 231 მომხმარებელი.
ავტორიზებული მომხმარებლები:
MaRi MuFc, meri: ), crazi in..., Freerhyme, GersiiK, ალეკო, ubeduris 1, giorgi1000000000, Leonel Messi, Doryan, darishxani, miranda_mira, Ania.., eka beha, varlama, lovely girl (maar), tornike(), sopo97g, marikuskusa, lapauxa, mtxa, (f.c.b)tamo(f.c.b), gio-barcafan, dachi7778, mariami.17, rasmusa, XiFaTa1, MeLaNqoLouRI)), jup, ვეკო, gorgi, flavia

ბოლოს შემოსული მომხმარებლები:
Doryan, ubeduris 1, ალეკო, miranda_mira, Ania.., eka beha, mariami.17, dachi7778, gorgi, darishxani, GersiiK, sopo97g, lovely girl (maar), jup, songula, luka2, ToKoOo, Freerhyme, (f.c.b)tamo(f.c.b), chopra, krutuna, tornike(), nikala196, resu, joniiiiiiii, lapauxa, mari kusa, ვეკო, rija123, XiFaTa1, varlama, wurwuna :)), sofiiiii, ddd2, M A R U, tako123, JoKoNdA, kaiflaif, MeLaNqoLouRI)), Leonel Messi, yakuza, irmako..., marikuskusa, kate111111, dato_messi, daaat, arizona, rasmusa, khhkhhk, vxxx

აირჩიეთ სიახლეები თარიღის მიხედვით

«    მაი 2012    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

Ministry of Humor! - იუმორის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი!
საიტი აწყობილია თ. ცომაიას მიერ
© OXUN.GE 2012 - ყვე უფება დაცუია!